კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში საცხოვრებლის ფასი იზრდება

კონსალტინგური კომპანია „ნაიტ ფრენკის“ მონაცემებით, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი ფართების ფასი 2010 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოს ქვეყნების 61 პროცენტში გაიზარდა. შედარებისთვის, შარშან იმავე პერიოდში, საცხოვრებლის ფასი მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ 35 პროცენტში გაიზარდა. 2010 წლის შუა პერიოდისთვის უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე ფასები საშუალოდ 9 პროცენტით დაეცა 2006-2008 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 2011 წლის პროგნოზებს, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ისეთებში, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, საცხოვრებლის ღირებულება 2-3 პროცენტით გაიზრდება. აზიის ქვეყნებში საცხოვრებელი ფართების ფასის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი: სინგაპურში ის მხოლოდ 3 პროცენტით გაიზრდება, ჩინეთში – 5 პროცენტით. ამ მხრივ გამონაკლისი ჰონკონგია, სადაც საცხოვრებელი ფართების ფასი მაინც მნიშვნელოვნად მოიმატებს. ექსპერტების აზრით, 2011 წელს ეს მაჩვენებელი ამ ტერიტორიაზე 12 პროცენტით გაიზრდება. მნიშვნელოვნად შემცირდება ფასების ზრდის ტემპი ბრაზილიაში. თუ 2010 წელს საცხოვრებლის ღირებულებამ 20 პროცენტით მოიმატა, 2011 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 5 პროცენტი იქნება. ავსტრალიასა და ამერიკაში მომავალ წელს საცხოვრებლის ფასები უცვლელი დარჩება.


скачать dle 11.3