ბევერლი ჰილზმა უძვირესის ტიტული დაკარგა
როგორც გავლენიანი ამერიკული ჟურნალი „ფორბსი“ იუწყება, კალიფორნიაში მდებარე მილიონერებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავებით დასახლებულმა გარეუბანმა, ბევერლი ჰილზმა, ამერიკაში ყველაზე ძვირად ღირებულის ტიტული დაკარგა. უძვირესი დასახლება დღესდღეობით უკვე კალიფორნიის სხვა გარეუბანი – დუორტია. ამ დასახლების ყველაზე ცნობილი მცხოვრები ჯაზმენი გლენ მილერია, რომლის სახელსაც ადგილობრივი პარკიც კი ატარებს. სახლის საშუალო ფასი დუორტში 4,3 მილიონი დოლარი ღირს. ბევერლი ჰილზი ყველაზე ძვირად ღირებულ დასახლებებს შორის მე-6 ადგილზე გადავიდა. აქ საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულება 3,684 მილიონია. ამერიკის უძვირესი დასახლებების ათეულში მოხვდა კალიფორნიის კიდევ რამდენიმე გარეუბანიც: ატერტონი, როლინგ ჰილზი, ბელვედერი, სანტა ბარბარა; ასევე მანჰეტენის ყველაზე პრესტიჟული რაიონები: ვესტ ვილიჯი, ისტ საიდი, ცენტრალ პარკი, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ქალაქი ალპაინი, რომელიც ნიუ-იორკის გარეუბნად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის უძვირეს 500 დასახლებას შორის ნახევარზე მეტი კალიფორნიაშია.