რა აკავშირებდა რომან აბრამოვიჩს საბურავებთან და საბავშვო სათამაშოების წარმოებასთან და სად დაიწყო თავისი ბიზნესკარიერა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ
2010 წლის „ფორბსის“ ოქროს მილიარდერთა ათასეულში 62 რუსი ბიზნესმენი მოხვდა. მათი უმეტესობა „ოლიგარქებად“ მოიხსენიება და ისინი რუსულ პოლიტიკურ ისთებლიშმენტთან დაახლოებული პირები არიან. ჟურნალი „თბილისელები“ განაგრძობს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ყველაზე მდიდარი მილიარდერების ტოპ-ათეულის გამოქვეყნებას და ამჯერად გთავაზობთ ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების პირველ ათეულს.
ვლადიმირ ლისინი – 15,8 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1956 წელს ივანოვოში; განათლება – ციმბირის მეტალურგიული უნივერსიტეტი, პლეხანოვის სახელობის სახალხო მრეწველობის აკადემია, საგარეო ვაჭრობის აკადემიის უმაღლესი კომერციული სკოლა, ეკონომიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 47 სამეცნიერო პუბლიკაციის, 10 წიგნისა და 40 გამოგონების ავტორი; კარიერა – დაიწყო ელექტროდურგლობით, იყო „სტალევარის“ ასისტენტი, მუშაობდა სატრეიდინგო კომპანიებში; ბიზნესი – „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი, „იუნივერსალ კარგო ლოჯისტიკს ჰოლდინგი“ (4 პორტი, სამდინარო ორთქლმავლობა), „გაერთიანებული მედია“ (რადიო „ბიზნეს FM“); პირადი ინფორმაცია – აგროვებს თუჯისგან ჩამოსხმულ ჭურჭელს, გატაცებულია სასტენდო სროლით და არის, რუსეთის მსროლელთა კავშირის პრეზიდენტი, სპორტინგის ნაციონალური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; დაქორწინებულია, ჰყავს 3 შვილი.
მიხაილ პროხოროვი – 13,4 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1965 წელს მოსკოვში; განათლება – მოსკოვის სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობდა ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ბანკში განყოფილების უფროსად, ეკავა მაღალი თანამდებობები ბანკებში – „საერთაშორისო ფინანსური კომპანია“ და „ონეკსიმი“. 2000-იანი წლების დასაწყისში სათავეში ედგა „ნორილსკი ნიკელს“, 2004 წელს აქციების პაკეტი ოლეგ დერიპასკას ჰოლდინგს მიჰყიდა, 2007 წელს დერიპასკასთან ერთად დააარსა ჯგუფი „ონეკსიმი“; ბიზნესი – „ონეკსიმ“ ჯგუფის-პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – „პოლიუს ზოლოტო“, „ინტერგასი“, „საერთაშორისო საფინანსო ფონდი“, „გოროდსკიე ავტომობილი“; პირადი ინფორმაცია – რუსეთის ბიატლონისტთა კავშირის პრეზიდენტი, დაუქორწინებელია.
მიხაილ ფრიდმანი – 12,7 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1964 წელს ლვოვში (უკრაინა); განათლება – მოსკოვის ფოლადის და დნობის ინსტიტუტი; კარიერა – ვაჭრობდა კომპიუტერებითა და საოფისე ტექნიკით, ფლობდა ვიტრინებისა და ფანჯრების მწმენდავ კოოპერატივს, 1991 წელს სათავეში ჩაუდგა „ალფაბანკს“. მოგვაინებით დააფუძნა „ალფაგრუპი“, იყო ნავთობკომპანია „სიდანკოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი; ბიზნესი – „ალფა-გრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – „CTF Holdings“, „ალფა-ბანკი“, „ალფა-კაპიტალი“, „ალფა-სტრახოვანიე“, წილი „THK-BP“, „ვიმპელკომი“, „სტს-მედია“; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია-ჯაზითა და „ჯიპებით“ რბოლით, დაქორწინებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი.
რომან აბრამოვიჩი – 11,2 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1966 წელს სარატოვში; განათლება – გუბკინის სახელობის მოსკოვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია; კარიერა – საბავშვო სათამაშოების მწარმოებელი კოოპერატივი „უიუტი“; ვაჭრობდა საბურავებით, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად ფლობდა კომპანია „სიბნეფტის“ აქციებს, დააარსა კომპანია „რუსული ალუმინი“, რომელიც მოგვიანებით დერიპასკას მიჰყიდა, „სიბნეფტის“ აქციები კი „გაზპრომს“ მიჰყიდა; ბიზნესი – კომპანია „მილჰაუს კაპიტალის“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – წილი – „ევრაზ გრუპში“, „ევროცემენტი“, „ფარმსტანდარტი“, „პროდო“, საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“, სპორტული ჟურნალი „პრო სპორტი“; პირადი ინფორმაცია – პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში იყო ჩუკოტკის გუბერნატორი, 2003 წლიდან ფლობს ლონდონის საფეხბურთო კლუბს „ჩელსი“, განქორწინებულია, ჰყავს ხუთი შვილი.
ოლეგ დერიპასკა – 10,7 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1968 წელს ძერჟინსკში (რუსეთი); განათლება – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პლეხანოვის სახალხო მეურნეობის აკადემია; კარიერა დაიწყო ბროკერად სავაჭრო ბირჟაზე, სათავეში ედგა კომპანიებს „კრასნოდარ-ალუმინ-პროდუქტს“, „სამარა-ალუმინ-პროდუქტს“, „როსალუმინპროდუქტს“, საიანის ალუმინის ქარხანას, 1997 წელს ხელმძღვანელობდა „სიბირსკი ალუმინს“, 2000 წელს – „რუსკი ალუმინს“, 2001 წელს ყველა აქტივი გააერთიანა „ბაზოვი ელემენტში“; ბიზნესი – კომპანია „ბაზოვი ელემენტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – „რუსალი“, „ცენტრალნო-ევროპეისკაია ალუმინევაია კომპანია“, „ბატუ მინინგი“, „ევროსიბენერგო“, „რუსსკიე, მაშინი“; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია იახტების კოლექციონერობით, უყვარს ჯირითი, დაქორწინებულია, ჰყავს ერთი ვაჟი.
ვაგით ალეკპეროვი – 10,6 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1950 წელს ბაქოში; განათლება – ნავთობის და ქიმიის აზერბაიჯანის ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობდა უფროს ინჟინრად კომპანია „სურგუტნეფტეგაზში“, სათავეში ედგა „კოგალიმნეფტეგაზს“, 1992 წელს სათვეში ჩაუდგა კონცერნ „ლუკოილს“, იყო ბანკების „იმპერიალისა“ და „პეტროკომერცის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ბიზნესი – „ლუკოილის“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – „ლუკოილის“ აქციები (17 პროცენტი); პირადი ინფორმაცია – ჰობი: ჩოგბურთი, დაქორწინებულია, ჰყავს ვაჟი.
ვლადიმირ პოტანინი – 10,3 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1961 წელს მოსკოვში; განათლება – მგიმო; კარიერა – 80-იანი წლებში მუშაობდა ინჟინრად საწარმო „უდობრენიაში“, 1990 წელს დააარსა „ინტერროსი“, სათავეში ედგა შემდეგ კომპანიებს: ონეკსიმ ბანკი, „ნორილსკი ნიკელი“, „საერთაშორისო ფინანსური კომპანია“, მისი დარსებულია ჰოლდინგ „პროფ-მედია“; ბიზნესი – „ინტერროსის“ დირექტორი; ძირითადი აქტივები – „ნორილსკი ნიკელი“, „როსბანკი“, „პროფ-მედია“ (გაზეთები „იზვესტია“, „კომსომოლსკაია პრავდა“, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტასს“, „ავტორადიო“; პირადი ინფორმაცია – ჰობი: მოგზაურობა, ბადმინტონი, თხილამურები, საწყლოსნო სპორტის სახეობები, დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
ალექსეი მორდაშოვი – 9,9 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1965 წელს ჩერეპოვეცში (რუსეთი); განათლება – სანკტ-პეტერბურგის საინჟინრო-ეკონომიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი; კარიერა – მუშაობდა ეკონომისტად, 1996 წელს სათავეში ჩაუდგა კომპანია „სევერსტალს“, სადაც მანამდე ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა; ბიზნესი – „სევერსტალის“ გენერალური დირექტორი; ძირითადი აქტივები – „სევერსტალი“, ჩერეპოვეცის ფოლადის ქარხანა, „სევერსტალ-რესურსი“, „კუზბასრასრეზუგოლი“, „ვორკუტაუგოლი“, ულიანოვის საავტომობილო და ზავოლჟის ძრავების ქარხანა, პორტები ტუაფსეში, სანკტ-პეტერბურგში, ტაგანროგსა და შორეულ აღმოსავლეთში; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია პოეზიით, ხელოვნებითა და ზამთრის სპორტის სახეობებით, დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
ვიქტორ რაშნიკოვი – 9,8 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1948 წელს მაგნიტოგორსკში; განათლება – მაგნიტოგორსკის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო ნაშრომების, კვლევებისა და ტექნიკური დამუშავების ავტორი; კარიერა – მოშაობა დაიწყო მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატში დურგლად, 1997 წელს სათავეში ჩაუდგა კომბინატს, 2006 წლიდან კომბინატის პრეზიდენტია; ბიზნესი – მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – „მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი“, „პროფიტი“ (ჯართის გადამუშავება); პირადი ინფორმაცია – ჰოკეის კლუბ „მეტალურგის“ (მაგნიტოგორსკი) პრეზიდენტი, გატაცებულია თხილამურებზე სრიალით თოვლსა და წყალზე. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
დიმიტრი რიბოლოვლიევი – 8,6 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1966 წელს პერმში; განათლება – პერმის სამედიცინო ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობდა ექიმად პერმის საქალაქო საავადმყოფოში, 1992 წელს სათავეში ჩაუდგა საბროკერო კომპანია „ინკომბროკს“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა – ბანკ „კრედიტ დტ-ში, „ურალსკი ფინანსოვი დომ-ში“, „კროუნ რესურსისსა“ და „ურალკალიისში“; ბიზნესი – კომპანია „ბელარუსსკაია კალიინაია კომპანის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – „ურალკალიი“ (აქციების 10 პროცენტი), „პოლიუს ზოლოტა“ (10 პროცენტი) და „ვოენტორგი“ (100 პროცენტი); პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.