გემრიელი და სამკურნალო გოგრა
გოგრა გემრიელი და სასარგებლო რამ არის. მისი მოხარშული ან შემწვარი რბილობი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის გასაძლიერებლად, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების, კოლიტის, კუჭის შეკრულობის დროს და ასევე, როგორც ნაღვლისა და შარდმდენი საშუალება. გოგრა ხელს უწყობს აგრეთვე, ორგანიზმიდან მარილების გამოყოფას.
გოგრის თესლიდან კი ხალხურ მედიცინაში არსებული რეცეპტით, წამლის დამზადება შეგიძლიათ, კერძოდ: სამას გრამ ხმელ თესლს გააცალეთ ჩენჩო, ჩაყარეთ სანაყში და დაასხით სამი კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ჩანაყეთ. მიღებული ფაფისებური მასა გადაიტანეთ ჭიქაში, შეურიეთ ასი გრამი ნატურალური თაფლი. წამოწექით და ნელ-ნელა მიირთვით ეს გემრიელი წამალი, უზმოზე. დაახლოებით 3 საათის შემდეგ კი შეგიძლიათ, საკვები მიიღოთ.