სტრესის დროს შავი შოკოლადი მიირთვით
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებები სტრესის შედეგია. სტრესის ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება განეიტრალდეს, თუ ორგანიზმს მოამარაგებთ აუცილებელი და საჭირო ნივთიერებებით.
სტრესის დროს აუცილებელია, ჭამოთ რძის ნაწარმი, კვერცხი, ღვიძლი, თირკმელები, მწვანე ფერის ბოსტნეული, ნიგოზი, ხორბალი, ქატო, წიწიბურა, ლობიო, სოია, შვრია, ბანანი, შავი შოკოლადი; სვათ ბალახეული ჩაი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი.
შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს შავი შოკოლადი. მისი ჭამის შემდეგ, ადამიანი კარგ გუნებაზე დგება, ეხსნება სტრესი. ის ასევე ზრდის ტვინში ფენილანინის შემცველობას, რაც ადამიანში ბედნიერების შეგრძნებას იწვევს.
სტრესის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგია: ჟოლოს, მანდარინისა და ბანანის წვენი. ასევე, ბროკოლის, კიტრის წვენების სმა.
სტრესის დროს, თუ გსურთ ტონუსის შენარჩუნება, მაშინ ნუ შეეცდებით სვათ ბევრი ყავა, ჩაი, „კოკა-კოლა“, კაკაო, რადგან მათში შემავალი კოფეინი უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე. კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს, რომელიც სტრესის დროს ისედაც საკმარისია. მისი სიჭარბე კი ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს. ამ დროს უმჯობესია, ჭამოთ შავი შოკოლადი.