კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლიმაქტერიულ პერიოდში სვით სალბის ნაყენი




სალბის ნაყენებსა და ნახარშებს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიოსტატიკური თვისებების მქონე მადეზინფიცირებელ საშუალებას, ასევე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად სტომატიტებისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს.

ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტის, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ასევე, ბრონქიტის დროს. გარდა ამისა, ესაა ამოსახველებელი, ხველის შემაჩერებელი და შარდმდენი საშუალება.

სალბის ნაყენის მოსამზადებლად აფთიაქში ნაყიდი 2 სადილის კოვზი ნედლეული ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და დაახლოებით თხუთმეტი წუთი დადგით წყლის ორთქლზე. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით, საწყის რაოდენობამდე, ანუ, 1 ჩაის ჭიქის მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს ორი დღისა.

ეს ნაყენი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად.

სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობისა და მოყინვის დროს. მას უებარი და სწრაფი მოქმედება ახასიათებს.

სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას, ამიტომ, ვისაც ძლიერი ოფლიანობა აწუხებს, განსაკუთრებით – კლიმაქტერიულ პერიოდში, მისთვის სალბის ნაყენის დალევა, უბრალოდ, აუცილებელია.


скачать dle 11.3