კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქალთან დაქორწინების უფლება არ აქვს სასულიერო პირად გახდომის მსურველს და რა შემთხვევაში ხდება მღვდლის მსახურებიდან გადაყენება




მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე ემყარება კანონებსა და წესებს, რომელთა დაცვა, როგორც სასულიერო პირებისთვის, ასევე ერისკაცებისთვისაც, აუცილებელია. როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აპირებს სასულიერო პირად გახდომას, როგორი ოჯახი უნდა ჰქონდეს მას, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიგაშვილი).



– მამაო, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს სასულიერო პირად გახდომას?

– საეკლესიო კანონიკაში მოცემულია ასეთი მიდგომა კანონის სახით: ადამიანი, რომელიც აპირებს სასულიერო პირობას, ყოველ შემთხვევაში, უჩნდება ამის სურვილი, უნდა გამოირჩეოდეს მართალი ცხოვრების წესით. პავლე მოციქული, კერძო ხასიათის ეპისტოლეში – „ტიმოთეს, ფილიმონის მიმართ“ – აფრთხილებს თავის მოწაფეებს, ეპისკოპოსებს, ხუცესებს, თუ როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი. ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მოციქული წერს: სასულიერო პირი, რომელიც ხელდასხმით მიიღებს სულიწმიდის მადლს, უნდა იყოს თავისი ცხოვრებით გამორჩეული და, ასევე, უნდა გამოირჩეოდეს მრავალი სათნოებით. ის უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი; საეკლესიო კანონიკის თანახმად, ქვრივს, განათხოვარ ან მრუშ ქალს სასულიერო პირობის კანდიდატი ვერ შეირთავდა და თუ ეს მაინც მოხდებოდა, ის ვერ მიიღებდა კანონიერ ხელდასხმას, ვერ შევიდოდა სამღვდელო ხარისხში. ასევე, სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო: არაანგარი, არავერცხლისმოყვარე და, თან, ყველა ის თვისება უნდა ჰქონოდა, რაც მის ღირსებას წარმოაჩენდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო მაგალითი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რადგან ბევრი ადამიანი, სასულიერო პირს უყურებს, როგორც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ხატს და, მაშინ, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც აუცილებელია და ვერც ეკლესია ჩამოყალიბდებოდა და განვითარდებოდა. საუკუნეების განმავლობაში ეკლესიაში ძალიან ბევრი შფოთი, ცდომილება, განხეთქილება იყო. სასულიერო პირების პიროვნული ღირსებები თამაშობდა ძალიან დიდ როლს ქრისტიანობის სულიერ განვითარებაში. ამიტომ, ბუნებრივია, ვინც აპირებს, გახდეს სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს მოწოდებით პატიოსანი ადამიანი, უნდა ჰქონდეს სამაგალითო ოჯახი.

– როგორც ცნობილია, ადამიანი სასულიერო პირად გახდომამდე უნდა დაქორწინდეს.

– პავლე მოციქულის ეპისტოლეში წერია, რომ სასულიერო პირს, ეპისკოპოსს, შეეძლო, ჰყოლოდა ერთი მეუღლე, ისევე, როგორც მღვდელმსახურს, ხუცესს, მაგრამ, ეს კანონი შემდეგ ეპისკოპოსებისთვის შეიცვალა. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ნელ-ნელა დამკვიდრდა, თუმცა, ადრეც იყო ამაზე საუბარი, რომ ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო უცოლო, რათა მას საკუთარი თავი, შემოქმედებითი ასპარეზი მიეძღვნა თავისი მრევლისთვის, ეპარქიისთვის, სადაც ის კონკრეტულად მსახურობდა. მაგრამ, თუ ადამიანი აპირებს, გახდეს დიაკვანი ან მღვდელი, მან აუცილებლად უნდა შეირთოს ცოლი, რადგან, თუ ის არ იქნება ცოლიანი და ისე მიიღებს ხელდასხმას, ავტომატურად გახდება შავი სამღვდელოების წარმომადგენელი და ვეღარ მოიყვანს ცოლს. დღესაც ძალაშია ეს კანონი, ანუ, სანამ ადამიანი გახდება თეთრი სამღვდელოება დიაკონი, ან ხუცესი, აუცილებლად უნდა იყოს ცოლიანი. აღმოსავლეთ ეკლესიაში დამკვიდრდა ასეთი კანონი: ეპისკოპოსი აუცილებლად უნდა იყოს უცოლო, ხოლო თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი – ცოლიანი. თუმცა, კათოლიკურ, ანუ დასავლეთ ეკლესიაში შუა საუკუნეებამდე ჩამოყალიბდა კანონად და დღემდე ასეა, რომ, ყველა სასულიერო პირი, როგორც მაღალი, ისე დაბალი სამღვდელოება, აუცილებლად უნდა იყოს უცოლო.

– სასულიერო პირის მეუღლესთან განქორწინება თუ შეიძლება?

– ზოგადად, არა მხოლოდ სასულიერო პირს, არამედ ნებისმიერ ადამიანს ეკრძალება განქორწინება თავის მეუღლესთან, თუ არ იქნება ერთი გარემოება, რაც „ხელს შეუწყობს“ გაყრას – ეს არის ღალატი მეუღლეებს შორის. სხვა შემთხვევაში, მათ უნდა აიტანონ ურთიერთობა, როგორი ცუდი მეუღლეც უნდა ჰყავდეს – მემთვრალე, ურწმუნო, რადგან მათ უფლის წინაშე პირობა დადეს, რათა ერთმანეთის სიყვარულში ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდებოდა მათ ცხოვრებაში. ნებისმიერ ოჯახშია პრობლემები, ხანდახან განსხვავებული აზრი წარმოიქმნება მეუღლეებს შორის, რადგან ამქვეყნად იდეალური არაფერია, მით უმეტეს, ცოლქმრული ურთიერთობა, ამიტომ, მათ მთავარი მიზეზის – მრუშობის გარდა, სხვა მიზეზით არ შეუძლიათ, მიატოვონ ოჯახი. ეს ყველაფერი ვრცელდება სასულიერო პირზეც – მას არ შეუძლია მეუღლის გაშვება. ასეა კანონის სახით, რაც საერო პირებსაც ეხებათ; თუ ადამიანი მეუღლეს გაუშვებს უმიზეზოდ, ის გარკვეულწილად სცოდავს და მას ედება საეკლესიო სასჯელი, რადგან, იმ ადამიანს, რომელსაც ის უმიზეზოდ უშვებს თავისი ოჯახიდან, მფარველობიდან, მას მრუშად აქცევს, ანუ აძლევს საბაბს, რომ დაადგეს მცდარ გზას, – ასე წერია კანონში და, შესაბამისად, ეს ადამიანი ისჯება. მღვდლისთვის, შეიძლება, ეს სასჯელი იყოს მსახურებიდან გადაყენება ან კერძო ეპიტიმია – ამას უკვე ეპისკოპოსი დაადგენს.

– როგორი უნდა იყოს სასულიერო პირის მეუღლე?

– სასულიერო პირის მეუღლე უნდა გამოირჩეოდეს უბიწოებით, თავმდაბლობით, წესიერებით, რადგან მათი ოჯახი სარკე უნდა იყოს მრევლთან ურთიერთობისას, რომ არავინ დაბრკოლდეს. ეს ყველაფერი მოეთხოვება როგორც სასულიერო პირს, ასევე მთელ მის ოჯახს. პავლე მოციქული ტიმოთე მოციქულს აფრთხილებს, როგორი უნდა იყოს თავად, როგორი მეუღლე უნდა შეარჩიოს. მომავალი სასულიერო პირი უნდა შეეცადოს, რომ შეარჩიოს თავმდაბლობით, წესიერებით გამორჩეული მეუღლე. როგორც სასულიერო პირი იღვწის, შრომობს, არანაკლებად უნდა შრომობდეს მისი მეუღლეც. რა თქმა უნდა, მას რომელიმე საიდუმლოს აღსრულების უფლება არ აქვს, მაგრამ, მას უფლისგან მოეთხოვება პასუხი ულოცველობაზე, საქმის, ადამიანების მიმართ უდიერ მიდგომაზე, არასწორ ცხოვრებაზე, ანუ ყოველივეზე, რაზეც პასუხი მოეთხოვება მის მეუღლეს, რადგან ორივე არიან ერთნი, ერთი ოჯახია, ქრისტეში ერთობას წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, სასულიერო პირის მეუღლეს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის არის მღვდლის ცოლი და ვალდებულია, იმავე მოშურნეობით, თავდადებით აკეთოს ის საქმე, რომელსაც მისი მეუღლე – სასულიერო პირი აღასრულებს.

– დავუშვათ, სასულიერო პირი მაინც გაშორდა მეუღლეს, ასეთ შემთხვევაში, თუ იმსახურებს სასჯელს?

– საბედნიეროდ, ეს იშვიათად ხდება, მაგრამ თუ მოხდება, ანუ, თუ ცოლი გაეყრება სასულიერო პირს, ეს გარკვეულწილად ცუდად აისახება მის ავტორიტეტზე, თუმცა, შეიძლება, ეს მართლა, არ იყო მისი დანაშაული. კანონის თანახმად, ერისკაცს, რომელიც ორჯერ იყო დაქორწინებული, ანუ, ჯერ გაუშვა ერთი ცოლი და მერე მეორე მოიყვანა, არ აქვს უფლება, სასულიერო პირი გახდეს. კანონი ასე ბრძანებს: თუ მან ვერ შეძლო ერთ ცოლთან თანაცხოვრება, გარკვეულწილად, გამოიჩინა რაღაც სისუსტე, რომლის მოგვარებაც შეიძლებოდა და, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება, თუ არ იქნება ღალატი, შეიძლება, მან მეორე ცოლთანაც ვერ მოაგვაროს ურთიერთობა და მესამე მოიყვანოს – ეს ზნეობასთან ახლოს არ არის და უფრო ხორციელ სიამოვნებას ჰგავს, ვიდრე სასულიერო პირის ცხოვრების წესს. რა თქმა უნდა, ეს კანონი დღესაც მოქმედებს, არ ძველდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნის წინ დადგინდა. დღეს ბევრ საერო პირს, ვისაც სასულიერო პირად გახდომა სურდა, ამ მიზეზის გამო ეთქვა უარი: ის ვისაც ორი ცოლი ჰყავდა, ვეღარ გახდებოდა სასულიერო პირი. ძველი საეკლესიო კანონმდებლები, განმმარტებლები, რომლებმაც შექმნეს საეკლესიო კანონიკა, მათ შორის ერთ-ერთი – ზონარასი ამბობდა ასეთ რამეს: იმ ადამიანს, ვისაც მეორე ცოლი ჰყავს, შეუძლია, სასულიერო პირი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მას პირველი ცოლი ნათლობამდე ჰყავდა, შემდეგ გაუშვა, მოინათლა და გახდა უფლის მხედარი. როგორც ვიცით, ნათლობა ყოველივე ცოდვას აღხოცავს ადამიანისგან და მას ეს ცოდვაში არ ჩაეთვლება. თუ ის მონათვლის შემდეგ მოიყვანს მეორე ცოლს, მას შეუძლია, გახდეს სასულიერო პირი.


скачать dle 11.3