კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდებოდა „მის მსოფლიო სმენადაქვეითებულის“ კულისებში და რისი პრეტენზია გაუჩნდა ამ კონკურსის ქართველ მონაწილეს

საოცრად ნაზი და მომხიბლავი ნინო კახაძე 2010 წლის „მის საქართველო სმენადაქვეითებულია“. სილამაზესთან ერთად, იგი ძალიან თბილი და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ნინო ვერ ლაპარაკობს და ამიტომ მასთან საუბარი მისი დედის, ქალბატონი ირინას დახმარებით შევძელით.



ნინო კახაძე: ათი წელია, საქართველოში ტარდება კონკურსი „მის საქართველო სმენადაქვეითებული“. შარშან ნოემბერში ჩატარდა შესარჩევი ტური. შეარჩიეს 12 ქართველი გოგონა და მათ შორის მეც მოვხვდი. 14 დეკემბერს კი ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მე გავიმარჯვე, ავიღე დიადემა და სხვა უამრავი საჩუქარი. წელს ივნისში კი ჩატარდა კონკურსი მის მსოფლიო სმენადაქვეითებულთა შორის, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი. სულ 31 ქვეყნის გოგონა იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი აიღო რუსეთმა. კონკურსის დამთავრების შემდეგ ჩემთან მოვიდა ბატონი მამუკა ქაცარავა და მითხრა: ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ, რადგან კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა კონკურსში გამარჯვებული შენ ვერ გახდებოდიო. მერე ასევე დამპირდა საჩუქრად 3 000 ლარს, მაგრამ ჯერ არ გადმოუციათ. მართალია, საპრიზო ადგილი ვერ დავიკავე, მაგრამ, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონკურსით, რადგან, უამრავი მეგობარი შევიძინე. ეს პერიოდი ყოველთვის კარგად მემახსოვრება – ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები იყო.

– როგორი იყო კონკურსის წინა პერიოდი? როგორც ვიცი, ყველა ერთად ემზადებოდით.

– ათი დღის განმავლობაში ყველა ერთად ვცხოვრობდით „შერატონ მეტეხი პალასში“. დილიდან ვიწყებდით ვარჯიშებს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი ზედამხედველი გვყავდა, მაინც ვახერხებდით კარგად გართობას: დღისით აუზზე დავდიოდით, საღამოს კლუბებში ვიპარებოდით.

– რომელი ქვეყნის წარმომადგენელს დაუმეგობრდი, ყველაზე ახლოს რომელთან იყავი?

– ყველა კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ძალიან კარგები იყვნენ და ბევრს ვხალისობდით ხოლმე ერთად. ყველაზე ახლოს მაინც რუს გოგონასთან ვიყავი. ორივეს ძალიან გვიყვარს ცეკვა. როცა ვცეკვავ თავდავიწყებას ვგრძნობ – ყველაფერი მავიწყდება, საკუთარ ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ.

– შენ შესახებ მომიყევი, რას საქმიანობ?

– დავდივარ სკოლაში, მეთერთმეტე კლასში ვარ. ყოველდღე მაქვს სასწავლი 8-9 საგანი. ძალიან კარგად ვსწავლობ. შაბათ-კვირას სუხიშვილების დარბაზში დავდივარ, ძალიან მიყვარს ცეკვა და მინდა კარგად ვისწავლო. თავისუფალ დროს მიყვარს კომპიუტერთან ჯდომა.

– მოდელობის გაგრძელებაზე ხომ არ გიფიქრია?

– როგორ არ მიფიქრია, ძალიან მინდა ამ პროფესიას დავეუფლო, მაგრამ, შესაბამისი სახსრები არ მაქვს. სადაც მივედი, ყველგან იმდენი ფული იყო საჭირო, მე ამას ვერ მოვახერხებ. ამ კონკურსმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, რადგან მოდელობის გაგრძელების სურვილი გამიჩნდა. აქამდე ამის პრეტენზია არასდროს მქონია. არც კი მიფიქრია, ახლა კი ჩემს ოცნებად იქცა.

– როგორც ვიცი, წელს სკოლას ამთავრებ. რა პროფესია უნდა აირჩიო სამომავლოდ?

– სამწუხაროდ, ვერსად ვერ ჩავაბარებ. სკოლა კი არის ყრუ-მუნჯთა და ამიტომ მოვახერხე სკოლის დამთავრება, მაგრამ, ასეთი უნივერსიტეტი საქართველოში არ არის. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, ამაზე წინასწარ არ ვფიქრობ. მიყვარს ქარგვა. თავისუფალ დროს ვქარგავ ხოლმე და მეუბნებიან, რომ კარგად გამომდის. ცხოვრებაში რამეს რომ მიაღწიო, დიდი მსხვერპლის გაღებაა საჭირო.

– დეპრესიულობა გახასიათებს თუ, ცდილობ, ყველაფერს იმედის თვალით შეხედო?

– საერთოდ, მხიარული ადამიანი ვარ. მყავს უამრავი მეგობარი და მათთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ. ვცდილობ, არასდროს ვიფიქრო იმაზე, რომ რაღაცით სხვებისგან განსხვავებული ვარ და ამაში, პირველ ყოვლისა დედა მეხმარება, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა, შემდეგ კი – მეგობრები.

– როგორც გავიგე, შეყვარებულიც გყოლია.

– დიახ, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ის ძალზე ჭკვიანი და სიმპათიურია. ორი წელია, რაც ერთად ვართ. ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. ძალიან პატიოსანი და ერთგულია. მე თვითონაც ერთგული ვარ. თაყვანისმცემლები არასდროს მაკლდა, მაგრამ, როდესაც შეყვარებული გყავს, მისი ერთგული უნდა იყო. დაქორწინებასაც ვაპირებთ, ოღონდ, ჯერ არა, ჯერ სკოლა უნდა დავამთავრო და, შემდეგ რა იქნება, მარტო უფალმა იცის.

– შენი ასაკის გოგონები ძალიან პრანჭიები არიან, შენ როგორი ხარ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებ?

– მე საერთოდ არ მიყვარს სარკესთან დგომა, გაგიკვირდებათ და, იშვიათად ვიხედები. არ მიყვარს გადაპრანჭული გოგოები. მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ. სისადავე ყველაფერს ჯობია. ყოველთვის აინტერესებთ, რატომ არაფერს ვისვამ, მაგრამ, რა აუცილებელია, არ მესმის. მირჩევნია, ყოველთვის ბუნებრივად გამოვიყურებოდე.

– შეყვარებულთან შეხვედრის წინაც არ იპრანჭები?

– არა, ის ძალიან კარგად მიცნობს. იცის ჩემი ხასიათიც, გარეგნობაც, ამიტომ, მასთან გაპრანჭვა არ მჭირდება. საერთოდ, ზედმეტი არაფერი ვარგა. თუ ბუნებრივად ლამაზი ხარ, ხელოვნურად ჩარევა რაღა საჭიროა, მით უმეტეს – შეყვარებულთან. ყველაზე კარგად ის მიცნობს და იცის ჩემს შესახებ ყველაფერი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის ყველაფერი მოგვწონს.

– შენს უარყოფით თვისებად რა მიგაჩნია?

– ვაღიარებ, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. თუ რაღაცას ვიტყვი, აუცილებლად უნდა გავაკეთო და ოჯახის წევრებიც მე მემორჩილებიან. თუმცა, ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო და ჩემი სიჯიუტე არ გამოვამჟღავნო.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– არასდროს ვიხედები შორს. შეიძლება, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. არასოდეს არ ვფიქრობ, რა იქნება მომავალში. ძალიან მინდა მოდელობის გაგრძელება, მაგრამ რამდენად მოვახერხებ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი სურვილი მაქვს.


скачать dle 11.3