ფესტივალი შავი ლუდის სმასა და აზიდვებში კლუბ “რეკორდის„ ორგანიზებით ჩატარდა
23 სექტემბერს, კლუბ „რეკორდისა“ და შოთა ქელდიშვილის ორგანიზებით, გიორგი კანდელაკის კლუბში ჩატარდა ფესტივალი შავი ლუდის სმასა და აზიდვებში. აზიდვებში პირველი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი დაამყარა ირაკლი ვეკუამ, რომელმაც წუთსა და 43 წამში გააკეთა 250 აზიდვა. ირაკლი ამ რეკორდის დასამყარებლად დიდხანს ემზადებოდა. მართალია, ფსიქოლოგიურად გაუჭირდა, მაგრამ რეკორდის მოხსნა მაინც შეძლო. საქართველოში ის პირველი სპორტსმენია, რომელმაც შეძლო ასეთი რეკორდის დამყარება და გაჩერებას არ აპირებს.
მეორე ღონისძიება ჩატარდა შავი ლუდის სმაში. ასეთი ფესტივალი ყოველ წელს იმართება გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში უკვე 200 წელია. წელს იყო 200 წლის იუბილე და აქაც ამასთან დაკავშირებით ჩატარდა ეს შეჯიბრება. რეკორდსმენს უნდა დაელია 3 ოთხასგრამიანი კათხა ლუდი, რაც შეიძლება, მოკლე დროში. საერთოდ, ლუდს უფრო სწრაფად სვამენ, მაგრამ შავი ლუდის სმაში შეჯიბრება პირველად გაიმართა. მასში 8 მსურველი მონაწილეობდა და პირველი ადგილი ავთანდილ ბურჯანაძემ დაიკავა. მან 3 კათხა ლუდი 16 წამში დალია.