კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უმალავენ ეკა კვალიაშვილს მილიონერი ქმრების მისამართებს და გაჰყვება თუ არა ის ცოლად ჩვიდმეტი წლით უმცროს ებრაელ ოლიგარქს

მომღერალი ეკა კვალიაშვილი, ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა. მან სამი სიმღერა ზედიზედ ჩაწერა, კლიპებიც გადაიღო და საკუთარი სტუდიის პრეზენტაციასაც სულ მალე გეგმავს. მართალია, მის პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის და გვერდით არც საყვარელი მამაკაცი უდგას, მაგრამ ეს მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ნამდვილად არაა. ეკა ცდილობს, ყოველთვის ფორმაში იყოს, აქტიურად იმუშაოს და თავისი შემოქმედებით თაყვანისმცემლებს სიამოვნება მიანიჭოს.



ეკა კვალიაშვილი: ფაქტობრივად, ამ ზაფხულს არ დამისვენია, რადგან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოთხი სოლო კონცერტი ჩავატარე. ამასთან, სამ სიმღერაზე გადავიღე კლიპი და საკუთარი სტუდიის გახსნისთვისაც აქტიურად ვემზადებოდი. მიხარია, რომ სამივე კლიპი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და არც ერთ კლიპში არ ვარ ერთნაირი. ერთი კლიპი, სიმღერაზე – „ისე მომენატრე“, მოქანდაკე მერაბ მეტრეველის სახელოსნოში გადავიღეთ, მეორე – „მე უშენოდ დღე არ მინდა“ – კუს ტბაზე, რომლის რეჟისორიც კახაბერ შარტავაა, მესამე – „როგორ მიყვარხარ“ კი – ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში. სხვათა შორის, რომ ვამბობდი, კახაბერ შარტავა ჩემი კლიპის რეჟისორია-მეთქი, ყველას პოლიტიკოსი კახა შარტავა ეგონა და თმები ყალყზე უდგებოდათ (იცინის). „მე უშენოდ დღე არ მინდა“ ძალიან სახალისო და კარგი კლიპი გამოვიდა. მეორე კლიპიც სიმღერაზე „როგორ მიყვარხარ“, ძალიან საინტერესოა. მასში ნათქვამია, როგორ უყვარდება ტიპს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოძრაობაში, თავისივე გამოძერწილი ქალის იდეალი. აქ ჩანს, რომ სიყვარული მარადიულია. სამივე ჩემი სიმღერაა და მგონი, მსმენელიც შეიყვარებს.

– რას მივაწეროთ შენი ასეთი გააქტიურება?

– გავაქტიურდი... მოვდივარ!.. (იცინის).

– ისეთი შემართებით და ომახიანი ხმით თქვი, მოვდივარო, პოლიტიკაშიც ხომ არ აპირებ ასეთი შემართებით მოსვლას?

– არა, მე და პოლიტიკა შორს ვართ ერთმანეთისგან. სად იყო პოლიტიკა, მე რომ მოვდიოდი! (იცინის). ჩემი პოლიტიკა – ხელოვნებაა. მე ჩემი საქმის პრეზიდენტიც ვარ და პრემიერ-მინისტრიც. სულ ვამბობ, ვიღაცას ვუყვარვარ, ვიღაცას – არა, მთავარი კი მაინც ის არის ჩემთვის, რომ მე ყველა მიყვარს და ლოიალური ადამიანი ვარ.

– ამბობენ, ლანჩხუთში, კონცერტზე, ეკა სცენაზე ყვავილების მირთმევის ნაცვლად შლანგს ითხოვდაო. შლანგი რად გინდოდა?

– ისე ცხელოდა, მაყურებელს ვეხვეწებოდი, შლანგით წყალი მომასხით, იქნებ გავგრილდე- მეთქი (იცინის). სცენაზე ემოციური ვარ, მიყვარს მთელი არსებით იმის გადმოცემა, რასაც მართლა, სინამდვილეში განვიცდი სიმღერის დროს და, ისე დამცხა, კინაღამ გადავირიე. ოცი სიმღერა რომ ვიმღერე ცოცხალი შესრულებით, ბოლოს მართლა ვყვიროდი: თავზე დამასხით წყალი-მეთქი. თუ ემოცია არ ჩადე სიმღერაში და ის არ გადმოეცი, თუ სულით და გულით არ შეასრულე და მარტო პირი დააღე ფონოგრამაზე, მაშინ, რა გამღერებს? მე ამ დროს ადრენალინს გამოვყოფ დიდი დოზით და ემოციის პიკსაც ვაღწევ. ეს ბუნებრივია.

– სამივე სიმღერაში სიყვარულს უმღერი. არადა, შენი სამივე ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო გამოდგა. გჭირდება საყვარელი მამაკაცი გვერდით, რომ უფრო ემოციით იმღერო?

– თუ არსებობს საყვარელი მამაკაცი გვერდით, ამას რა სჯობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთდროულად არ გვაქვს ხოლმე ადამიანებს. მე იმედი არ მაქვს დაკარგული. შეიძლება, გამოჩნდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდება და შემიყვარებს. მისი დამოკიდებულებით მივხვდები, რამდენად ძვირფასი ვარ მისთვის და მერე უფრო გავაქტიურდები. ახლა კი მამაკაცის გარეშეც კარგად ვუძღვები ჩემს მეს. ისე, გეტყვით, რომ ყველა თავის მეორე ნახევარს ეძებს ცხოვრებაში და ეს ნებისმიერისთვის საჭიროა.

– შენ თუ ეძებ ასეთ მეორე ნახევარს?

– მე არავის არ ვეძებ, იმისთვის არ მცალია, ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი ვეძებო. თუ მოსასვლელია, თავად მიპოვის და მოვა ჩემამდე. მე არც იმედგაცრუებული ვარ და არც რამეს ან ვინმეს მივტირი. წარსული სხვა განზომილებაში რჩება და ამიტომ წინ უნდა იყურო ადამიანმა. იმედია, წინ დიდი სიყვარული მელის, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს და, თუ ღმერთი ინებებს, ასე იქნება. არ მაქვს ის მომენტი, გინდა თუ არა, სასწრაფოდ მჭირდება გვერდით საყვარელი მეორე ნახევარი-მეთქი. ახლა სხვა რამეებზე უფრო ვფიქრობ: სოლო კონცერტი მინდა გავაკეთო, სტუდიას ვხსნი, სადაც ბავშვებს გადავცემ ჩემს ცოდნას, ჩემი შვილი კი ჩემი უპირველესი საზრუნავია და, კიდევ, რა ვიცი, ათასი სხვა რამ მაქვს გეგმაში. სხვათა შორის, ჩემი შვილი ისე მაგრად მღერის, მეც კი „გადამიჯოკრა“ (იცინის). აშკარად მჯობნის და ამას ვაღიარებ. გენეტიკაში აქვს ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული და არ არის გასაკვირი, საოცარი ხედვითა და ნიჭით რომ გამოირჩევა.

– ამბობენ, ერთ-ერთ კლიპში ყვითელი თმით, იდუმალი გამოხედვით, ღიმილითა და თეთრი კაბით, მერლინ მონროს იმიჯი მოირგე. ამაზე რას იტყვი?

– არასდროს მიფიქრია, მერლინ მონროს იმიჯი მომერგო. ყოველთვის მინდა ვიყო ინდივიდუალური და არავის ვბაძავ. თუმცა, მერლინი ძალიან მომწონს, ის საოცრად ქალური იყო. ჩემზეც ამას ამბობენ და, ეტყობა, ეს მსგავსება დაიჭირეს ჩვენ შორის. სხვათა შორის, ადრე, ერთ-ერთ ფოტოსესიაზე, ფოტოგრაფმა მირჩია, მერლინ მონროს იმიჯი მოირგე და ისე გადაგიღებ ფოტოს, მოგიხდებაო. კი ვცადეთ და ცუდი არ გამოვიდა, მაგრამ, მაშინვე ვუთხარი, არ მინდა არავის იმიჯი, მე მინდა ვიყო მე-მეთქი. მითქმა-მოთქმებსა და ჭორებს არ ვაქცევ ყურადღებას. პატრიარქმა მასწავლა ერთი საოცარი რამ. მითხრა: მაღლა დადექი და შენ გარშემო ყველაფერი დაპატარავდებაო. იმ დღის შემდეგ, ვცდილობ, მაღლა ვიდგე და ჭორებს ყურადღება არ მივაქციო.

– გავიგე, თითქოს გაცილებით პატარა ბიჭს მიჰყვები ცოლად, რომელიც საკმაოდ ფულიანია და წარმოშობით ებრაელია. მართალია?

– ეს მეც გავიგე და, სხვათა შორის ბევრი ვიცინე, რასაკვირველია, ჭორია. წარმოიდგინეთ, რა მომივიდოდა, რომ მკითხეს, მართლა მიჰყვები ებრაელ, ჩვიდმეტი წლით უმცროს ოლიგარქსო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ გვერდით არ მყავს მამაკაცი. ჰგონიათ, აუცილებლად ვიღაც უნდა მყავდეს, არადა, ამ ეტაპზე მართლა არავინ მყავს. მერე გავიგე, თურმე ამ ოლიგარქმა არ გაამართლა და არ გავყევი ცოლად, დავშორდი. მერე, ვიღაც მილიონერზე გამათხოვეს. თქვე კაი ხალხო, თუ სახელსა და გვარს არ მეუბნებით, მისამართი და ტელეფონი მაინც მითხარით იმ კაცების, ვისაც ცოლად მივყვები, რომ მივაკითხო და მათაც გავაგებინო, რომ მათი ცოლი ვარ და ცოტა ყურადღება მომაქციონ! (იცინის). რაღაც, პოლიტიკოსებთან არ მწყალობს ამ მხრივ ბედი, მათთან არ მაწყვილებენ. ეტყობა, იციან, რომ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და არც მათი სახელები და გვარები ვიცი კარგად, სამაგიეროდ, კომფორტულად ცხოვრება და კარგი მანქანები მიყვარს და ამიტომაც ემეტებათ ოლიგარქები ჩემთვის. (იცინის). სხვათა შორის, ხუმრობის გარეშე, ფუფუნება არ მიყვარს, მაგრამ კომფორტი მჭირდება – მანქანა და სახლი კომფორტული უნდა მქონდეს.

– პირად ცხოვრებაშიც ხომ გჭირდება კომფორტი?

– ვის არ სჭირდება? კომფორტი პირად ცხოვრებაში ყველა ადამიანს უნდა, მაგრამ, ის არის ან არ არის. რას ვიზამთ! ჰოლივუდის ვარსკვლავები რომ გამოდიან და ბედნიერად გვაჩვენებენ თავს, აბა, მათ ოჯახებში შედგით ფეხი! არც ისეა საქმე, როგორი ბედნიერებიც ჩანან. ყველა ოჯახში, რომ იტყვიან, თითო ქოთანი დუღს და, არ შეიძლება რაიმე პრობლემა არ იყოს. ცხოვრება სრულყოფილების შანსს, რასაკვირველია, გაძლევს, მთავარია, ის გამოიყენო, თუმცა, ყოველთვის ასეთი იდეალური და იდილიური ურთიერთობა ვერ შენარჩუნდება. ცხოვრებას თავისი კანონები აქვს და, ღმერთის ნებით, ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მშვიდი, კომფორტული, იდილიური და მოსიყვარულე ოჯახი მქონოდა.

– მერე, ამის შანსი სამჯერ ხომ გქონდა ცხოვრებაში?

– ამას არ ჰქვია, რომ მე მქონდა ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ეს ბავშვური ოცნება მართლა ვერ ავისრულე. ისეთ საოცარ ატმოსფეროში გავიზარდე, ისეთ ოჯახში ვისწავლე ის, რითაც დღესაც ვამაყობ, რომ... როგორ ვთქვა, მეც ასეთი ოჯახი შევქმენი-მეთქი?! მქონდა სურვილი, ისეთი ოჯახი მქონოდა, როგორშიც თავად გავიზარდე, მაგრამ, რას ვიზამთ! ზოგს საერთოდ არ უმართლებს, მე, მათგან განსხვავებით, სიმღერაში გამიმართლა. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ, მიზანდასახული, გვერდითაც ასეთი მოსიყვარულე და ერთგული ადამიანები მყავს და ამით ბედნიერი ვარ. მე ერთი დღით არ ვცხოვრობ, სულ მინდა, უფრო მეტს მივაღწიო, ვიდრე მაქვს, ამის ძალაც გამაჩნია და უნარიც. მიზანს თუ დავისახავ, იმას აუცილებლად მივაღწევ. ამიტომ ვამბობ, მოვდივარ-მეთქი (იცინის). თქვენ რა გგონიათ, არ მყავს თაყვანისმცემელი მამაკაცები და არ მჩუქნიან ძვირფას საჩუქრებს! რასაკვირველია, არიან, მაგრამ, მათგან, ხშირ შემთხვევაში, არ ვიღებ ძვირად ღირებულ საჩუქრებს და, იცით, რატომ?

– რატომ?

– იმიტომ, რომ მათ წინაშე, შემდეგ ვალდებულად არ ვიგრძნო თავი. ერთადერთი შეუფასებელი და ძვირფასი საჩუქარი პატრიარქმა მისახსოვრა – ჯვარი, რომელიც თავისი ხელით ჩამომკიდა და მას არასდროს ვიხსნი.


скачать dle 11.3