კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შენ დაუკარ“






აცეკვებულები

მართალია, როგორც პედაგოგები, ისე სკოლების დირექტორები, ვერ ბედავენ საჯაროდ თქმას, თუმცა, შინაურულ საუბრებში არ მალავენ, რომ სკოლებს, ფაქტობრივად, მანდატურები მართავენ და არსებული რეალობა სარეკლამო ვიდეორგოლებში წარმოდგენილზე განსხვავებულია. რაც მთავარია, საგულდაგულოდ იმალება მანდატურთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი. მის შინაარსს არ იცნობენ არც აღმზრდელები (მოარული ხმებით, მათი საკმაოდ დიდი რაოდენობა) და არც სკოლის ხელმძღვანელები, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ განათლების მინისტრმა სასწავლო წლის დაწყებისთანავე გაგვაფრთხილა, დაახლოებით, ასეთი პათოსით: მანდატურის შემწუხებელი სახელმწიფოს შემწუხებელია, ამ უკანასკნელის შემწუხებლები კი კუკიაზე წვანანო, სავსებით ბუნებრივია, რომ მანდატურებს არც ცა უნდა უჩნდეთ ქუდად და არც დედამიწა – ქალამნად.

ასეა თუ ისე, ჯერ მხოლოდ მანდატურის მიერ აცეკვებულ საჯარო სკოლებში, სულ რაღაც, დათვლილ თვეებში, ქართული ცეკვის სავალდებულო გაკვეთილებიც ჩატარდება. რაკი ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, სავსებით ბუნებრივია, რომ მას არც საინფორმაციო და არც განათლების სამინისტროს მხარდაჭერა არ აკლია. ერთი ისაა, რომ ცეკვა-თამაშს ჩვენი მომავალი თაობა ოდენ პირველიდან მეოთხე კლასამდე შეისწავლის (თვით ახალქართველი განმანათლებლებიც კი მიხვდნენ, რომ მაღალ კლასებში ამ საგნის სწავლება არ გამოვიდოდა, თუ, რა თქმა უნდა, მანდატურების პარალელურად, სკოლებში გარნიზონებს არ ჩააყენებდნენ). როგორც გვაუწყეს, საგანი, გარდა პრაქტიკულისა, თეორიულ სწავლებასაც ითვალისწინებს. ცეკვის მასწავლებლები კი კონკურსის წესით შეირჩევიან. ბ-ნმა შაშკინმა არ დაგვიმალა, რომ სამინისტროს პირადად შეამოწმებს და შეარჩევს ცეკვის მასწავლებლებს (შესაძლოა, კრიტერიუმი ასეთიც იყოს: „ეს გოგო კარგად თამაშობს, ფეხის წვერებზე დგებაო,“ თუმცა აი, ის კი აღარ ვიცით, „იმან რომ რამე იტკინოს“, ვიღას დაბრალდება).

ერთი სიტყვით, მომავალი წლიდან სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი კლასიდან მოსწავლეები არა მხოლოდ ინგლისურს, არამედ ქართული ცეკვის ხელოვნებასაც დაეუფლებიან. თუმცა, პირადად ჩემი ტვინის ხვეულები ვერ იგებს, აი, ეს ორი იდეოლოგიური მიმართულება როგორ მოდის ერთმანეთთან ჰარმონიაში. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, „შენ დაუკარ“, ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ „ქანთრის“ სტილში არ ავმღერდებით.


скачать dle 11.3