კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფარცაკი ინიციატივები






ანუ ვინ უნდა მოვამარაგოთ სიცხის დამწევი საშუალებებით

ჯანდაცვის ახალი (თუმცა რაღა ახალი) მინისტრი ანდრია ურუშაძე ახალ თანამდებობაზე საქმიანობას მეტად ენერგიულად შეუდგა. სხვათა შორის, ახალი სასწავლო წლის დაწყება სამედიცინო უნივერსიტეტში აღნიშნა. მეტიც, დასძინა, ეს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტიაო. ასე რომ, შესაძლოა, იმედოვნებს, იქნებ წინამორბედის წყალი გადამესხას და რექტორის სავარძელს მეც გამოვკრა ხელიო. თუმცა, ჯერჯერობით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბ-ნი ურუშაძის სამწყსო (ესე იგი, პაციენტები) გამოჰკრავს ხელს რაღაც ფარცაკს ხსენებული ბატონის ინიციატივით. ამ უკანასკნელმა ბრძანა (როგორც ჩანს, ხელმძღვანელობისთვის თავის მოსაწონ-დასამახსოვრებლად – აი, რა ინიციატივიანი ვარო), მომავალი წლის იანვრიდან წამლები რეცეპტების გარეშე აღარ გაიცემაო! საკუთარი ინიციატივა შემდეგნაირად ახსნა: ფარმაცევტული ბაზარი ფალსიფიკაციისგან უნდა დავიცვათო (მერედა, ვინ უშლით, შეამოწმონ წამლები საზღვარზევე, აქვე წარმოებული – ადგილებზე?!). თუ გავიხსენებთ, რომ ჯანდაცვის წინა მინისტრმა (ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან უნისონში) მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გამოამჟღავნა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა თანხას შეადგენს საქართველოში საარსებო მინიმუმი, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრის ინიციატივაც მოწმობს, რომ ამ საკითხზე წარმოდგენა არც ბ-ნ ანდრიას ჰქონია. თავს არ შეგაწყენთ იმის ახსნით, რომ ექიმთან ვიზიტი თანხა ღირს, გარდა თანხისა, დროც სჭირდება, ხშირად კი ესა თუ ის მედიკამენტი, შეიძლება გადაუდებლად, დაგჭირდეს (რომლის მოქმედებაც უკვე გამოგიცდია ექიმის რჩევითვე).

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენთან მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლები კიდეც შემოაქვთ, კიდეც ამზადებენ, ზედაც ჰყიდიან, კლინიკებიც აქვთ და უკვე სადაზღვევო კომპანიებიც (რაც ბ-ნ ურუშაძეს სრულიადაც არ აღელვებს), სავარაუდოა, რომ ჯანდაცვის მინისტრს, ზოგადად, ექიმების ჯიბეებზე ზრუნვის ჭია შესჩენია. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, ვიდრე რეცეპტი არ არის საჭირო, სამინისტროს სიცხის დამწევი პრეპარატებით მომარაგება არ აწყენდა.


скачать dle 11.3