კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: არის შემთხვევები, როცა სხვის ოჯახში შედიხარ და მაშინვე იგრძნობა, რომ იქ ძაღლი ცხოვრობს, ანუ, მისი სუნი იგრძნობა. ესეც ჰიგიენას უკავშირდება თუ ყველა ძაღლს აქვს სპეციფიკური სუნი?

პასუხი: არსებობს ჯიშები, რომლებსაც სპეციფიკური სუნი აქვთ, მაგალითად, შარპეი, რომელსაც სუნი ბეწვის საფარიდან გამომდინარე აქვს. ზოგიერთ ჯიშს კი, პრაქტიკულად, არ უდის სუნი, მაგრამ ინდივიდუალიზმი ყველას აქვს. მაგალითად, სახლში ორი ძაღლი ერთნაირად რომ აღვზარდოთ, შეიძლება, ერთს სუნი ჰქონდეს, მეორეს კი – არა. ჩვენ კი ჰიგიენით ამ ყველაფრის მინიმუმამდე დაყვანა შეგვიძლია. ძაღლი აუცილებლად სპეციალური შამპუნით უნდა ვაბანაოთ. ადამიანის შამპუნი ზედმეტად კალორიული და ცხიმიანია, რომელიც აფუჭებს ძაღლის ბეწვის საფარს. გაფუჭებული ბეწვის საფარი კი მკვდარი მოლეკულებისგან შედგება, რაც შიდა ლპობასა და სპეციფიკურ სუნს იწვევს. თუ ძაღლს, სამი თვე არ ვაბანავებთ, თან, ქარსა და წვიმაში ვასეირნებთ, ამით ის კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება მძაფრი სუნისკენ. სხვათა შორის, როცა ძაღლი გრძნობს, რომ ჭუჭყიანია, ცდილობს, თვითონ გაისუფთაოს თავი და იწყებს თათებისა და სხეულის სხვა ნაწილების ლოკვას. ეს მოქმედება კი ცუდი სუნის დაყენებას იწვევს. თუ ყველა ნორმა დავიცავით: ძაღლი დროულად დავბანეთ, გავრეცხეთ საფენი, რაზეც ის წევს, ასევე, გავურეცხეთ საყელო და ასე შემდეგ, სახლში უსიამოვნო სუნი აღარ იქნება.

კითხვა: მაინტერესებს ორსულობის პერიოდში თუ იცვლის ძაღლი ხასიათს? ჩემი ძაღლი საკმაოდ აგრესიული გახდა. რატომ?

პასუხი: ორსულობის დროს თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება და თავის ლეკვებს უცხო ადამიანებისგან იცავს. მათ უნდა მოვარიდოთ ოჯახში მყოფი ბავშვებიც კი, რომ ზედმეტად არ შეაწუხონ. ჩემი დაკვირვებით, ძაღლს აგრესია ორსულობიდან ერთი თვის შემდეგ ან ლეკვების დაბადების შემდეგ ეწყება.

კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, ყველაზე ხშირად რა იწვევს ალერგიას?

პასუხი: ყველაზე ხშირად ალერგიებს იწვევს ხორცის ცილები. არ არსებობს არაალერგენული ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება, ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია, ზოგს კი თევზისაზე. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს აუცილებელია, გამოითიშოს საკვებისმიერი ალერგიები, რადგან აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

კითხვა: რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ მას შემდეგ, რაც ძაღლი იმშობიარებს და სახლში პატარა ლეკვები გვეყოლება?

პასუხი: უნდა იცოდეთ, რომ ლეკვები თვალებს 10-14 დღეში ახელენ, ხოლო ყურის არხები 14 დღიდან იხსნება. პირველი კბილი ამოსდის 18-21 დღის ასაკში. ორი კვირის ასაკიდან კი სასურველია, ლეკვებს მისცეთ დამატებითი კვება. ეს შეიძლება იყოს სპეციალური დედის რძის შემცვლელი ან მაწონი. 3 კვირიდან კი ჩაუტარეთ დეჰელმინთიზაცია. სამ კვირამდე ლეკვს არ შეუძლია დამოუკიდებლად კუჭის მოქმედება და მოშარდვა. სასურველია, ლეკვები დედასთან დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჯიშებს, რომელთაც უტარებენ კუდის ამპუტაციას, სასურველია, აღნიშნული პროცედურა 3-5 დღის ასაკში ჩაუტარდეთ, ხოლო ყურების კუპირება – 10-12 დღის ასაკში.


скачать dle 11.3