კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოვუაროთ ცხოველს შემოდგომის პერიოდში და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება


ზაფხულის სიცხეების შემდეგ, ოქროსფერი შემოდგომა ყველას სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა, თუ ოჯახში ძაღლი გყავთ, გაცილებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ცხოველის მიმართ და იზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე. გასათვალისწინებელი ბევრი რამ არის, ამიტომ იყავით ინფორმირებული და საკუთარ თავსა და თქვენს ოთხფეხა მეგობარს თავიდან აარიდეთ გარკვეული პრობლემები. გახსოვდეთ, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით, შეიძლება, გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები. იმისთვის, რომ ჩვენს ცხოველს არ დაემუქროს აღნიშნული ხასიათის პრობლემები და ჯანმრთელად შეხვდეს და გადაიტანოს წვიმიანი, ცივი ამინდები, საჭიროა, ვიზრუნოთ ამაზე. ამასთან დაკავშირებით კი ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გვიამბობს.


– რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობისთვის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შემოდგომის დადგომასთან ერთად?

– უპირველესად, გასათვალისწინებელია ის, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად, გრილ ამინდებში, განსაკუთრებით აქტიურდებიან – ექტოპარაზიტები, რწყილები და ტკიპები. მათ გადააქვთ ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიც არის პიროპლაზმოზი, რომელიც მიმდინარეობს საკმაოდ რთულად და შეიძლება, არასახარბიელო შედეგითაც დამთავრდეს. ამიტომ, შემოდგომის დადგომისთანავე, აუცილებელია, ცხოველები დავამუშავოთ რწყილების და ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით. მაგალითად, როგორიცაა: წვეთები, საყელოები და ინსექტოციდური აეროზოლები.

– განსაკუთრებულ ყურადღებას თუ მოითხოვს წელიწადის ამ დროს ზოგიერთი ჯიშის ძაღლი?

– ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ მონადირე ძაღლები, რადგან ნადირობის სეზონთან დაკავშირებით, ისინი აქტიურად გაჰყავთ სანადიროდ მინდორში. ყურადღებას მოითხოვს ბეწვის საფარველი. თუ მონადირე ძაღლი გრძელბეწვიანია, შემოდგომაზე სასურველია, ბეწვის საფარველის შემოკლება, რაც თავიდან აგვარიდებს ცხოველის გადახურებას ცხელ ამინდში. ხელს შეუშლის ბეწვისა და კანის საფარველის ბალახების თესლებითა და ნაყოფებით დაზიანებას, რაც დისკომფორტს უქმნის ცხოველს, აზიანებს მექანიკურად კანის საფარველს და კარს ხსნის სოკოვანი თუ სხვა სახის ინფექციური დაავადებისთვის.

ასევე აუცილებელია, მათი პარაზიტებზე დამუშავება, რადგან მინდორში უფრო მეტი შანსია, პარაზიტებით დასნებოვნებისა და პიროპლაზმოზით დაავადებისა.

– საინტერესოა, როგორ უნდა მივხვდეთ პიროპლაზმოზის არსებობის საფრთხეს? როგორია მისი პირველადი ნიშნები?

– პიროპლაზმოზის პირველი ნიშნებია – ზოგადი სისუსტე, უმადობა და წითელი ფერის შარდი. აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რადგან ამ დროს თითოეული წუთი მეტად მნიშვნელოვანია.

– შემოდგომაზე, როგორც ცნობილია, ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც შესაძლებელია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, აქ ლაპარაკია კანის ალერგიულ დაავადებებზე. შემოდგომის თბილ ამინდებში ჰაერში მომატებული ტენიანობა, განსაკუთრებით ხელსაყრელია კანის სოკოვანი და ბაქტერიული მიკროფლორისთვის, რათა განვითარდეს ინფექციური პროცესები და გამწვავდეს დაავადება. ჯანმრთელი ძაღლისთვის აღნიშნული ფაქტი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ცხოველი ალერგიულია, მაშინ დაავადების გამწვავებას უნდა ველოდოთ სექტემბერ-ოქტომბერში.

– თუ არის რამე საშუალება, რომ გართულება თავიდან ავარიდოთ ცხოველს?

– აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, მიაკითხოთ თქვენს ვეტერინარს, რომელიც გულდასმით შეისწავლის და გამოიკვლევს ცხოველს. ამის შემდეგ კი, ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ აარიდოთ ცხოველი აღნიშნულ პრობლემას.

– ცხოველთა პატრონებს, შემოდგომის დადგომასთან ერთად, დისკომფორტი ექმნებათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით, ეს არის ბეწვის ცვენა.

– შემოდგომის დადგომასთან ერთად, გეთანხმებით, რომ დამახასიათებელია, ბეწვის ცვენა, რაც განპირობებულია შემოდგომის „ლინკის” პერიოდით. ამ პერიოდში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ცხოველის დაბალანსებული კვება. საკვები მდიდარი უნდა იყოს მინერალებით და ვიტამინებით. ასევე, სასურველია, თუ ცხოველს დამატებით მივცემთ ვიტამინების კომპლექსს. ვიტამინები აღნიშნული „ლინკის“ პერიოდის ხანგრძლიობას მნიშვნელოვნად შეამცირებს დროში. ასე რომ, სასურველია, გაითვალისწინოთ ეს და თუ არ გსურთ, რომ ბეწვი ხშირად იხილოთ ოთახში მიმოფანტული, შემოდგომაზე მიეცით ოთხფეხა მეგობარს ვიტამინების კომპლექსი. მას ვეტერინარი სიამოვნებით დაუნიშნავს თქვენს ცხოველს.


скачать dle 11.3