კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმეგობრდით „მეს“


ვინც მეგობრობს საკუთარ თავთან, ის ყოველთვის მოახერხებს სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან. დატკბეს ყოველი დღით და დღესასწაულად აქციოს ჩვეულებრივი ერთფეროვნება. ასევე ხშირად იზეიმოს პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებები.

შეეცადეთ, შეხედოთ საკუთარ თავს უცხო თვალით. აუცილებლად აღმოაჩენთ რაღაც განსაკუთრებულს, რაც სხვას არ აქვს, მაგრამ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, რომ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. თუ ძალიან გაგიჭირდა საკუთარი ღირსებების დანახვა, დაქალს სთხოვეთ დახმარებათ. ოღონდ იმას, ვისაც თქვენი წარმატება მართლა უხარია.

ის, ვინც ტყავიდან ძვრება და ისე ცდილობს, გარშემო ყველას აამოს, ვერასოდეს ეღირსება მათ პატივისცემას და სიყვარულს. აუცილებელია იცოდეთ, როგორ და როდის თქვათ „არა”! – ეს საჭიროა. დაიცავით საკუთარი პოზიცია და შეხედულება. საკუთარი აზრის ქონა, სხვების მხრიდან პატივისცემას ბადებს.

სისულელე ყველას შეიძლება წამოსცდეს. ეს არ არის ტრაგედია, არც შეცდომისგანაა ვინმე საგანგებოდ დაზღვეული. უბრალოდ, ისწავლეთ როგორ აღმოაჩინოთ და სწრაფად გამოასწორეთ ისინი. იდეალური ვინ არის, რომ თქვენ გამოერჩიეთ ბუნებას?!

ისწავლეთ პატარებისგან. მაგალითი, ბავშვისგან აიღეთ. როცა ის ეცემა, ჯიუტად დგება და ისევ გარბის, ეცემა – ისევ გარბის, ერთი სიტყვით, არ ნებდება. სწორედ ეს არის ცხოვრებაში მთავარი – არ შეუშინდე დაბრკოლებებს და სულ წინ და წინ იარო.

დაუკვირდით საკუთარ ჟესტებს, მიმიკებს, გამომეტყველებას. სარკის წინ დადექით და ნახეთ, როგორ გამოიყურებით, როცა უკმაყოფილო, გაბრაზებული და ნაწყენი ადამიანის სახე გაქვთ. თუ ხვდებით, რომ ასეთ მდგომარეობაში არავის მოეწონებით, შეეცადეთ უარყოფითი ემოციები საჯაროდ არ გამოავლინოთ.


скачать dle 11.3