კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მსხვერპლი“ და „გამარჯვებული“


ფსიქოლოგები ადამიანებს ტიპაჟის, ხასიათისა და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ორ ჯგუფად ყოფენ – „მსხვერპლად“ და „გამარჯვებულად“. როცა ადამიანს არ აქვს თავის იმედი, არ იცის, რა შეუძლია და მუდმივად ფიქრობს, რომ ვერაფერს ღირსშესანიშნავს ვერ შექმნის, ის ვერასოდეს იქნება ბედნიერი, რადგან ვერ დააფასებს იმას, რაც აქვს. თავს მუდმივად მსხვერპლის როლში წარმოიდგენს და ვერასდროს დატკბება გამარჯვებით. უსუსურობის განცდა – ერთგვარი კომპლექსია, რომელსაც, შესაძლოა, ფესვები პიროვნების გენეტიკაში ჰქონდეს. როცა „მსხვერპლის“ ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდება, რაც მის პიროვნულ ღირსებებს წარმოაჩენს, ის ამას შემთხვევითობას მიაწერს, „გამარჯვებული“ კი, იტყვის, რომ მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. მას მიაჩნია, რომ წარუმატებლობა დროებითია, გაუგებრობაა და ის მალე გაივლის. მაგრამ, როცა ადამიანს არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, არ სცემს პატივს საკუთარ პიროვნებას, ამ შემთხვევაში მისთვის ყველა დაბრკოლება, წინააღმდეგობა და წარუმატებლობა მოსალოდნელი რეალობაა. ერთი სიტყვით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ერთნი განუწყვეტლად იზიდავენ უსიამოვნებებს, ხოლო მეორენი – ნებისმიერ საქმეში აღწევენ გამარჯვებებს. თქვენ იტყვით, რომ გენეტიკის შეცვლა შეუძლებელია, რომ თანდაყოლილ ჩვევებს, თავისებურებებს ვერაფერს უშველით. არც ასე უიმედოდ არის საქმე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, „მსხვერპლიდან“ „გამარჯვებულად“ იქცეს. ამისთვის მან საკუთარი თავი უნდა შეიყვაროს სწორედ ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში. დასაწყისისთვის, უთხარით საკუთარ თავს: „მე ძალიან კარგი ვარ. ღმერთმა ყველაფერი მომცა. მე მას ვუყვარვარ და კიდევ ბევრჯერ გამახარებს წარმატებებით“. ეს არ არის ძნელი. წინააღმდეგობების გარეშე არ არსებობს ცხოვრება, მაგრამ, ვინ იკლავს თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა მეგობარმა სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა? ის მისი წარმატებაა, თქვენ კი თქვენი „გამარჯვებები“ გექნებათ და ერთხელაც აუცილებლად იგრძნობთ თავს ტრიუმფატორად, თუკი ამას გულით მოინდომებთ.


скачать dle 11.3