კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ქართველმა მსახიობებმა ითამაშეს პირველად ეროტიკულ ფილმში და რომელი ფილმი იქცა ქართული ეროტიზმის პიკად


ეროტიკა ანტიკური ხანიდან მოყოლებული ლიტერატურისა და კულტურის თანმდევი მოვლენაა. გავიხსენოთ, თუნდაც ოპულევსის „ოქროს ვირი“ და ბოკაჩოს „დეკამერონი“. კინემატოგრაფში ეროტიკულობა, თავად ჩაბნელებულ დარბაზში გამოსახულების აღქმის აქტსაც უკავშირდება. კინოს დაბადებიდან დღემდე ეროტიკა ამა თუ იმ სახით არსებობს ეკრანზე, რაც არსებულ ფასეულობათა სისტემასთან, იდეოლოგიურ რეჟიმთან თუ ცენზურასთან მჭიდრო კავშირშია. რა არის საერთოდ ეროტიკა, როდის წარმოიშვა, ვინ იყვნენ მსახიობები, რომლებმაც პირველებმა ითამაშეს ამ ჟანრის ფილმებში, ამ თემებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კინომცოდნე ირინა დემეტრაძეს.


– როდის შემოვიდა ეროტიკა მსოფლიო კინოში?

– ეროტიკა კინოში ცალკე განსახილველი თემაა. მოდით ეს დავუკავშიროთ იმ სილამაზის კატეგორიას, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში კინოს ისტორიის განვითარებაში არსებობდა. ეს, პირველ ყოვლისა, იმ „ვარსკვლავებს“ უკავშირდება, რომელზეც დგას საერთოდ კინოინდუსტრია. მინდა აღვნიშნო, რომ სიშიშვლესთან არ უნდა იყოს გაიგივებული ეროტიკა. კინო სწორედ ამიტომაა საინტერესო, რომ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ შემოსილი სხეული ძალიან ეროტიკულია. ერთ მაგალითს მოვიყვან. იყო ასეთი ფრანგი რეჟისორი ჟან ლუკ გოდარი, რომელიც 60-იან წლებში მოღვაწეობდა. მას აქვს ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, სადაც სექსუალური აქტი ნაჩვენებია თეთრი ზეწრის მიღმა. დამერწმუნეთ, რომ ეს არის ძალიან ეროტიკული სცენა. არ არის აუცილებელი ყველაფრის პირდაპირ ჩვენება. ამ ფილმის შემთხვევაში ხდება აპელირება მაყურებლის ემოციურ მეხსიერებაზე. შემდგომაც არაერთხელ გამოუყენებიათ მსგავსი ხერხი კინემატოგრაფში. მაგალითად, ბერნანდო ბერტოლუჩიმ გამოიყენა ეს ხერხი ფილმში „უკანასკნელი ოპერატორი“, სადაც აქტი ხდება წითელი აბრეშუმის ზეწრის ქვეშ.

– ვინ იყვნენ პირველი მსახიობები, რომლებიც თამამად დათანხმდნენ ეთამაშად მსგავს სცენებში?

– ერთ-ერთ პირველად შეიძლება, დავასახელოთ მერლინ მონრო. კინოს ისტორიაში შესულია კადრები, სადაც მისი კაბა ფრიალებს და ეს იყო პირველი თამამი კადრი. მერლინ მონრო იყო ქალი, რომელმაც დაამკვიდრა ქერა ქალის იმიჯი და კინოს ისტორიის განმავლობაში არსებობდა ქერა ქალთან გაიგივებული სექსუალურობის თემა. შეიძლება, აგრეთვე, დავასახელოთ ბრიჯიტ ბარდო, ჟანა მორო, კატრინ დენევი და უამრავი სხვა. ამ ტიპის კინოვარსკვლავებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი – შეიძლება ვარსკვლავს ძალიან გრძელი კაბა ეცვას, მაგრამ მაინც ეროტიკული იყოს. ამ შემთხვევაში გარკვეულ შარმზეა საუბარი.

– ეროტიკული ფილმებიდან თქვენს სიმპათიას რომელი იმსახურებს?

– მე ძალიან მომწონს საყოველთაოდ ცნობილი ფილმი „9 1/2 კვირა“, აგრეთვე, ძალიან საინტერესოა ფილმი „ძირითადი ინსტინქტი“. დღეს საკულტოდ მიიჩნევა რეჟისორ კატრინ ბრეიას ფილმი „პორნოკრატია“. მე პირადად, არ მიყვარს ეს რეჟისორი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ესოდენ აგრესიული პროპაგანდა მაღიზიანებს. დღესდღეობით ეროტიკული კინოს მეტრად კვლავ ტინტო ბრასი ითვლება, ხოლო სასიყვარულო სცენების გადაღების დიდოსტატად – ზალმან კინგი. ევროპაში საეტაპო ფილმადაა მიჩნეული როჟე ვადიმის ფილმი „და ღმერთმა შექმნა ქალი“, ბრიჯიტ ბარდოს მონაწილეობით. 60-იანი წლების მოვლენებისა და კერძოდ, სექსუალური რევოლუციის კვალდაკვალ ჩნდება ისეთი შედევრები, როგორებიცაა: ბერნარდო ბერტოლუჩის „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. ეროტიზმი ერთ-ერთი ძირითადი კონცეპტუალური თუ მხატვრული ხერხი ხდება. იგივე, მიქელანჯელო ანტონიონია პირველი, ვინც ეკრანზე ქალის ბოქვენი აჩვენა. თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ნაგისა ოსიმას სკანდალურ სურათს „გრძნობების იმპერია“, 1976 წელი. პირველი კოცნა კინოში 1895 წელს დაფიქსირდა.

– საერთოდ, ყველა ქვეყანას სხვადასხვა ტიპის ქალი ჰყავს. რა ნიშნით შეიძლება, განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისგან?

– დიახ, ყველა კულტურის ქალი განსხვავდება ერთმანეთისგან ეროტიზმის თვალსაზრისითაც და სილამაზის, ან თუნდაც სხეულის სიშიშვლესთან მიმართებაში. მაგალითად, იტალიელი და ესპანელი ქალების შემთხვევაში აქცენტი კეთდება ქალურ ფორმებზე – თავისი სისავსით, მკერდით, ქალური მიხვრა-მოხვრით, ტემპერამენტით, რომელიც მომდინარეობს მათი მენტალიტეტიდან. ამერიკაში სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ქალი იყო აქტუალური. შემდეგ გარკვეული უნიფიკაცია მოხდა. ძალიან ჭარბად შემოვიდა ბარბის მომენტი, რამაც გამოიწვია ის, რომ, ამერიკელი კინოვარსკვლავები გარკვეულწილად უსახურნი გახდნენ. გახშირდა ევროპიდან მსახიობების ჩაყვანა, რათა ამერიკულ კინოში განსხვავებული ტიპაჟები შესულიყვნენ, თუნდაც ეროტიზმის თვალსაზრისით.

– შევეხოთ კიდევ ერთ საინტერესო თემას, როგორიცაა ეროტიკული მამაკაცი...

– ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაა და ცალკე განხილვას იმსახურებს. ერთ-ერთი პირველი კინოვარსკვლავი იყო რუდოლფო ვალენტინო. არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ მის საფლავზე თავსაც კი იკლავდნენ თაყვანისმცემლები. ქალთა აუდიტორიისთვის ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო მამაკაცი ვარსკვლავები. მაგალითად, ასეთია მსახიობი მარლონ ბრანდო, რომელიც ეკრანზე გამოჩნდა თეთრი მაისურით. ეს იყო ტიპური თეთრი მაისური, რომელიც თითქმის ყველა მამაკაცის გარდერობში შეიძლება ვნახოთ, მაგრამ, მისი გამოჩენა ამ მაისურით – ეს იყო ეროტიზმის პიკი. ევროპაში ძალიან ცნობილი იყო ალენ დელონი. იგი მთელი თაობებისთვის მამაკაცის იდეალს წარმოადგენდა.

– იმდენი ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნების ეროტიკულ ფილმებზე, ქათულ კინოსაც შევეხოთ. უფრო კონკრეტულად, ეროტიკას ქართულ კინოში.

– ეს ცოტა რთული თემაა. ალბათ, უფრო ღრმა არის ეს პრობლემა, ვიდრე შეიძლება, კინოს ჩარჩოებით შემოვიფარგლოთ. ჩემი აზრით, ქართული კულტურა, მენტალიტეტი ნაკლებად არის მორგებული მსგავს თემებს. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე ტრადიციებთან დაკავშირებით და ეს არ უნდა იყოს სწორი. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ მოწინავე კულტურას ნაკლები ტრადიცია არ გააჩნია. უბრალოდ, ეს არის კომპლექსი, ჩამოყალიბდა მენტალური ხარვეზი. ჩვენ ყოველთვის არაჩვეულებრივი მსახიობები გვყავდა, მაგრამ არსებობდა სიხისტე მსგავს თემებთან მიმართებაში.აღსანიშნავია, კიდევ ერთი ფაქტი, რომ ქართველი ქალის ფენომენი გაიგივებულია მოწამებრივ სიკვდილთან, გარკვეულწილად თვითგვემასთან. ძალიან იშვიათად არის წარმოდგენილი მხოლოდ ქალის ფენომენი, როგორც ისტორიაში ისე ლიტერატურაში. თუმცა, დღეს უკვე გარკვეულწილად გამოჩნდა ასეთი პროდუქცია, თუნდაც დავასახელებდი „ოცნების ქალაქს“. რაღაც შენიშვნები შეიძლება, არსებობდეს ამ ფილმის მიმართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას, რომ საკასო შემოსავლებით ყველას გადააჭარბა. სალარო კი ის ფაქტორია, რომელსაც ყოველთვის უნდა გაეწიოს ანგარიში.

– ქართული ეროტიკული ფილმებიდან რომელს გაიხსენებთ?

– ასეთი ჟანრის ფილმებიდან დავასახელებდი გიორგი შენგელაიას ფილმს „სიყვარული ვენახში“, რომელშიც ზაზა პაპუაშვილი და ია ფარულავა მონაწილეობენ. ჩემი აზრით, მშვენიერი ფილმია და არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც მას აკრიტიკებენ. საერთოდ, საზოგადოებას სხვა საქმე უნდა ჰქონდეს და ამის გარჩევით არ უნდა იყოს დაკავებული. მახსოვს, ამ ჟანრის კიდევ ერთი სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები“, რომელმაც გამოიწვია უდიდესი აჟიოტაჟი. ეს იყო ძალიან საინტერესო სპექტაკლი, მაგრამ ქართული ცნობიერება მოუმზადებელი გახლდათ მსგავსი სპექტაკლისთვის.

– თქვენი აზრით, უხდება ქართულ კინოს ეროტიკული ჟანრის ფილმები? გამოსდით ქართველებს ასეთ ფილმებში თამაში?

– მე ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ქართველი ქალები არიან ძალიან მომხიბვლელები და სექსუალურები, მაგრამ რატომღაც ეკრანზე ეს ნაკლებად არის წარმოჩენილი. ჩემი აზრით საქმე გარკვეულ კომპლექსშია. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი აღიქმება არა ხელოვნებად ან იგივე ეროტიკად, არამედ ცუდ საქციელად. მგონი, ქართველებს არ ესმით ეროტიკის მნიშვნელობა. იგი არის სილამაზე, გრძნობა, ემოცია და არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ამაზე უარს არ უნდა ამბობდეს. ჯობია, ყველა მეტად გაიხსნას და ამ გმირებივით უფრო ლამაზი, მომხიბვლელები და ქალურები იყვნენ. ეს ალბათ, უკეთესი იქნება მთელი საზოგადოებისთვის.


скачать dle 11.3