კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

22 წლის ასაკში გაბრიელ სტატიმ გამოიმუშავა პირველი მილიონი დოლარი


ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების გამოვლენა ეკონომიკურ გაზეთ „დელოს“ მოლდოვის რესპუბლიკაში გაუჭირდა. არც ერთ მოლდოვურ მასმედიის საშუალებას არასდროს გამოუვლენია ყველაზე მდიდარი მოლდოველი, რადგან ბიზნესმენების აქტივების უმეტესობა არ არის გამჭვირვალე. მათი უმრავლესობა ერიდება ფულის დაბანდებას, ერთ, რომელიმე კონკრეტულ მსხვილ ბიზნესპროექტში. უნდა ითქვას, რომ მოყვანილი ფაქტები, შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ამა თუ იმ ბიზნესმენის რეალურ კაპიტალს, რადგან რეიტინგი მოლდოველი და რუსი ექსპერტების მიერაა შედგენილი და დავამატებთ იმასაც, რომ მოლდოვა იმ ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში.

ანატოლ სტატი – 500 მილიონი

ამერიკული დოლარი

დაიბადა – მონაცემები უცნობია; განათლება – მონაცემები უცნობია; კარიერა – ბიზნესშია 1994 წლიდან, დააარსა ჯგუფი „ასკომი“; ბიზნესი – საფინანსო-სამრეწველო ჯგუფ „ასკომის“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – სანავთობო სექტორი: ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა, გაზისა და ნავთობის საბადოები ყაზახეთსა და აფრიკის ქვეყნებში; პირადი ინფორმაცია – ითვლება გამარჯვების რეალურ კანდიდატად მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ვლადიმირ პლახოტნიუკი – 300 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1966 წელს, სოფელ გროზეშტში, მოლდოვის ასსრ; განათლება – მოლდოვის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები, MBA-ს ხარისხი; კარიერა – ბიზნესშია 1996 წლიდან, იყო „პეტრომ-მოლდოვის“ გენერალური დირექტორი; ბიზნესი – „ვიქტორიაბანკის“ ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – ნავთობპროდუქტების იმპორტი, „პეტრომ-მოლდოვა“, საფინანსო სექტორი: „ვიქტორიაბანკი“, ჩარტერული გადაზიდვები: „ნობილ ეირი“, სასტუმროები, გასართობი ცენტრები, მედია (მოლდოვის „პირველი არხი“, რადიო „პრიმე FM“); პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

ნიკოლაი ჩერნი – 120 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – მონაცემები უცნობია; განათლება – მოსკოვის ეკონომიკის და ვაჭრობის საკავშირო ინსტიტუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე წიგნის ავტორი; კარიერა – მუშაობდა ბუღალტრად, სათავეში ედგა საზოგადოებრივი კვების წარმოებებს, 7 წელი იმუშავა ციმბირში, 10 წელი – „ლუკოილის“ ჯგუფში მმართველ თანამდებობებზე; ბიზნესი – „აგრო-მენეჯმენტ გრუპის“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – „აგრომენეჯმენტ გრუპი“, წილები ნავთობმომპოვებელ კომპანიებში რუსეთსა და რუმინეთში; პირადი ინფორმაცია – გატაცებულია თხილამურებით, საფეხბურთო კლუბ „ზიმბრუს“ თავმჯდომარეა, დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

ალექსანდრ პინჩევსკი – 100 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1956 წელს, ქალაქ ფალეშტში, მოლდოვის ასსრ; განათლება – ტიუმენის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი; კარიერა – 1975 წელს მუშაობა დაიწყო „მოლდვინსტროიში“ ხელოსნად, 1993 წელს დააარსა „ელიტ 5“, 2000 წელს ფლობდა რამდენიმე ათეულ ავტოგასამართ სადგურს, რომელთა მართვა გადაეცა მოგვიანებით „ლუკოილ-მოლდოვას“; ბიზნესი – „ელიტ-5 გრუპის“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – სავაჭრო ცენტრები: „გრანდ ჰოლი“ და „ბებიბი ჰოლი“, „ელიტმობილი“, სამშენებლო მატერიალები: „ელიტ-5-ალტეპი“, ავტომობილების იმპორტი „ელიტ-5-აუტო“; პირადი ინფორმაცია – მოლდოვის ებრაელთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ოლიმპიური საბჭოს წევრი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული მოლდოვაში, მეცენატი, დაქორწინებულია.

ვასილი კირტოაკე – 90 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1958 წელს; განათლება – ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობა დაიწყო ინჟინრად, ითვლება მოლდოვის საფონდო ბირჟის დამაარსებლად, 1994 წელს დააფუძნა „დააკ ჰერმეს გრუპი“; ბიზნესი – „დააკ ჰერმეს გრუპის“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – ავტომობილების იმპორტი: „დააკ ჰერმესი“, საბითუმო ვაჭრობა, უძრავ-მოძრავი ქონება: „ჰერმეს-პლანეტა“, საინფორმაციო ტექნოლოგიები: „დააკ სისტემსი“; პირადი ინფორმაცია – მოლდოვის კრივის ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტი.

გაბრიელ სტატი – 75 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1976 წელს კიშინიოვში; განათლება – საერთაშორისო თავისუფალი უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი; კარიერა – 18 წლის ასაკში გახსნა დისკოთეკა კიშინიოვის კულტურის სახლში, 22 წლის ასაკში გამოიმუშავა პირველი მილიონი დოლარი, 1999 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა მამის, ანატოლ სტატის კომპანიაში, 2002 წლიდან დამოუკიდებელ ბიზნესშია; ბიზნესი – „სტატი-ჰოლდინგის“ პრეზიდენტი; ძირითადი აქტივები – ნავთობ-საგზაო სექტორი: „ასკომი“, „სტატი-ჰოლდინგი“ (ფინანსები, უძრავ-მოძრავი ქონება, ფარმაცევტიკა); პირადი ინფორმაცია – ყველაზე მდიდარი მოლდოველის, ანატოლ სტატის შვილი, საფეხბურთო კლუბ „დაჩიას“ საპატიო პრეზიდენტი, გატაცებულია ავტომობილების კოლექციონირებით, განქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.

იური დრუკერი – 75 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – მონაცემები უცნობია; განათლება – მონაცემები უცნობია; კარიერა – „WJ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი 1989 წლიდან; ბიზნესი – „ფლოარა სოარულეის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – წილები ამერიკულ „WJ გრუპში“ (ხორბლის ტრეიდინგი, საპორტო ტერმინალები, ზეთოვანი პროდუქციის დისტრიბუცია, პირადი ინფორმაცია – ამერიკის და მოლდოვის ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც უკანასკნელი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის ინიციატივით მიენიჭა 2004 წელს.

ოლეგ ვორონინი – 70 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1962 წელს, ქალაქ კრიოლენში, მოლდოვის ასსრ; განათლება – კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი; კარიერა – უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ლაბორატორია, ლაბორანტი, 1988 წელს თანამშრომლებთან ერთად დააარსა კოოპერატივი, 1993 წლიდან სათავეში უდგას „ფინკომბანკს“; ბიზნესი – „ფინკომბანკი“; ძირითადი აქტივები – „ფინკომბანკის“ აქციათა 20 პროცენტი, სამშენებლო კომპანია: „მოლდკონსტრუკტ-მარკეტ“, სარკინიგზო გადაზიდვები: „ტრანსლაინი“; პირადი ინფორმაცია – მოლდოვის ექსპრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის შვილი, გატაცებულია ზამთრის სპორტის სახეობებით.

იონ სტურზა – 30 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1960 წელს, სოფელ პირჟოლტენში, მოლდოვის ასსრ; განათლება – კიშინიოვის, ლენინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; კარიერა – მუშაობდა მშენებელ-მუშად ქარხანა „სიგნალში“, 1991 წელს დააარსა კომპანია „ინკონი“ (ვაშლის კონცენტრატებისა და ხილ-ბოსტნეულის კონსერვებით ვაჭრობა), ფლობდა წილს „რომპეტროლში“, სათავეში ედგა „რომპეტროლ-მოლდოვას“, 1999 წელს იყო მოლდოვის პრემიერ-მინისტრი; ბიზნესი – „ფრიბურგ ინვესტმენტი“; ძირითადი აქტივები – „ფრიბურგ ინვესტმენტი“; პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი, მოლდოვის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ითვლება გამარჯვების უმთავრეს კანდიდატად.

ვლადიმირ ფილატი – 30 მილიონი ამერიკული დოლარი

დაიბადა – 1969 წელს, სოფელ ლეპუშნაში, მოლდოვის ასსრ; განათლება – მოლდოვის კოოპერატიული კოლეჯი, კუზას სახელობის რუმინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; კარიერა – 1994-1998 წლებში დაკავებული იყო სამეწარმეო საქმიანობით, 1999 წელს სათავეში ედგა მოლდოვის მთავრობის პრივატიზაციის დეპარტამენტს და სამინისტროს, 2000-2005 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, 2005-2009 წლებში მოლდოვის პარლამენტის დეპუტატია, 2009 წლის სექტემბრიდან არის მოლდოვის პრემიერ-მინისტრი; ბიზნესი – ბიზნეს-აქტივების მართვა გადაცემული აქვს მესამე პირისთვის; ძირითადი აქტივები – თამბაქოს ბიზნესი: „რომოლდ ტრეიდინგი“ (რუმინეთი), უძრავ-მოძრავი ქონება: „კაპიტალინვესტი“; პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.


скачать dle 11.3