კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრონიკული პროსტატიტის თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია



ქრონიკული პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ამით არა მხოლოდ ასაკში შესული მამაკაცები, არამედ ხშირად ახალგაზრდებიც ავადდებიან. ქრონიკულ პროსტატიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე არხით, სისხლით ან ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი კერიდან ლიმფოგენური გზით ხვდება წინამდებარე ჯირკვლებში.

პროსტატიტით დაავადებულები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას საზარდულის და შორისის არეში, რომელიც გადაეცემა გარე სასქესო ორგანოებს და გავა-წელის არეს. ინფექციის დროს ძნელდება შარდვის პროცესი და ადამიანს უჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი.

პროსტატიტი ქრონიკული პროცესია, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ავადმყოფობის გართულება – მატულობს ტკივილი, ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ უძილობას.

ამ დროს კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატებით; არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მიკრობი კი არ მოისპოს, არამედ სახე იცვალოს. ეს კი მკურნალობის პროცესს აძნელებს და შემდგომში მეტ გართულებებს იწვევს.

დაავადების გამწვავების შემთხვევაში საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მწარე, მლაშე და დაკონსერვებული საკვები. ასეთ საკვებში შემავალი კომპონენტების გადამუშავების შემდეგ ორგანიზმი შარდში გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესი. ასევე, არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების დალევა. რადგან, ალკოჰოლი ხელს უწყობს მცირე მენჯის არეში დაფარული, შენელებული პროცესების გააქტიურებას და ქმნის მათი განვითარებისთვის სასურველ ნიადაგს. თუ თქვენს ორგანიზმს არ აქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, ეცადეთ მიიღოთ მეტი რაოდენობით სითხე. განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო ნაყენების სმა, კერძოდ, მრავალძარღვას, არყის ხის კვირტების, დათვის კენკრას ნახარში.

ქრონიკულ პროსტატიტს ინფექცია იწვევს. ეს უკანასკნელი ორგანიზმში შეიძლება სქესობრივი გზითაც მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია ამ დროს და ზოგადად, პირადი ჰიგიენის დაცვა.

ქრონიკული პროსტატიტის დროს დაუშვებელია გაციება, ზედმეტად გადახურება ან გადაციება. არასრული შარდვის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურეტეროჰიდრონეფროზი და მოხდეს არა მხოლოდ შარდის ბუშტის დაჭიმვა, არამედ ზედა საშარდე გზების დაჭიმვაც. ეს თავის მხრივ გამოიწვევს თირკმელების პროგრესირებად და ქრონიკულ უკმარისობას. შესაძლოა, განვითარდეს სქესობრივი პოტენციის დაქვეითება და დარღვევა.

ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად ერღვევათ წინამდებარე ჯირკვლის ინკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქცია, რაც სქესობრივი უძლურების, უშვილობის, ნაადრევი ერექციის და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომ, აუცილებელია პროსტატიტის დროული გამოვლინება და სავალალო შედეგამდე სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარება.


скачать dle 11.3