კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის „შესაბმელად“ გამოიყენებს ნატალია მამაგულაშვილი მეთოდად ცეკვის ხელოვნებას და რას ურჩევს ის ცოლებს


... სხეული ნელ-ნელა იწყებს მოძრაობას და თავის ჯადოსნურ, თავბრუდამხვევ რიტმში ისე გიყოლიებს, ბოლოს ხვდები, რომ მისი ტყვე ხდები. უნებლიეთ ებმები „სხეულის ენის“ დაგებულ მახეში და აღარ გიკვირს ამ ერთი შეხედვით უწყინარი, სადა გოგონას მიერ მოხიბლული მამაკაცების. თუმცა, ნატალია მამაგულაშვილი უწყინარი და სადა მანამდეა, სანამ აღმოსავლურ სამოსში გამოეწყობა. მერე კი მისი სრული გარდასახვა ხდება – ლამაზი თვალებიდან ცეცხლი იფრქვევა... ხელები თავისკენ გიხმობენ, გეძახიან... აი, მუცელი კი...


– ნატალია, სად ისწავლე ასეთი ცეკვა?

– (იცინის) დავიწყოთ იმით, რომ ცეკვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, რომ მუსიკის ხმაზე, ჩემდაუნებურად, ბუნებრივად ვიწყებდი მოძრაობას, ვცეკვავდი და ვცეკვავდი. მაშინ ვერც ვაცნობიერებდი, რა გამომდიოდა. აღმოსავლური ცეკვების სიყვარული მოგვიანებით მოვიდა. დედაჩემმა შეამჩნია ცეკვისადმი ჩემი ლტოლვა და ჯერ მაესტრო მორისთან მატარა ცეკვების შესასწავლად, მერე კი „თელაშიც“ დავდიოდი... მაგრამ, სამეჯლისო ცეკვებმა ისე ვერ მომხიბლა, აღმოსავლურის სიყვარულმა გადამძლია...

– როგორ გგონია, რატომ?

– როგორ გითხრათ... აღმოსავლურ ცეკვას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. ამ ცეკვაში ქალი გაცილებით მომხიბვლელია, ქალურია, მიმზიდველი და ვნებიანი.

– მაცდურიც, არა?!

– (იცინის) დიახ, მაცდურიც. არ მეგულება მამაკაცი, რომელსაც ეს ცეკვა გულგრილს დატოვებს. არაჩვეულებრივად ლამაზი სანახაობაა, ცოტათი ზღაპრულიც. ზღაპრები კი მოსწონთ მამაკაცებს, მაგრამ, როცა მე ვცეკვავ, მაშინ მარტო ცეკვაზე ვფიქრობ და სხვა არაფერზე. მთელი არსებით მისი ვარ, ყველა და ყველაფერი მავიწყდება.

– წარმომიდგენია, რას გრძნობენ მამაკაცები, როცა ასეთ ულამაზეს არსებას უყურებენ. ისე, გაქვს აღმოსავლური იერი.

– დიახ, ხშირად ვგონივარ ხოლმე გამვლელებს უცხოელი. ძირითადად ინდოელს ან არაბს მამსგავსებენ. ის ცეკვები, რომლებსაც მე ვასრულებ, არაბულია. ამიტომ, მგონი, უფრო არაბს დავემსგავსე (იცინის). დედაჩემი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, დღემდე ჩემთვის ვიცეკვებდი, სარკის წინ, ვერც „მუცლის ცეკვის“ ტექნიკას დავეუფლებოდი. არ არის ადვილი, მაგრამ, თუ მოინდომებ და კარგი მასწავლებელიც გეყოლება, მიუღწეველი არ არის.

– ჩემთვის ნამდვილად მიუღწეველია.

– არა, არ არის მიუღწეველი. თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ ახლა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, თავისთავად გამომდის. ლერი ბექაურია დღემდე ჩემი პედაგოგი. ყოველდღიურად ვვარჯიშობ რამდენიმე საათს.

– იმიტომაც ხარ ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში.

– „მუცლის ცეკვაზე“ საუკეთესო ვარჯიში ქალის სხეულისთვის არ არსებობს. ყველა კუნთი მოძრაობს და „მუშაობს“: წელი, მკერდი, თეძო, ნელ-ნელ-ნელა იმორჩილებ მათ და მოჰყვებიან შენს ნებას... ძალიან მაგარია!..

– შემთხვევით შენი სასცენო კოსტიუმი ავიღე და გავოცდი... რატომ არის ასეთი მძიმე?

– დიახ, მძიმეა. სულ ცოტა, შვიდ კილოგრამს მაინც უნდა იწონიდეს ლიფი და თეძოს სარტყელი. ამას ცეკვისთვის აქვს მნიშვნელობა მაგრამ, ბოლომდე ვერ გაგიმხელთ საიდუმლოს (იცინის), მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოძრაობას უწყობს ხელს – ის უფრო მკვეთრი და თვალშისაცემია.

– ალბათ, რამდენი მამაკაცი ცდილობს შენს „შებმას“...

– უჰ, უამრავი. რატომღაც ჰგონიათ, რადგან ცეკვისას ასეთი ვნებიანი ვჩანვარ, ცხოვრებაში ადვილად ხელმისაწვდომი ვარ. მაგრამ, ყურება შეიძლება, შეხება – არა (იცინის). ჩემი გულის მოგება ძნელია. მამაკაცმა უნდა დამანახვოს, რომ ძალიან ვუყვარვარ, რომ ჩემი ერთგულია, რომ პატივს მცემს და მთელი ცხოვრება გვერდით მეყოლება ძლიერ დასაყრდენად. მგონი, არც ისე ძნელია (იცინის).

– ქმარს თუ უცეკვებ „მუცლის ცეკვას“?

– რა თქმა უნდა. აუცილებლად. აღმოსავლეთში ქალებს სპეციალურად ასწავლიდნენ ამ ცეკვებს, რომ მერე მათ თავიანთი ქმრებისთვის ეცეკვათ. ამაზე სასიამოვნო რა უნდა გაუკეთო შენს საყვარელ მეუღლეს?! მე ცოლებს ვურჩევ, ისწავლონ „მუცლის ცეკვა“ და ქმრები კიდევ უფრო მოხიბლონ. მაგრამ, კაცმა ეს უნდა დაიმსახუროს. როგორ?! (იცინის) ხომ ვთქვი უკვე, როგორც – ერთგულებითა და სიყვარულით.

– ფანჯრის წინ ცეცხლით ხომ არ უნდა დაგიწეროს, მიყვარხარო?

– რატომაც არა?! აუცილებლად. თუკი მე ვცეკვავ, ცეცხლოვანი ფიალებით, დაწერას რაღა უნდა?! თუმცა, ჯერჯერობით ასეთი არავინ გამოჩენილა, ჩემი გული თავისუფალია.

– ანუ, შორიდან წვავ და ახლოს არ იკარებ.

– აბა რა! ჩემი პროფესიის მთელი ხიბლი სწორედ ამაშია. როცა ვცეკვავ, თავს ყველაზე მომხიბვლელ, ყველაზე სასურველ არსებად ვგრძნობ და ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.

– ვიცი, რომ ყველგან არ ცეკვავ.

– დიახ, ცოტა საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბში ნამდვილად არ ვიცეკვებ. ძალიან ხშირად მიწვევენ პრივატულ ღონისძიებებზე – ახლა ძალიან მოდაშია საყვარელი ადამიანისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება. დაბადების დღეებზე მიწვევენ ხოლმე, ან, რომელიმე მომღერალს ვუკეთებთ შოუს.

– მაგალითად, გია სურამელაშვილს, რომელიც შენზე გიჟდება.

– გიას მართლა ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს. სულ მეუბნება, შენ რომ გიყურებ, კიდევ უფრო ძალიან მინდა, რომ ქალიშვილი მყავდეს და ის აუცილებლად შენნაირი უნდა იყოსო. გიჟდება, მუცლით ასე კარგად როგორ ცეკვავ, ასე როგორ აკეთებო. ხან თავის პატარა, საყვარელ მეგობარს, თავის მესაიდუმლეს მეძახის. ძალიან კარგი ადამიანია, იცის ხელოვნებისა და მეგობრების ფასი.

– ნატალია, პროდიუსერი გყავს?

– დედა და ჩემი მასწავლებელი, ლერი ბექაური არიან ჩემი პროდიუსერები. როცა სადმე უნდათ ჩემი მიწვევა, მათ უკავშირდებიან. ახლა თურქეთის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა კლუბმა მიმიწვია თავის შოუში და, ალბათ, ერთ თვეში წავალ.

– „მუცლის ცეკვას“ „სიყვარულის ცეკვასაც“ ეძახიან.

– მთლად ასე არ არის, მაგრამ, უსიყვარულოდ საერთოდ არაფერი კეთდება. მე ჯერჯერობით ჩემს ცეკვაზე ვარ შეყვარებული, მერე კი ვნახოთ, თუ ისეთი მამაკაცი გამოჩნდება, რომელიც ჩემს გულს დაიპყრობს, განსაკუთრებულ „სიყვარულის ცეკვას“ მხოლოდ მისთვის ვიცეკვებ.


скачать dle 11.3