კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამბობს ქალებში „გულაობაზე“ უარს ამიკო ჩოხარაძე და ვისი „წამუჯლუგუნება“ აძლევს მას ცხოვრების სტიმულს


იუმორისტული გადაცემების ყველაზე მოქნილი, ელასტიკური, ცქვიტი და ნიჭიერი მსახიობი ამიკო ჩოხარაძე, ძალიან თბილი, მოსიყვარულე, ენაწყლიანი, გულახდილი და გულჩვილი ადამიანია. მისთვის ეს შვებულება მართალია, არააქტიური, მაგრამ განსხვავებული იყო, სხვა წლებთან შედარებით. როგორც თავად ამიკო ამბობს, დასვენება საყვარელი ადამიანის გვერდით უფრო დიდი სიამოვნებაა, ვიდრე მთების დალაშქვრისას ექსტრემი და დისკოთეკაზე „ძიგძიგის“ დროს გამოყოფილი ადრენალინი.

ამიკო ჩოხარაძე: ამ წელს, საზაფხულო შვებულება ჩემთვის ნამდვილად განსხვავებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მართალია, მშობლიურ აჭარაში, სულ რაღაც, ექვსი დღე დავყავი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან და რჩეულთან ურთიერთობის, გართობის და დასვენებისთვის. მოკლედ, რომანტიკულად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და უსაყვარლეს ადამიანთან ერთად, საყვარელ ქალაქში – ბათუმში რომ ხარ დასასვენებლად, ამაზე მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმა. ასე რომ, ფლირტებს და რომანტიკულ საზაფხულო რომანებს შევეშვი, თავი დავანებე და მოვისვენე. უფრო სწორად, ჩემი პირადულით კმაყოფილი ვარ და „გვერდებზე“ აღარ ვიხედები. მოკლედ, არც „მიგულავია“ ამ ზაფხულს, არც მიგიჟია და არც „ამოვვარდნილვარ“ ფეხსაცმლიდან. ფაქტია და თავად მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში ცვლილებაა, მგონი, დიდ კაცობაში გადავედი (იცინის).

– ესე იგი, შეყვარებული ხარ? თანაც, თვალებიც სხვანაირად გიბრწყინავს. არ მეთანხმები?

– არ მიყვარს ხოლმე პირადულ თემებზე საუბარი და ყოველთვის თავს ვარიდებ, მაგრამ თქვენ გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ შეყვარებული ნამდვილად ვარ. შეიძლება, ჯვარიც დავიწერო, მამაც გავხდე, ერთი სიტყვით, არ ვიცი რა მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ, მე ყველაფრისთვის მზად ვარ (იცინის). დღეს საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი „ბიძგი“, „ჯიკავი“ და „წამუჯლუგუნება“. ეს დიდი მუხტი და სტიმულის სტიმულია.

– ამიკო, გავიგე, რომ ბათუმში აღარ ჩაგესვლება.

– ეს მე არ ვიცი. რა დავუშავე?

– რა და, აჭარლები გემუქრებიან, მაგის „საღადაო“ ვართ, რომ გამოდის ტელევიზიით, აჭარულ კილოზე „უბერავს“ და გვცინებსო?

– ჰოდა, მაგიტომ არ ჩავდივარ, ბატონო ყოველ ზაფხულს აჭარაში (იცინის). არადა, არ გატყუებთ, იქ რომ ვიყავი, ყველა სიყვარულით მხვდებოდა. მასეთ რამეს, იცით, როგორი ადამიანი იტყვის?

– მაინც, როგორი?

– როგორი და, „ცალფაზიანი“. ასეთები, ვერც სხვის იუმორს იგებენ და არც თავად გააჩნიათ იუმორის გრძნობა. არ მგონია, ჩემს იუმორზე რომელიმე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა „გაჭედოს“.

– ასეთი „ცალფაზიანები“ ხშირად გხვდებიან ცხოვრებაში?

– საბედნიეროდ, არა, მაგრამ რასაკვირველია, შემხვედრია. მათიც მესმის, არ მოსწონთ ჩემი იუმორი და რა ქნან? ზოგს მოვწონვარ და ზოგს არა, რა პრობლემაა? ყველასთვის მოსაწონი ხომ ვერ იქნები ადამიანი? ვისთვის მისაღები ხარ, ვისთვის – არა. ერთი სიტყვით, მე ჩემსას „ვაწვები“ და გამგები, გამიგებს. დამიჯერებთ, ბათუმში ვიყავი და ზღვაში არ მიბანავია. მდინარეზე დავდიოდი და იქ ვბანაობდი. უფრო სოფლურმა ცხოვრებამ გამიტაცა, ოღონდ, სოფლურმა კარგი გაგებით (იცინის).

– ამიკო, საკუთარ თავზე ჭორები თუ გაგიგია და რა რეაქცია გაქვს ამაზე?

– როგორ არ გამიგია, თან ისეთები, ერთ ყურში რომ შეუშვებ და მეორედან აღარ გაიშვება, სხვამაც არ გაიგოსო (იცინის). თურმე, ნარკომანიც ვარ, გაურკვეველი ორიენტაციის და „მწვანე ფოთლის“ გამბოლებელიც. არადა, დამიჯერეთ, არც ვიკეთებ, არც ვსვამ და არც „მწვანე ფოთლებს“ ვეწევი. ერთადერთი, სიგარეტს ვეწევი და ვცდილობ, ამასაც გადავეჩვიო.

– ჯანმრთელი გინდა მოკვდე, არა? რასაკვირველია, ღრმა სიბერეში.

– (იცინის) რატომაც არა. ისე, იმ აზრს არ ვეთანხმები, ვინც ეწევა, მალე კვდებაო. ჩემი დიდი ბებია 85 წლის იყო და სამოც წელზე მეტხანს ეწეოდა. გაახვევდა ხოლმე თუთუნს და „წავიდა“... ისე აბოლებდა, „პარაოზივით“, მაგრამ ვერ იცოცხლა დიდხანს? სულ სხვა მიზეზით გარდაიცვალა, ღმერთმა აცხონოს.

– ორიენტაცია ახსენე...

– მართალია. ერთი ასეთი ჭორიც გავიგე, თითქოს მე და ფაქო, თურმე სანამ სცენაზე გავიდოდით და მინიატურებს ვაჩვენებდით მაყურებელს, ტუჩებში ვკოცნიდით ერთმანეთს კულისებში. ანუ, ამით ერთმანეთს წარმატებას ვუსურვებდით სცენაზე (იცინის). ვინც ამას იტყვის, რა უნდა უთხრა?

– შენი აზრით, ვის სჭირდება მსგავსი ჭორების მოგონება?

– ჩემი აზრით, ასეთ ჭორებს ის იგონებს, ვისაც თავად აქვს ნაკლი. ასეთი ადამიანები „ცალფაზიანებიც“ კი არ არიან, მათ ის ერთი ფაზაც გათიშული აქვთ და თავიანთი ჰყოფნით. იცით, რა მიკვირს?

– არა, არ ვიცი. რა გიკვირს?

– ქალებთან დაკავშირებით, ჩემს თავზე ჭორი არ გამიგია. ეტყობა, ისეთი ბავშვური შეხედულება მაქვს, ასე ვერ მიმეტებდნენ. ნარკომანობა და ფაქოს „ზასი“ კი, მათ წარმოსახვაში მოსულა (იცინის). ახლა ხომ გავიზარდე და კაცობაში ღრმად შევედი, აბა, ვნახოთ, რას მოიგონებენ. ყურები „დაცქვეტილი“ მაქვს, მაგრად მაინტერესებს.

– ამიკო, პროფესიით მეზღვაური ხარ. არასდროს გიფიქრია დიდ ზღვაში აფრების გაშლა?

– ზღვა რომ არ მინდოდა და აფრების გაშლა, იმიტომ ვდგავარ სცენაზე. რაც არ უნდა დიდი ხელფასი შემომთავაზონ გემზე, თუნდაც მილიონები, მე მაინც აქ მირჩევნია, ხმელეთზე და ოჯახთან ერთად, ვიდრე, შუა ზღვაში, ოთხი ან ექვსი თვის განმავლობაში, ოცდაორ მამაკაცთან ერთად. სულ ხმელეთზე ფეხის დადგმაზე ოცნებას და ზღვაში ქანაობას, მირჩევნია, დედამიწაზე მყარად ვიდგე. პრაქტიკაც კი არ გამივლია, ჩემი პროფილით, მაგრამ დიპლომი მაქვს. ერთი სიტყვით, დიპლომიანი სასიძო ვარ (იცინის).

– მეზღვაურის ფორმა გიხდება?

– არ მცმია, მაგრამ, რატომ არ მომიხდება? ისეთი ფორმაა, რომ ყველას უხდება. მე არ მომირგია და რა ვიცი... ამაში ხომ მაინც გაჯობეთ მამაკაცებმა ქალებს.

– რაში გვაჯობეთ?

– რაში და, კაცი მეზღვაური უფრო მეტია, ვიდრე ქალი მეზღვაური (იცინის). ისე კი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, რვა კაცზე, ერთი ქალი მოდის. ეს კარგია და უფრო კარგი იქნება თუ კიდევ გაგვისწრებთ.

– და შედეგი?

– შედეგი, არ მოიკითხოთ. ეგ ჩვენი საქმეა, მამაკაცების. აბა, დაფიქრდით, უფრო მეტი არჩევნის უფლება გვექნება. სად რვა ქალში რომ აარჩევ ქალს და სად – თორმეტში. ღმერთმა გამრავლოთ, რომ ჩვენ, კაცებს, უფრო დიდი არჩევნის უფლება გვქონდეს (იცინის).


скачать dle 11.3