კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიაბეტს ხალხური მეთოდებით ებრძოლეთ



შაქტრიანი დიაბეტი ენდოკრინული დაავადებაა. მისი მკურნალობა ძნელია, რადგან შეუძლებელია დაავადების მიზეზის განსაზღვრა. დიაბეტის დროს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება მცირდება, ამის გამო შაქარი ცუდად შეითვისება და სისხლში მისი კონცენტრაცია მატულობს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ნერვული დარღვევები, მხედველობის დაქვეითება, ინფექციები, სისხლის მიმოქცევის გაუარესება, გულისა და თირკმელების დაავადებები. ორგანიზმში ირღვევა ყველა სახის ნივთიერებათა ცვლა და დროთა განმავლობაში ყალიბდება დაავადებათა მთელი ჯაჭვი.

შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე, მომატებული მადა, სისუსტე, წონაში კლება, კანის სიმშრალე და ქავილი, ასევე, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა.

შაქრიანი დიაბეტი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც დროული გამოვლენა, ყურადღება და მკურნალობა სჭირდება. ხალხურ მედიცინაში არსებობს სამკურნალო ბალახების ნაყენები, რომელთა სისტემატური სმა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და მეტ-ნაკლებად ებრძვის დაავადებას. რადგან შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება, გამოიყენეთ ნაცადი ხალხური მეთოდები: მიირთვით წიწიბურას ფაფა, ოღონდ, რძის გარეშე. კარგია, ასევე, ჭინჭრის ახალი, ქორფა ფოთლების ნაყენის დალევა. კერძოდ, 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით და მიიღეთ ერთი ჩაის ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ.

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა კუნელის ნაყოფი, განსაკუთრებით უმი სახით. ის სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს. სასურველია, დღეში 100 გრამი კუნელის მიღება, ოღონდ, აუცილებლად ჭამის შემდეგ. მისმა მშიერ კუჭზე მიღებამ შესაძლოა, ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.

კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევისა და დათრგუნვის შემთხვევაში სასარგებლოა დაფნის ფოთლების ნაყენი: 12 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი დღე. ნაყენი მიიღეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში 50 მილიგრამი.

ასევე, ხალხურ მედიცინაში ცნობილია ლობიოს პარკის სასარგებლო თვისებები: 3 კოვზ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ერთი საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

დიაბეტის საწინააღმდეგოდ, ასევე, კარგია ვარდკაჭკაჭას ფესვების ნაყენის სმა. მისი ფესვები დაფქვით, ყავის მსგავსად მოადუღეთ და დღეში ერთი ჭიქა მიირთვით.


скачать dle 11.3