კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ცნობილმა ბოროტმოქმედმა – „ცოფიანმა“ მოღალატე ცოლსა და ძმაკაცზე


– ამხანაგო მაიორო, ან თქვენი თავი არ გეცოდებათ, ან ჩვენი? ჰკითხა ლეიტენანტმა კოხრეიძემ ვახო ძაძამიას, – დავაპატიმროთ ორთავე, ერთი-ორი წავარტყათ და ყველაფერს იტყვიან. ასე კი, შეიძლება, მთელი კვირა ვასხდეთ კუდზე და ვერაფერს მივაღწიოთ.

– ერთი-ორი წავარტყათ, არა? – გაბრაზდა ძაძამია, – არ გაგიგონია მაინც, ბიჭო, „ნე პოიმან – ნე ვორ“. თუ ფაქტზე არ დავიჭირეთ, ქურდობას ხომ არ დავწამებთ? ვცემო, რა, ჯალათი ხომ არ ვარ? პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც ქურდს ფაქტზე ამხელ და არა მაშინ, როდესაც მას აღიარებით ჩვენებას მუშტებით გამოსტყუებ.

ვახო ძაძამია მილიციის სამმართველოში ავტომობილის გატაცების განყოფილების უფროსი ინსპექტორი იყო და მისი ორი ხელქვეითი უკვე ექვსი საათის განმავლობაში დასდევდა უკან კობა ბეგოევს და ჯაბა ოქრუაშვილს. ორივე ცნობილი ქურდი იყო და ავტომობილებს ისე იპარავდნენ, მილიცია მათ ფაქტზე ვერ იჭერდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ძაძამიამ მათზე თვალთვალი. ის ვარაუდობდა, რომ ცნობილი ქურდები აუცილებლად მოიპარავდნენ მანქანას და ფაქტზე დაიჭერდნენ.

ბეგოევი და ოქრუაშვილი ფეხით დადიოდნენ, მილიციელები კი მათ თეთრი „ჟიგულით“ დასდევდნენ. საბჭოს ქუჩაზე, ნავთის წერტილთან, ახალთახალი, კრემისფერი „ჟიგული“ გაჩერდა. მისი პატრონი მანქანიდან გადავიდა და რკინის ბიდონით ხელში ნავთის სარდაფის კიბეზე დაეშვა. მანქანის ქურდებმა, რომლებიც შორიახლოს იდგნენ, დრო იხელთეს, ახალთახალ „ჟიგულში“ ჩასხდნენ და გაიტაცეს.

– აი, ახლა კი ფაქტზე დავიჭერთ, – თქვა ძაძამიამ და გატაცებულ „ჟიგულს“ დაედევნა. ამ დროს ნავთის სარდაფიდან „ჟიგულის“ პატრონი ამოვიდა და როდესაც თავის გატაცებულ მანქანას მოჰკრა თვალი, შეჩერდა. შემდეგ მან მალულად მიმოიხედა და ჩუმად გაიძურწა. ნავთით სავსე ბიდონი კი იქვე დატოვა.

ძაძამია და მისი ხელქვეითები, თავდაპირველად შეუმჩნევლად მისდევდნენ ქურდებს და მათ დაპატიმრებას მას შემდეგ გეგმავდნენ, როდესაც გამტაცებლები მანქანას დანიშნულების ადგილამდე მიიყვანდნენ. თუმცა გამოცდილმა ქურდებმა მდევარი „მალაკნების ბაზართან“ შეამჩნიეს და გაქცევა სცადეს. მაიორი უკან დაედევნა მათ, მაგრამ ქურდები ოსტატურად გაუსხლტნენ ხელიდან და მათი დაკავება მხოლოდ „ნახალოვკაში“, კინოთეატრ „საქართველოს“ წინ მოხერხდა. დიდი სისწრაფით მიმავალმა ქურდებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს, მოპარული მანქანით განათების ბოძს დაეჯახნენ და დეფორმირებულ მანქანაში გაიჭედნენ.

– აბა, გადმობრძანდით! – უბრძანა მაიორმა ქურდებს და ჯერ მანქანის კარი გააღო, შემდეგ კი ორივე გარეთ გამოათრია და ხელბორკილები დაადო.

– ამხანაგო მაიორო, ჩქარა აქ მოდით! – ღრიალებდა ლეიტენანტი კოხრეიძე, რომელიც ნაავარიევი „ჟიგულის“ ახდილ საბარგულთან იდგა.

ძაძამიამ საბარგულთან მიირბინა, შიგ ჩაიხედა და წამოიძახა:

– ბიჭოს, აქ უფრო დიდ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

მანქანის საბარგულში დანაწევრებული სხეულის ნაწილები ელაგა და იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი.

მანანა

ლოტკინელი ბეგოევისა და ოქრუაშვილის მიერ საბჭოს ქუჩიდან გატაცებული „ჟიგული“, რომელშიც დანაწევრებული ცხედარი აღმოჩნდა, ვინმე ჟირონ ხაჭაპურიძეს ეკუთვნოდა. ის საბურთალოზე ცხოვრობდა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა ელექტრიკოსად.

განზრახ მკვლელობის საქმე ქალაქის მილიციის სამმართველოში აღიძრა და მას მაიორი ვასილ კეკელია იძიებდა. თავდაპირველად მან ვახო ძაძამია და მისი ორი ხელქვეითი, ასევე, ნავთის სარდაფის გამყიდველი დაკითხა, რომლებმაც „ჟიგულის“ მძღოლი დაინახეს. მილიციელებს მისი აღწერა გაუჭირდათ და ძაძამიამ კეკელიას უთხრა:

– აბა, რა ვიცოდი, რაში იყო საქმე, თორემ, შევხედავდი კი არა, დავიჭერდი სულაც. მე და ჩემი ბიჭები იმ შეჩვენებულ ლოტკინელებს ვუთვალთვალებდით და სიმართლე გითხრა, საერთოდ არ შემიხედავს მისთვის.

იგივე თქვეს ძაძამიას ხელქვეითებმაც.

შედარებით უკეთ აღწერა „ჟიგულის“ მძღოლი ნავთის გამყიდველმა სირო მარკიევმა.

– უფროსო, ის არც გამხდარია, არც მსუქანი. სამი მანეთი მომცა, ბიდონი ნავთით ავუვსე და წავიდა, – თქვა სირომ.

– სხვა ვერაფერი შეამჩნიე? – ჰკითხა მარკიევს კეკელიამ.

– ჩემს „პადვალში“ თითქმის ბნელა და არც ხალხს ვაკვირდები ხოლმე, თუმცა, მე მგონი, იმ კაცს მარცხენა ლოყაზე „შრამი“ ჰქონდა, – გაიხსენა სირომ.

– რამდენი წლის იქნებოდა?

– ალბათ, ორმოცის.

კეკელია გამოემშვიდობა მარკიევს და ჟირონ ხაჭაპურიძეს ეწვია, რომელიც ავად იყო.

როდესაც ვასილ კეკელიას და მის კოლეგებს ხაჭაპურიძის ბინის კარი გაუღეს, მაიორს ზღურბლზე მდგომი ქალი ეცნო.

– ჩვენ მილიციის სამმართველოდან ვართ, ჟირონ ხაჭაპურიძე აქ ცხოვრობს? – ჰკითხა ვასიკომ ქალს.

– დიახ, – თქვა ქალმა, – მობრძანდით. ჟირონი ავადაა და ლოგინში წევს. მესამე დღეა, არ ამდგარა. რაშია საქმე, მოხდა რამე?

– ნეტავ, საიდან მეცნობა ეს ქალი, – გაიფიქრა კეკელიამ და ქალს უხმოდ გაჰყვა ავადმყოფის ოთახისკენ.

– აი, აქ შებრძანდით, – თქვა ქალმა და მილიციელები წინ გაატარა, თავად კი კარი გაიხურა და გავიდა.

– ჩვენ თქვენი „ჟიგულის“ ადგილსამყოფელი გვაინტერესებს, – თქვა კეკელიამ, – სად არის ახლა?

– გარაჟში, – უთხრა კეკელიას ჟირონმა, – რაშია საქმე?

– შეგიძლიათ, გვიჩვენოთ თქვენი მანქანა? – ჰკითხა კეკელიამ ჟირონს, ისე, რომ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

– რა თქმა უნდა, მანანა, მოდი აქ!

– მანანა ვინაა? – ინსტინქტურად იკითხა კეკელიამ.

– ჩემი მეუღლეა, ის ქალი, ვინც აქ შემოგიყვანათ, – თქვა ჟირონმა და ამასობაში ოთახში მანანაც შემოვიდა.

– ეს ხომ ის მანანაა, – გაიფიქრა კეკელიამ და გუნებაში გაიცინა, – შეხედე ამ ტრასის ბოზს, რა თბილად მოწყობილა აქ და ოჯახის ქალივით იქცევა. როგორც ეტყობა, იმანაც მიცნო და არ შეიმჩნია.

– რა იყო, ძვირფასო? – ჰკითხა ჟირონს მანანამ.

– საყვარელო, ამხანაგ მილიციელს ჩვენი მანქანა აინტერესებს. აიღე გარაჟის გასაღები და აჩვენე, – უთხრა ჟირონმა ცოლს.

მანანამ მილიციელები ეზოში ჩაიყვანა, გარაჟის კარი გააღო, მაგრამ „ჟიგული“ იქ არ აღმოჩნდა.

– მანქანა რა იქნა? – წამოწითლდა ქალი.

– სწორედ ეს უნდა გავარკვიოთ, ქალბატონო, – თქვა კეკელიამ და ისევ ბინაში ავიდა. გარაჟში კი კრიმინალისტები დატოვა, რომლებსაც იქაურობა გულდასმით უნდა დაეთვალიერებინათ.

როგორც ჟირონ ხაჭაპურიძესთან საუბარში გაირკვა, თურმე უკვე სამი დღეა კუჭის აშლილობითაა ავად და იმდენად მისუსტდა, ლოგინიდან ვეღარ დგება.

– მოულოდნელად გავხდი ავად და სამი დღეა, წყლად გავდივარ, – უთხრა ჟირონმა კეკელიას. რაც შეეხება მანქანას, წარმოდგენაც არ მაქვს, ვის უნდა მოეპარა.

– ხომ არავისთვის გითხოვებიათ ან თქვენ, ან თქვენს ცოლს? – ჰკითხა კეკელიამ.

– არა, ამხანაგო მაიორო, – უპასუხა ხაჭაპურიძემ, – აი, ორივე გასაღები. სათადარიგოც აქაა და ძირითადიც. მანანა კი ჩემს ნივთებს საერთოდ არ ეკარება, ჩემს უკითხავად ნაბიჯსაც არ დგამს.

„გეგონოს, გეგონოს, შე რქიანო, – გაიფიქრა კეკელიამ, – წარმოდგენაც არ გაქვს, რა ქალი გიზის სახლში და გგონია, რომ შენი ცოლი ფრთიანი ანგელოზია“.

ამასობაში კრიმინალისტებმა მაიორს მოახსენეს, რომ გარაჟის კარი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, გასაღებით იყო გაღებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მის გამღებს გარაჟის გასაღები ჰქონდა.

– ამხანაგო ჟირონ! – თქვა კეკელიამ, – თქვენი მანქანაც გასაღებითაა დაქოქილი და როგორც ეტყობა, ბოროტმოქმედმა მისი დუბლიკატი გააკეთებინა. ასეთი რამ კი, თქვენივე სიტყვებიდან გამომდინარე, ან თქვენ გააკეთეთ, ან თქვენმა მეუღლემ. ამიტომ, თქვენ შინაპატიმრობაში უნდა აგიყვანოთ, რადგან ავად ხართ, ხოლო თქვენს მეუღლეს სამმართველოში წავიყვანთ.

კეკელიამ ხაჭაპურიძის სახლში ორი ოპერმუშაკი დატოვა, მისი მეუღლე, მანანა ნიშნიანიძე კი მილიციის სამმართველოში წაიყვანა.

– მანანა, ვერ მიცანი? – ჰკითხა კეკელიამ დაკავებულ ქალს.

– როგორც კი დაგინახე, ეგრევე გიცანი, – უთხრა ქალმა, – მოკლედ, შენ და შენი ძმაკაცები ვერა და ვერ მოგიცილეთ თავიდან.

– წესიერად იცხოვრე და მოგცილდებით, – უთხრა კეკელიამ.

– ახლა უკვე გვიანაა, – თქვა მანანამ და გააბოლა, – შეავსე ოქმი.

მანანა ნიშნიანიძემ გულწრფელად აღიარა, რომ მან თავისი მეუღლის ავტომობილი ოთხჯერ ნასამართლევ ჯიმი ყაჭიაშვილს გაატანა.

– ჟირონს რომ არაფერი გაეგო, საჭმელში დიდი რაოდენობით დაფხვნილ პურგენს ვუყრიდი. ამის გამო კუჭი აეშალა და ეს დღეები საწოლიდან არ ამდგარა, – თქვა ქალმა.

– ყაჭიაშვილი, იგივე „ცოფიანი“, ორი კვირის წინ ციმბირის ზონიდან გაიქცა და გაქცევისას ორი დარაჯი მოკლა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და ასეთი სადისტური მკვლელობა ჩაიდინა. იმ გოგოს რაღას ერჩოდა, ნეტავ? – თქვა კეკელიამ.

– ის გოგო მისი ცოლი იყო და ცოფიანი ბოლო სროკზე რომ გაუშვეს, გაბოზდა. ცოფიანმა ეს ზონაში შეიტყო, შემდეგ გამოიქცა და ცოლი დაბრიდა, ახლა კი „ჯოკერას“ ეძებს, – თქვა მანანამ.

კეკელიამ მანანას ოქმზე მოაწერინა ხელი და სახლში გაუშვა, თავის ხელქვეითებს კი ცოფიანზე ნადირობა დაავალა.

შურისძიება

მანანა ნიშნიანიძის თქმით, ცოფიანი სერგო ახალაიას, ანუ ჯოკერას იმიტომ ეძებდა, რომ სწორედ ჯოკერა იყო ცოფიანის ცოლის საყვარელი. ადრე ჯოკერა და ცოფიანი ძმაკაცები იყვნენ და ერთად სჩადიოდნენ დანაშაულს. მას შემდეგ, რაც ცოფიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს, ხოლო ჯოკერა კი ცოფიანის წყალობით გადაურჩა ციხეს, მადლობის მაგივრად, ძმაკაცმა ცოფიანის ცოლთან დაიჭირა საქმე.

კეკელიას ხელქვეითები ცოფიანსაც ეძებდნენ და ჯოკერასაც, მაგრამ ცამ ჩაყლაპა ისინი თუ მიწამ, არავინ იცოდა.

– ამხანაგო მაიორო, – მოახსენა კეკელიას ერთ-ერთმა ხელქვეითმა, – მთელი ჩვენი აგენტურული ქსელი ფეხზეა, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

– ორივე ძველი „ბიტია“, – გაეცინა კეკელიას, – ჯოკერამ გაიგო ცოფიანის ამბავი და იმალება, მაგრამ ყაჭიაშვილი მანამ არ მოისვენებს, სანამ ახალაიას ოთხში არ ამოიღებს. ამიტომ, ჩვენ მასზე ადრე უნდა ვიპოვოთ ჯოკერა და დავაპატიმროთ.

– ჯოკერას რომ ჭკუა ჰქონდეს, ჩაგვბარდებოდა, – თქვა კეკელიას ერთ-ერთმა ახალგაზრდა ხელქვეითმა, – ამით ცოფიანის რისხვას აიცილებდა.

– ციხეში მას უარესი რისხვა ელოდება, – განუმარტა ხელქვეითს კეკელიამ, – იქ რომ შევიდეს, პედერასტების საკანი არ ასცდება.

– აბა, როდემდე უნდა გვემალოს ჩვენ და ცოფიანს? – არ ცხრებოდა ახალგაზრდა ლეიტენანტი.

– ჯოკერას იმედი აქვს, რომ ცოფიანს ჩვენ დავიჭერთ ან მოვკლავთ, ხოლო თვითონ კი დანაშაულში არ არის მხილებული და ვერაფერში შევედავებით. რომ ჩაგვბარდეს, ძველი დანაშაული უნდა აღიაროს და არ აწყობს. ასე რომ, ჯოკერა ორ ცეცხლს შუაა და ერთადერთი გზა აქვს, საქართველოდან გაიქცეს, – თქვა კეკელიამ, – ამიტომ, ჩვენ მისი არააქაური კავშირები უნდა დავადგინოთ და დარწმუნებული ვარ, რამეს აუცილებლად აღმოვაჩენთ.

ჯოკერას კავშირებზე მუშაობა ლეიტენატ თაზო ქვარცხავას დაევალა. ის ჯოკერას ძველ საქმეებს ჩაუჯდა. როგორც კეკელია ვარაუდობდა, ახალაიას რუსეთში რამდენიმე საეჭვო კავშირი აღმოაჩნდა.

– ამხანაგო მაიორო, – მოახსენა ქვარცხავამ კეკელიას, – სავარაუდოდ, ჯოკერა კრასნოდარის მხარეში, სტანიცა ოქტიაბრსკაიაში მცხოვრებ ვიქტორ შიშკინთან შეიძლება, იმყოფებოდეს.

– რატომ მაინცდამაინც შიშკინთან? – იკითხა კეკელიამ.

– იმიტომ, ამხანაგო მაიორო, რომ ვიქტორ შიშკინი ახალაიას ძველი „პაძელნიკია“, – ისევე, როგორც ცოფიანი იყო ადრე. ახლა შიშკინი სასჯელს იხდის, ხოლო სახლში კი ახალგაზრდა მეუღლე ჰყავს. ეს ყველაფერი ჩვენმა კრასნოდარელმა კოლეგებმა შემატყობინეს. ამიტომ მგონია, რომ ჯოკერა სწორედ იქ შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ ჩვენმა აგენტებმა მაცნობეს, სანამ ცოფიანი ციხიდან გაიქცეოდა, ჯოკერა სამჯერ იმყოფებოდა კრასნოდარშიო, – თქვა თაზო ქვარცხავამ და კეკელიას კრასნოდარიდან მიღებული დეპეშა დაანახვა.

– საფუძველს მოკლებული არაა შენი სიტყვები. ვცადოთ, – თქვა კეკელიამ და ოპერჯგუფთან ერთად იმავე საღამოს კრასნოდარში გადაფრინდა. იქ კი შემდეგ კრასნოდარელ ოპერმუშაკებთან ერთად ოქტიაბრსკაიაში ჩავიდა.

გეგმის მიხედვით, მილიციელებს ალყა უნდა შემოერტყათ შიშკინის სახლისთვის და ერთ-ერთ მილიციელს კი, გაზის შემოწმების საბაბით, ეზო-კარი უნდა დაეზვერა. თუმცა, მილიციელებს ეს აღარ დასჭირვებიათ, რადგან სახლიდან სრულიად შიშველი, ახალგაზრდა გოგონა გამოვარდა, რომელიც საზარლად კიოდა. მას ყელიდან სისხლი სდიოდა, ხუთიოდე მეტრი ირბინა, შემდეგ ეზოში დაეცა და სული დალია.

– ეს ოლგა შიშკინაა, ვიქტორის ცოლი, – თქვა ოქტიაბრსკელმა უბნის ინსპექტორმა, პირველი გამოვარდა საფარიდან და სისხლში ამოსვრილ ქალთან მიიჭრა.

საფარიდან ქართველი მილიციელებიც გამოცვივდნენ და პირდაპირ სახლში შევარდნენ.

შუა ოთახში შუაზე გაპობილი, სისხლში ამოსვრილი შიშველი ჯოკერა ეკიდა ხის ჭერზე, ხოლო მისი მოკვეთილი თავი რადიომიმღებზე იდო. იქვე იჯდა ცოფიანი და პაპიროსს აბოლებდა. მილიციელთა დანახვაზე მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, კეკელიას კი ღიმილით უთხრა:

– მე ჩემი მისია შევასრულე, ახლა კი შეგიძლიათ, დამაპატიმროთ. ორმოცი წლის ვარ და სიცოცხლე ძალიან მომბეზრდა.

ჯიმი ყაჭიაშვილი, იგივე ცოფიანი ხუთი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს და ნოვოჩერკასკის ციხეში დახვრიტეს.


скачать dle 11.3