კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანი საკუთარი ბედის ჩამკეტი და როგორ შევიტყოთ ჩვენი მომავალი ძველი ეგვიპტური მეთოდით


ადამიანთა უმეტესობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩაცმას. ტანსაცმელი ყველაზე ახლოს არის ადამიანის სხეულთან. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ამბობს, ტანსაცმელს აქვს თვისება, გაიზიაროს თავისი კონკრეტული მფლობელის ბედი, შეინახოს მისი ცხოვრების დეტალები და ინფორმაციაც კი მოგვაწოდოს მომავალზე. მისივე თქმით, შესაძლოა, ტანსაცმელმა თქვენს ბედზეც იქონიოს გარკვეული ზემოქმედება და თუ ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით, ადვილად დაძლევთ პრობლემებს, წინაღობებს და ცხოვრებაში თამამად გადადგამთ ნაბიჯებს.


ნანი: ბევრი ადამიანისგან მსმენია, ბედი არ მაქვს, რას გავჩნდი ამქვეყნად, მერჩივნა, მუცელშივე გავწყალებოდი დედაჩემსო. მათ გასაგონად ვამბობ, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ამით საკუთარ თავსაც თვალავთ და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ. ამას ჯობია, იმოქმედოთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან ცუდად დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. გეტყვით, რომ წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, არსებობენ ინფორმაციის უარმყოფელი ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც სწორედ მათ ბედზე აგებს პასუხს და მათ უიღბლობას განაპირობებს. მერწმუნეთ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუტარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და იღბლიანი. ნურასდროს იტყვით საკუთარ კეთილდღეობაზე უარს და ნურც იმაზე დაიწუწუნებთ, რომ თქვენს დაბადებას თან იღბალი და ბედი არ დაჰყვა.

– ქალბატონო ნანი, ამბობენ, გარკვეული ტანსაცმლის ტარება ადამიანის ბედთან და იღბალთან არის კავშირშიო. ეს როგორ გავიგოთ?

– მართალია, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ტანსაცმელს და თუ როგორ იცვამს ის. მე ამ შემთხვევაში ძვირად ღირებულ და ბრენდულ ტანისამოსს კი არ ვგულისხმობ, არამედ, სწორად ჩაცმას და გონივრულად მიდგომას საკუთარი გარეგნობის მიმართ. უკვე საიდუმლო აღარ არის ის, რომ სამოსი, რომელსაც თუნდაც სულ ცოტა დროით ატარებდა სხვა ადამიანი, იმ კონკრეტული პიროვნების ბედთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითვისებს. მისი ჩაცმით, შესაძლოა, ის ბედი ჩვენც გავიზიაროთ – ეს მომენტი ეზოთერიკაში უცხო არ არის. ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს, სხვისი ბედი საკუთარ ინფორმაციულ ველში გადაგვაქვს. ალბათ, გსმენიათ, რომ ბევრი ერიდება გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ტარებას და ეს სწორი ქმედებაა.

– მე კი მსმენია, თუ გარდაცვლილის ტანსაცმელს ატარებ, კარგიაო. ესე იგი, ეს მცდარი აზრია?

– რასაკვირველია, მცდარი მოსაზრებაა, რადგან სიკვდილი სამუდამო ინფორმაციულ კვალს ტოვებს ქსოვილზე. ასეთი ნაკვალევის განადგურება კი მხოლოდ ცეცხლს შეუძლია. ყველა, ვინც გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელს ატარებს, აღნიშნავს, რომ გუნება-განწყობა უფუჭდება, გული დამძიმებული აქვს და არც წინსვლა აქვს ცხოვრებაში. ერთი მეზობელი მყავდა, ახალგაზრდა ბიჭი. დაუნდობლად მოკლეს სადარბაზოში. რა იყო მისი მოკვლის მიზეზი, ეს სხვა თემაა, მაგრამ, დასაფლავების შემდეგ, უახლოესმა ძმაკაცებმა მისი ტანსაცმელი გამოართვეს გამწარებულ დედას და გადაწყვიტეს, გარდაცვლილი ძმაკაცის სახელზე ეტარებინათ. ძალიან უყვარდა საწყალს ჩაცმა და იმდენი ტანსაცმელი ჰქონდა, სად წაეღო აღარ იცოდა, თან ყველა ხარისხიანი და ძვირფასი. დამიჯერეთ, სამივე ბიჭს შეეცვალა ხასიათი, ისე აერიათ ცხოვრება, მტერს არ ვუსურვებ. გარდაცვლილის დედასთან ახლოს ვარ და ვუთხარი: ლალი, უკვე ექვსი წელი გავიდა და უთხარი შენი შვილის ძმაკაცებს, ნუღარ იცვამენ გიოს სამოსს, ხომ ხედავ, ბიჭები რა დღეში არიან, ცხოვრება აერიათ და ლამის თავები დაიხოცონ-მეთქი. მართლაც, დამიჯერა, დაიბარა ბიჭები და სთხოვა, ნუღარ ჩაიცვამთ გიოს ტანსაცმელს, ეს ჩემზეც მოქმედებსო. სულ რაღაც ოთხი თვეა, გაიხადეს გარდაცვლილი ძმაკაცის ტანსაცმელი ბიჭებმა და ნელ-ნელა მათი ცხოვრებაც დალაგდა.

– ეს, კონკრეტულად, რაში გამოიხატა?

– ეს ბიჭები ჩემს უბანში ცხოვრობენ და ჩემს ხელში არიან გაზრდილები. ერთმა ცოლი მოიყვანა, მეორემ მუშაობა დაიწყო და, იმედია, მესამესაც მალე გაუმართლებს. სხვათა შორის, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისგან ყიდულობთ ტანსაცმელს, ამა თუ იმ ნივთს. მაგალითად, ტანსაცმლის შეძენა არ არის სასურველი იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენში ქვეცნობიერად იწვევს ანტიპათიას. ასეთი ტანსაცმლის ტარებამ კი, შესაძლოა, დეპრესიაში ჩაგაგდოთ, აგრესიული გაგხადოთ და ელემენტარულმა წინააღმდეგობამ ისე გამოგიყვანოთ წყობიდან, რომ ლანძღვა-გინებაზე გადახვიდეთ. გირჩევთ, დააკვირდით, რომელი ტანსაცმლის ტარებისას გემართებათ ასე, რისი ჩაცმის შემდეგ გიფუჭდებათ გუნება-განწყობა, ადვილად ღიზიანდებით, უსიამოვნებებში ეხვევით. მაგრამ, თუ, პირიქით, რომელიმე სამოსში გამოწყობილი ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ადვილად გამოგდით საქმე და წარმატებებს აღწევთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინ ასეთი ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით. ამ დროს მისი დადებითი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოდის და იღბლიანობაც იმატებს. დააკვირდით, ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვკარნახობს და გვაფრთხილებს მომავალი უსიამოვნებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ. ასევე, ნუ იყიდით თქვენთვის საჭირო ნივთს ასეთი ადამიანისგან, რადგან მას შეუძლია, უმოკლეს დროში დამუხტოს ეს ნივთი უარყოფითი, ნეგატიური ენერგიით. ხშირად ეს გაუთვითცნობიერებლად ხდება, რის შედეგადაც ეს ენერგია ნაყიდ ნივთთან ერთად თქვენს ბინაში შემოდის, თქვენზე გადმოდის და უამრავ პრობლემას გიქმნით. დამეთანხმებით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობდეს იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, აიწყოს ოჯახური თუ კარიერული ცხოვრება, გახდეს სასიამოვნო კომპანიონი, იდილია შეიქმნას გარშემო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ყოველივე ბევრს ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, ბევრი კი აღწევს საწადელს.

– მერედა, საწადელის მიღწევა ასე ადვილია?

– რასაკვირველია, ადვილია თუ გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა გააკეთოთ, რა თქვათ და რა გაიაზროთ. ადამიანს მფარველი ანგელოზი ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები და იყოს სასურველი და წარმატებული. ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

– როგორ აღმოვჩნდეთ სასურველ დროს, სასურველ მომენტში?

– ამისთვის დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით. მიაქციეთ ყურადღება, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება. ასეთი მინიშნებები კი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია. მაგალითად, თუ ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდათ, აუცილებლად ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებას ბედში; თუ ქუდი წაგართვათ ქარმა, პირადულ ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით; თუ დილით, სამსახურში მიმავალს, ქუჩაში პირველად ხეიბარი ადამიანი შეგხვდათ, არ აგცდებათ უსიამოვნო შეხვედრა ან საუბარი უფროსობასთან და, ამიტომ, ეს დღე ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ, მოერიდოთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან საუბარს და კომპანიონებთან ან კოლეგებთან ერთობლივ საქმიანობას; თუ საათი უეცრად გაჩერდა, ცუდი ამბის გაგების მოლოდინში უნდა იყოთ, ხოლო, თუ საათზე დრო ჩამორჩა, არ გირჩევთ ამ დღეს ფულის სესხებას ან გასესხებას; თუ ხელიდან გიცვივდებათ ნივთები, ეს დიდი ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ ჩაი ან ყავა გადაგესხათ ტანსაცმელზე, მაშინ ფრთხილად იყავით, შესაძლოა, რაიმე დაკარგოთ; თუ წერის დროს კალამში მელანი გაგითავდათ, მოერიდეთ ამ დღეს სტუმრად წასვლას ან სახლში სტუმრების დაპატიჟებას. ეს მინიშნებები შემთხვევითი არ არის და თუ მათი ახსნაც გეცოდინებათ, მაშინ ადვილად გაართმევთ თავს შესაძლო პრობლემებს.

– შეგვიძლია თუ არა, დილით, წინასწარ შევიტყოთ, როგორი დღე გველის?

– ასეთი მეთოდი არსებობს. ძველად, აღმოსავლეთ ეგვიპტეში, ქურუმები ყოველ დილას ატარებდნენ რიტუალს ბრინჯით და იგებდნენ, როგორი დღე ელოდათ წინ. მოკლედ, თუ გსურთ გაიგოთ, თქვენი მომავალი დღის პროგნოზი, ამ მეთოდს გასწავლით: დილით, გაღვიძებისას, არავის გასცეთ ხმა, ონკანიდან აიღეთ გამდინარე წყალი და ჩაასხით გამჭვირვალე ჯამში, დადგით მისაღები ოთახის ცენტრში და მასში თვალდახუჭულმა ჩაყარეთ ერთი მუჭა ბრინჯი. გაახილეთ თვალი და დააკვირდით: თუ ბრინჯი ძირზე მიმოიფანტა, ესე იგი, კარგი დღე გელით წინ, მაგრამ, თუ ბრინჯი შუაგულში შეგროვდა, მოერიდეთ ამ დღეს კამათს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, საქმიან მიმოწერებს და განვლეთ დღე მშვიდად და მეტი სიფრთხილით.


скачать dle 11.3