კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განაპირობებს „კამელინის“ მოქმედებასა და ფარმაკოლოგიურ ეფექტს და როგორ შეფასებას აძლევს მას „წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრი“



ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, ქართული პრეპარატის – „კამელინის“ შექმნის ისტორია და ასევე მისი სამკურნალო თვისებები. როგორც ცნობილია, მან ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი სიმსივნით დაავადებულებს, დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი და იმედი. თუმცა მანამდე ამ პრეპარატმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. თუ როგორია „კამელინის“ ხარისხობრივი მაჩვენებლები, რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სტანდარტებს, ამის შესახებ გვესაუბრება „წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრის“ დირექტორი, ირაკლი ნატროშვილი.



– ბატონო ირაკლი, გვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რით დაიწყო თქვენმა ლაბორატორიამ მუშაობა და რას ემსახურება ის?

– ჩვენი ლაბორატორია შეიქმნა 1995 წელს და მისი დანიშნულება დღემდე არის როგორც, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ადგილობრივი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, ასევე უცხოური, სხვადასხვა ფირმის მიერ ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებული და სარეალიზაციოდ შემოტანილი, სააფთიაქო ქსელში არსებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი. კონტროლის ფორმებს კი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი კანონი და კანონქვემდებარე აქტები. წამლის ხარისხის კონტროლი იწარმოება შესაბამისი სტანდარტების, საერთაშორისო სარეგისტრაციო დოსიეებისა და წამყვანი, უცხოური ქვეყნების ფარმა-კოპეიებისა და ჩვენი კანონების საფუძველზე. ამ სახის კონტროლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა ხარისხიანი მედიკამენტებით და მათი დაიცვა უხარისხო, ფალსიფიცირებული მედიკამენტების მოხმარებისგან.

– რა გზა უნდა გაიაროს ახლად შექმნილმა წამალმა, რომ მოხდეს მისი რეალიზება აფთიაქებში?

– ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე პროფესიონალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ქართული წარმოების მიმართ იყო ჯანსაღი და ობიექტური მიდგომა. ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად მიდიოდა იმისკენ, რომ საქართველოში წარმოებულიყო მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი მედიკამენტები, წამლის ფორმები, ამისთვის კი გაწეული იყო საკმაოდ სერიოზული სამუშაოები. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალიან მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული საწარმოები. შესაბამისად, დახვეწილია და ჩამოყალიბებულია წარმოების ლიცენზიების წესები, პირობები და გვაქვს იმ საერთაშორისო მოთხოვნების სტანდარტები, რაც განაპირობებს საქართველოში ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქციის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წამლის ფორმები ექვემდებარება საქართველოში არსებული ფარმაცევტული ლაბორატორიების კონტროლს და ხარისხით არ ჩამორჩება წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას.

– იგივე შეიძლება, ითქვას ქართული წარმოების პრეპარატზე „კამელინი“, რომლითაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მკურნალობს?

– ჩემთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია „კამელინის“ შექმნის ისტორია და, შესაბამისად, ვიცნობ იმ სამეცნიერო კვლევებსა და შედეგებს, რაც ამ პრეპარატის მიმართ იყო გამოყენებული. „კამელინი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა ექიმ ძაგული მაღლაკელიძის მიერ. ბატონმა ძაგულიმ პრეპარატი თაფლისგან დაამზადა, თაფლის სამკურნალო თვისებები კი უძველესი დროიდან არის ცნობილი. თაფლი კარგად ინახავს პროდუქტს, მას ასევე გააჩნია აღმდგენი, რეგენერაციის უნარი. შესაბამისად, „კამელინსაც“, რომელიც თაფლისგან არის დამზადებული, აღმოაჩნდა ასეთი თვისებები. მიმაჩნია, რომ ექიმ მაღლაკელიძის შთამომავლებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთეს, როდესაც შექმნეს „კამელინის“ ოთხი ახალი ფორმა: საინიექციო ხსნარი, კაფსულები, მალამო და ვაგინალური სანთლები, რომელთა რეალიზება ხდება სააფთიაქო ქსელში. ასევე მათ შექმნეს დამოუკიდებელი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაფერისი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საწარმო, რომელიც თავად უშვებს „კამელინს“ იმ წესებისა და პირობების დაცვით, რაც ჩვენს კანონმდებლობაშია. წამლის ფორმების ტექნოლოგიურ პროცესში, მის სტანდარტიზაციაში, მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა. შედეგად მივიღეთ წამლის ოთხი ახალი ფორმა, რომლებსაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხის შეფუთვა, მარკირებაც მშვენივრად არის შესრულებული და ის მთლიანად შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს. „წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრი“ აქტიურად მონაწილეობდა „კამელინის“ სტანდარტიზაციისა და რეგისტრაციის პროცესებში. საწარმოს მიერ გამოშვებული მედიკამენტის ხარისხი სისტემატურად კონტროლდება ჩვენს ლაბორატორიაში. კომპანია „კამელინი“ თავის წარმოებულ პროდუქტში მკვეთრად იცავს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. შესაბამისად, „კამელინში“ დაცულია ის მოთხოვნები, რომლებიც ჩამოყალიბდა გარკვეული კვლევებისა და მუშაობის შედეგად და მასში შედის იმ აქტიური ნივთიერებების ჯგუფი, რომელიც განაპირობებს მის მოქმედებასა და ფარმაკოლოგიურ ეფექტს და მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მე, როგორც სპეციალისტმა და მოქალაქემ, შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს იწარმოება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მაღალი დონის პრეპარატი, რომელიც მზადდება ქართული ნედლეულისგან, რომელიც შექმნეს ქართველმა მეცნიერებმა და აწარმოებენ ქართველი სპეციალისტები. ჩვენს ლაბორატორიაში დღემდე არ მოსულა მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილოა „კამელინის“ ხარისხით. ეს კი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია.

P.S. მკითხველი დამეთანხმება, რომ ის საკითხები, რაზეც ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ, ნებისმიერი წამლის შექმნისას ძალიან დიდი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენაა საჭირო. რაც მთავარია, ის საჭირო სტანდარტებსა და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც კომპანია „კამელინი“ შექმნის დღიდან ითვალისწინებს. სხვათა შორის, ბატონმა ირაკლიმ პირად საუბარში ისიც მითხრა, რომ ხშირად იყენებს „კამელინს“ და შედეგით ყოველთვის კმაყოფილია. გარდა ბატონი ირაკლისა, ქართულ წამალს, როგორც საქართველოში, ასევე მის მიღმა, ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს და მათი უმეტესობა კმაყოფილია იმ შედეგებით, რაც მას თან ახლავს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყო და დასაფასებელი ფაქტია, რადგან საქართველოს, ქართველ კაცს და ქართულ საწარმოს შეუძლია, გამოუშვას მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ქართული უნიკალური პრეპარატი, რომელიც კიდევ ბევრ ადამიანს დაუბრუნებს იმედსა და ცხოვრების ხალისს. ასე რომ, სანამ „კამელინის“ შესახებ კიდევ მოგაწვდით საინტერესო ცნობებს, დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899 67-77-43: 899 33-10-89; 899 58-09-07; 877 73-56-51; 899 23-03-33; 98-57-78; 71-04-80; 22-26-68; 93-20-87.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3