კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიურპრიზი – ფიზიკოსებს


ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, მისი გაშვების შემდეგ პირველად აღმოაჩინეს პრინციპულად ახალი ეფექტი, რომელიც, არსებული თეორიით, არ იყო ნაწინასწარმეტყველები – ასობით ნაწილაკებს შორის, რომლებიც წარმოიშობიან პროტონების დაჯახებისას, აღმოჩნდა წყვილები, რომელთა მოძრაობა, უცნობი მიზეზების გამო, ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

„ეს სრულიად მოულოდნელი მოვლენაა. ჩვენ დაველოდებით მის ინტერპრეტაციას თეორეტიკოსებისგან. არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილად მივედით იმ მომენტამდე, საიდანაც ახალი მოვლენები ჩანს, რომელთა გაგება არც ისე ადვილია და ასეთი სიურპრიზები, ენერგიის ზრდასთან ერთად, სულ უფრო გახშირდება“.

ფიზიკოსების მიერ ცერნში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია ნაწილაკების დაჯახების შედეგად წარმოქმნილი ყველა წყვილის მოძრაობის მიმართულებებს შორის განსხვავება. აღმოჩნდა, რომ ნაწილაკების ზოგიერთი წყვილი, შორდება რა ერთმანეთს სინათლის სიჩქარით, ორიენტირებული რჩება თავისი მოძრაობის მიმართულების გასწვრივ, ერთსა და იმავე კუთხეზე, ისე, რომ, თითქოს ეს ნაწილაკები ერთად ასოცირებულნი იყვნენ. ეს არის ეფექტი, რომელიც გათვლების მიხედვით არ იყო ნავარაუდები. ყველაზე თანამედროვე თეორიით – კვანტური ქრომოდინამიკით, რომელიც აღწერს კვარკებისა და გლიუონების ურთიერთქმედებას, დადგენილია, რომ ეს ყველაზე ფუნდამენტური ნაწილაკები წარმოიქმნებიან არა ცალ-ცალკე, არამედ მხოლოდ წყვილებად და ჯგუფებად.

დიდი ადრონული კოლაიდერი, რომელიც 2009 წლის ნოემბერში გაუშვეს, ელემენტარული ნაწილაკების ყველაზე დიდი ამაჩქარებელია მსოფლიოში. მის 27-კილომეტრიან წრეზე ერთმანეთს ეჯახებიან ნაწილაკები, რომლებიც სინათლის სიჩქარემდე არიან აჩქარებულნი. ამ შეჯახების შედეგს სწავლობენ ფიზიკოსები და იმედოვნებენ, რომ მატერიის შედგენილობის შესახებ ახალ მონაცემებს მიიღებენ. წინ ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზია.


скачать dle 11.3