კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: 2009 წელს ჩხუბის დროს დავზიანდი. მინდა, მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხეზე თანხის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხემ მომაყენა სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა და დამჭირდა მკურნალობის ხარჯების გაღება. გთხოვთ მირჩიოთ, რამდენად კანონიერი იქნება აღნიშნული მოთხოვნა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს, თუმცა, უნდა წარადგინოთ სასამართლოში მოპასუხის ცნობის დამადასტურებელი განაჩენი, ასევე, უნდა დაასაბუთოთ სარჩელი და დაამტკიცოთ ის გარემოება, რომ თქვენი, როგორც დაზარალებულის მოქმედებამ, ხელი არ შეუწყო ზიანის დადგომას, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება და ამ ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მხარეთა ბრალეულობის ხარისხით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, შეუწყო თუ არა ხელი დაზარალებულის მოქმედებამ ზიანის დადგომას და უფრო მეტად რომელ მხარეს მიუძღოდა ბრალი ზიანის დადგომაში.

კითხვა: დეიდაჩემმა ჩვენს ნათესავს გადასცა ბინა ჩუქების ხელშეკრულებით, რასაც საფუძვლად დაედო დეიდაჩემსა და ჩვენს ნათესავს შორის დადებული ზეპირი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ, აღნიშნული ბინის სანაცვლოდ, ის დეიდაჩემს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოუვლიდა. დეიდაჩემი გარდაიცვალა. მსურს, აღვძრა სარჩელი ჩემი ნათესავის მიმართ და მოვითხოვო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ მიზეზით, რომ მან დეიდაჩემის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა და მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. კანონიერია თუ არა ჩემი მოთხოვნა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უფლება აქვთ მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, რადგან ჩუქების გაუქმება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს გამჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ხოლო, რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად და უმადურობად, ამის განსაზღვრა მხოლოდ მჩუქებელს შეუძლია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ჩუქების გაუქმების უფლება არ გაქვთ.

კითხვა: მაქვს მიწის ნაკვეთი, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის მითითებული მიწის კატეგორია. სარეგისტრაციო სამსახურში რის საფუძველზე რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია, თუ ეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

კითხვა: მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვცხოვრობთ დაქირავებულ ბინაში. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია ბინის მესაკუთრესა და ჩემს მეუღლეს შორის. ოჯახური უსიამოვნების გამო განვქორწინდით. ჩემი მეუღლე არ მაძლევს ბინაში ცხოვრების უფლებას იმ მიზეზით, რომ ბინის მესაკუთრეს მასთან აქვს ხელშეკრულება დადებული. მაქვს თუ არა ბინაში ცხოვრების უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეუღლეთა განქორწინების შემთხვევაში, დავას, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, წყვეტს სასამართლო იმის მიუხედავად, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი.

კითხვა: სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, განსასჯელმა მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის გამოც სასამართლომ განჩინებით შეკვეცა სასამართლო გამოძიება, დაკითხა მხოლოდ განსასჯელი და ისე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო?

პასუხი: სასამართლო მოიქცა სწორად. მას უფლება აქვს, ნაწილობრივ ან სრულად შეკვეცოს სასამართლო გამოძიება, თუ განსასჯელი სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ეს აღიარება ნებაყოფლობითია და არ იწვევს მხარეთა დავას.

კითხვა: სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, პირველივე სხდომაზე, ჩვენი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვა. სასამართლომ ადვოკატს უარი უთხრა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ შუამდგომლობა დაგვიანებითაა შეტანილი. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: სასამართლო მოიქცა სწორად. ადვოკატი ვალდებულია, ასეთი სახის შუამდგომლობა სასამართლოს წარუდგინოს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა.

კითხვა: ვალდებულია თუ არა საგადასახადო ორგანო, მისცეს გადასახადის გადამხდელს დასაბუთებული პასუხი წერილობით შეკითხვაზე?

პასუხი: საგადასახადო ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან: დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო აგენტის წერილები, საჩივრები და შეკითხვები. საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

კითხვა: რა სახის ჯარიმას ითვალისწინებს ჯართის შეგროვების, გაყიდვისა და ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა?

პასუხი: შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, აგრეთვე, მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 3 000 ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა აღნიშნული ადმინისტრაციული სასჯელი ერთ-ერთი ასეთი დარღვევისთვის, იწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. ჯართი და ნარჩენები კი, ყველა შემთხვევაში, დაექვემდებარება კონფისკაციას.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მოძღვარი მიიწვიონ სასამართლოზე მოწმედ და აქვს თუ არა მას უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე იმის გამო, რომ არ გათქვას აღსარების საიდუმლო?

პასუხი: აქვს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, არ შეიძლება, ახსნა-განმარტების მიღება სასულიერო პირისგან აღსარებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ანუ აღსარების საიდუმლოება დაცულია კანონით.


скачать dle 11.3