კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა და ვინ ეძებს მამას თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანში


30 წლის აისელ შოთას ასული ალმენევა ეძებს შოთა თედეიშვილს.

ისტორია: ვეძებ მამას, შოთა თედეიშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). მე მამა არასდროს მინახავს. ვიცი, რომ ის ცხოვრობს საქართველოში და, შეიძლება, ახლა მას აქვს თავისი ოჯახი, მაგრამ, მაინც ძალიან მინდა მისი პოვნა, მინდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ჩემი მშობელი მამა.

– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი, რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?

– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი დაახლოებით 1978-1979 წლებში გაიცნეს, მათი შეხვედრა და გაცნობა ყაზახეთში მოხდა. მამაჩემი და დედაჩემი, ბაუზია ალმენევა, ერთად ცხოვრობდნენ ყაზახეთში, ქალაქ სემიპალატინსკში. შემდგომ კი მამამ დედა საქართველოში წაიყვანა. 1980 წელს დავიბადე მე. რამდენადაც ვიცი, ჩემი ბაბუა (მამის მხრიდან), დედაჩემს რძლად არასდროს ცნობდა. ამის გამო დედა დაბრუნდა თავის სამშობლოში და მას შემდეგ მამაჩემი აღარ უნახავს. მეც არასდროს მინახავს ის. დარწმუნებული ვარ, რომ მას ამჟამად უკვე აქვს სხვა ოჯახი და შვილებიც ჰყავს. მას შემდეგ 30 წელია გასული, მაგრამ მამის ნახვა მაინც ძალიან მინდა. იმედი მაქვს, მასაც გაუხარდებოდა ჩემი გამოჩენა. ასევე, იმედი მაქვს, რომ მისი პოვნის შემთხვევაში მის შვილებთან, ანუ ჩემს ნახევარძმებთან თუ დებთან მექნება ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ ყველანაირი უფლება მაქვს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო მამა და გავიცნო მისი ოჯახის წევრები.

– კიდევ რა იცით მამის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ მისი მოძებნა ახლა? ან, როგორ ფიქრობთ, ის თუ გეძებთ?

– მამაჩემის შესახებ ვიცი, რომ ის თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანში ცხოვრობდა. შესაძლებელია, ამჟამადაც იქ ცხოვრობს. არ ვიცი, ბებია და ბაბუა თუ არიან ცოცხლები, იმედია, რომ არიან, მაგრამ, მათი სახელები, სამწუხაროდ, არ ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი, რომ მყავს ბიძა, ანუ მამაჩემს ჰყავს ძმა, სახელად ზაზა. ნამდვილად არ ვიცი, მამაჩემი თუ მეძებდა, მაგრამ ნათესავებისგან გამიგია, რომ დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ისინი ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ურთიერთობა, მაგრამ ვერ მოახერხეს – როგორც ჩანს, მამაჩემი ვერ გადაუდგა მშობლებს და ამიტომ დაშორდა დედას. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ახლა უკვე გვიანი და არაფრის მომტანია. მართლა მინდა, ვიპოვო მამაჩემი და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ეს გაუხარდება. წლების განმავლობაში ვეძებდი მამას, ეს საქმე ახლა არ გადამიწყვეტია, უბრალოდ, დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდი, ამიტომაც დაგიკავშირდით და მოგმართავთ დიდი თხოვნით, დამეხმაროთ მამის პოვნაში.

– როგორ ფიქრობთ, მამის პოვნის შემთხვევაში, როდის ან როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა?

– ღმერთმა ქნას, მამაჩემი ვიპოვო, თუმცა, არ ვიცი, ენდომება თუ არა მას ჩემი ნახვა. შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვოცნებობ, მაგრამ, რომც ვერ ვნახოთ ერთმანეთი, ურთიერთობა ხომ მაინც გვექნება და მეცოდინება, რომ მამა ნაპოვნი მყავს, ჯანმრთელია და აქვს ოჯახი (მე მისი ოჯახის გაცნობაც მინდა). ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობ, მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო, მამა მეპოვა. ამჟამად, მე გათხოვილი ვარ და, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრება და ოჯახიც მაქვს, მაგრამ მამის პოვნა მაინც ძალიან მინდა. იმედს ვიტოვებ, რომ მამაჩემი გამომეხმაურება, რომ მას მოუნდება თავისი შვილის გაცნობა.


скачать dle 11.3