გერმანიის მთავრობა უმუშევრებს ეხმარება
გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გრძელვადიან უმუშევრებს დამატებითი დახმარება დაუნიშნოს. მათ გერმანიაში „ჰარტს ივებს“ უწოდებენ. თუმცა, მათი დახმარება მხოლოდ 2 ევროთი გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ შეხვედრაზე იქნება მიღებული. ახალი შეთანხმების მიხედვით, 2011 წლიდან ერთი სრულწლოვანი უმუშევრის დახმარება თვეში 379 ევრო იქნება. სადღეისოდ ერთ უმუშევარ სულს გერმანიის მთავრობა ყოველთვიურად 359 ევროს უხდის. გერმანიის მთავრობა ვარაუდობდა უმუშევართა დახმარების 40 ევროთი გაზრდას, მაგრამ საბოლოოდ 20 ევროზე შეჩერდა. გარდა ამისა, დახმარების ფულში თამბაქოსა და ალკოჰოლის თანხაც შედის. ამ ცვილილებებმა უკვე გამოიწვია „სოციალ-დემოკრატების“ მხრიდან კრიტიკა. „სოციალ-დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ანდრეა ნალესმა, განაცხადა, რომ უმუშევართა დახმარება მინიმუმ 400 ევროს უნდა შეადგენდეს, რადგან ეს გერმანიაში ერთ სულზე საარსებო მინიმუმია და მთავრობა დახმარების ხელოვნური გზით შემცირებას ცდილობს.