კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიციამ ვატიკანის მილიონები ამოიღო

 

იტალიის პოლიციამ დააკავა და კონფისკაცია გაუკეთა 23 მილიონ ევროს, რომელიც ბანკ „კრედიტო არტიგიანო სპას“ ეკუთვნის. ეს ბანკი, თავის მხრივ, რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტის – ვატიკანის საკუთრებაა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, კონფისკაცია მას შემდეგ მოხდა, რაც რელიგიურ საქმეთა დირექტორის, ეტორე ტედესკის მიმართ აღიძრა სისხლის სასამართლის საქმე ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. 23 მილიონი ევრო სხვა ქვეყნების ბანკების ანგარიშებზე უნდა გადასულიყო. საქმით ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახური დაინტერესდა, რის გამოც ფულის გადარიცხვა 5 სამუშაო დღით შეჩერდა. საბოლოო ჯამში, სამართალდამცავი ორგანოები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ოპერაცია არა მარტო იტალიის, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობასაც არღვევს და, შეიძლება, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც ფულის გათეთრება. იტალიის კანონმდებლობის დარღვევის გამო „ბანკ კრედიტოს“ ხელმძღვანელობას ციხე ემუქრება. ლაპარაკია 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობაზე, ან – ჯარიმის გადახდაზე, რომლის რაოდენობაც 50 ათას ევრომდეა. აღსანიშნავია, რომ ეს ვატიკანის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმეა 2003 წლის მერე, რაც იტალიის საკასაციო სასამართლომ აღიარა, რომ რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტი იტალიის იურისდიქციას ეწინააღმდეგებოდა.


скачать dle 11.3