კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინური კორპორაცია კანადურ კომპანიას ყიდულობს


ჩინური სახელმწიფო კორპორაცია „სინოჩემი“ კანადურ „პოტაჩ კორპორეიშენის“ ყიდვას აპირებს, რომელიც კალიუმს აწარმოებს. ამ საქმეში ჩინურ სახელმწიფო კომპანიას ხელს კანადურ „პოტაჩ კორპორეიშენი“ უშლის. ჩინურმა კორპორაციამ დასავლელი „ინვესტბანკირები“ დაიქირავა, რათა კანადურ „პოტაჩს“ გაუწიოს წინააღმდეგობა, „სინოჩემს“ კი კიდევ ერთი თვე აქვს კანადური „ბი-ჰი-პი ბილიტონის“ წინააღმდეგობის გასაწევად. თავის მხრივ, „ბილიტონმა“ კანადელი ლობისტები დაიქირავა, რათა „პოტაჩ კორპორეიშენის“ შესყიდვაში დაეხმაროს. ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ „დოიჩებანკი“ და „სითიგრუპი“ დაიქირავა „პოტაჩ კორპორეიშენის“ შესყიდვის შესაძლებლობების დასადგენად. ჩინელების მიზნები კანადურ კორპორაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან მათ ჩინელებისთვის არც ოფიციალური და არც არაოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ „სინოჩემმა“ ჩინეთის მთავრობას მიმართა ფინანსური დახმარებისთვის. ცნობილია, რომ „სინოჩემს“ 40-დან 60 მილიარდ დოლარამდე სჭირდება, რათა კანადური კომპანია შეისყიდოს, ბრიტანულ-ავსტრალიური კომპანია კი „პოტაჩის“ შესყიდვაში 39 მილიარდ დოლარს იხდის. იმ შეთხვევაში, თუ ჩინეთის მთავრობა არ დაეხმარება, „სინოჩემმა“ ინვესტორების კონსორციუმის შექმნაზე უნდა იზრუნოს. ყველაზე რეალურ პარტნიორად „სინოჩემს“ სინგაპურის საინვესტიციო კომპანია „ტემასეკი“ ესახება.


скачать dle 11.3