კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან მშვიდად კუზანოვის სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული პაციენტები და მოქმედებს თუ არა უარყოფითად შვებულებების სეზონი ჩვენს კბილებზე



კბილების ფასსა და მნიშვნელობას მაშინ იგებ, როცა ტკივილი სტომატოლოგთან მისვლას გაიძულებს და აღმოჩნდება, რომ შენი კბილის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა ჩვევა, მანამდე მიმართო ექიმს კონსულტაციისთვის, სანამ სპეციალისტის ჩარევა გარდაუვალი გახდება. ბევრმა ისიც არ იცის, რომ შვებულებების სეზონი საკმაოდ უარყოფითად აისახება ჩვენი კბილების ჯანმრთელობაზე. ამ საკითხზე და კლინიკაში არსებულ სიახლეებზე, სტომატოლოგიური კლინიკა „კუზანოვ-დენტის“ მთავარი სპეციალისტი, რობერტ აგამირიანი გვესაუბრა.



– ბატონო რობერტ, რატომ არის აუცილებელი სტომატოლოგთან დროული ვიზიტი?

– სასმელი წყლის ცვლილებაც უარყოფით გავლენას ახდენს კბილის სტრუქტურაზე. მით უმეტეს, როცა შვებულებას ვატარებთ უცხოეთში, სადაც კლიმატის მკვეთრი ცვლილებაც არის, მაგალითად, დუბაი, ეგვიპტე, კუნძულები... გარდა ამისა, ვინც შვებულებაში წასვლამდე არ გაიარა კონსულტაცია, მისთვის რისკი ორმაგდება.

– ანუ, ზაფხულში ჩვენ ვისვენებთ, ჩვენი კბილები კი ორმაგი დატვირთვით მუშაობენ?

– (იცინის) ასეა. ამიტომ, ყველს ვურჩევ, გაიაროს კონსულტაცია და სტომატოლოგს გააცნოს თავისი კბილების მდგომარეობა. შეიძლება, კბილი არ გტკიოდეთ, მაგრამ სერიოზული პრობლემა გქონდეთ, რომელიც სპეციალისტის დროული ჩარევის გარეშე კბილის დაკარგვით დამთავრდება. მე სულ ვცდილობ, დავარწმუნო პაციენტები, რომ დროული და ხშირი კონსულტაცია არის ჯანმრთელი კბილების გარანტი, თანაც ერთადერთი გარანტი.

– კონსულტაცია „კუზანოვ-დენტში“ უფასოა?

– დიახ. კონსულტაცია და პირის ღრუს კომპიუტერული დათვალიერება ჩვენთან უფასოა. ეს საგანგებოდ გავაკეთეთ, რათა პაციენტი წავახალისოთ და ჩვევად ვუქციოთ სტომატოლოგთან დროული ვიზიტი. დაკარგული კბილის ალტერნატივა, უარეს შემთხვევაში, არის პროთეზი, უკეთესში – ინპლანტი. არც ერთია სახარბიელო და სასურველი, არც მეორე, მით უმეტეს, როცა არსებობს შანსი საკუთარი კბილის შენარჩუნებისა.

– მიუხედავად ამისა, თქვენ ინპლანტებსაც ნერგავთ.

– როცა ამისი აუცილებლობაა, რა თქმა უნდა. სტომატოლოგი ვალდებულია, გადაარჩინოს კბილი. მაგრამ, თუ ეს კბილი აღარ არსებობს, მაშინ უნდა გამოიყენო ალტერნატიული საშუალება. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც არც ერთი კბილი აღარ აქვს, მით უმეტეს, რომ კბილები ყველა ასაკში საჭიროა. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ინპლანტია. ჩვენ ამას ვაკეთებთ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ძალიან მოკლე დროში და, თუ პაციენტის სურვილი იქნება ნარკოზით. როცა ბევრი კბილის ჩანერგვაა საჭირო, უმჯობესია, ეს ერთ პროცედურაში მოხდეს და პაციენტებსაც უნდათ, პირდაპირ ახალი კბილებით გაიღვიძონ. მაგრამ საქმე არც ასე მარტივად არის. თუმცა, ყველა უსიამოვნო და მტკივნეულ პროცედურას პაციენტი არ გრძნობს, ანუ, მთავარ სიძნელეებს ის ძილში გადალახავს და გასაკეთებელი რჩება მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც ნემსთანაც კი არ არის დაკავშირებული, ტკივილზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

– თქვენ დაამსხვრიეთ მითი „საშინელი სტომატოლოგის“ შესახებ. თქვენთან პაციენტები ყოველგვარი შიშისა და ნერვიულობის გარეშე მოდიან...

– (იცინის) თანამედროვე მეთოდები და აღჭურვილობა უკვე იძლევა იმის საშუალებას, სტომატოლოგთან ვიზიტი უმტკივნეულო და კომფორტული გახდეს. როცა მუშაობ ევროპული სტანდარტებით და პროფესიონალების გუნდთან ერთად, პაციენტი შენგან აუცილებლად კმაყოფილი წავა. ექიმისთვის უმთავრესი სწორედ კმაყოფილი პაციენტია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი მაშინ მოდის, როცა მისი კბილის გადარჩენას ვეღარ ვახერხებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გტკივათ თუ არ გტკივათ კბილი, სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ მაინც აუცილებელია.

– ბატონო რობერტ, თქვენთან ის ადამიანებიც მოდიან, რომლებსაც კბილი საერთოდ არ სტკივათ?

– დიახ. ბევრს აქვს სურვილი, იდეალურად ლამაზი კბილები ჰქონდეს, რაც, ბუნებრივად საკმაოდ იშვიათია. ასეთ დროს „მაშველებად“ ჩვენ მოვევლინებით ხოლმე. დამეთანხმებით, რომ გარეგნობას ხშირად სწორედ კბილები „აფუჭებს“. ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია კბილების ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა.

– ჩვენშიც ბევრს უნდა „ჰოლივუდის ღიმილი“ ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ ლამაზი კბილები, ქალისთვის მაინც, აუცილებელია. მთლიანად ცვლის მას უკეთესობისკენ.

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს უკვე არ არის პრობლემა. ზუსტად იმ „ჰოლივუდის“ სტანდარტებით კეთდება ჩვენთან ყველაფერი, იმ განსხვავებით, რომ ფასები არ არის ჰოლივუდის (იცინის). დაუჯერებლად მოკლე დროში შეგიცვლით კბილებსაც და ღიმილსაც. ყველას მოსწონს ცირკონის კბილები და მეც მიმაჩნია, რომ ისინი განსაკუთრებით გამძლე, საიმედო და ხარისხიანია. არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს.

– ძალიან ძვირი ალბათ არ დაგვიჯდება.

– ნამდვილად არა. ჩვენი კლინიკის მუშაობის პრინციპია მოვემსახუროთ ყველა პაციენტს მათი შესაძლებლობების და მოთხოვნების მიხედვით, მათ შორის – ბავშვებსაც. მე პირადად ვერ ვიტან ბავშვის ტირილს, ამიტომ, ყველანაირად ვეცადეთ, ბავშვისთვის აქ მოსვლა პრობლემური არ ყოფილიყო. არავითარი ტკივილი, მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები – ეს არის ჩვენი პრიორიტეტები.

P.S. სატელეფონო კონსულტაცია: 871 27-71-81; 42-40-05; პეკინის ¹5.



ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3