ებიმ პიტერის დაბმა გადაწყვიტა
ვისაც ეგონა, რომ აბიგაილ კლენსი პიტერ კრაუჩს დაკარგავდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ინგლისურმა პრესამ „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ორჯერ გამოიჭირა და ორივეჯერ მაშინ, როცა მთვრალი მყოფი პიტერი ქუჩის მეძავებს სასტუმროში მიათრევდა. ამ დროს კი მისი საცოლე, ები კლენსი შინ იყო და მშვიდად ელოდა საქმროს დაბრუნებას. ჟურნალისტებმა ქალს ბევრი უტრიალეს, ისიც დაიწერა, რომ დღე-დღეზე კლენსი დაშორების შესახებ განცხადებას გააკეთებსო, მაგრამ ნურას უკაცრავად, – კაცს რომ 3,5 მილიონი აქვს ხელფასი, ცოტა არ იყოს, მისი გაშვება ძნელია. კლენსიმ განცხადება მართლა გააკეთა, ოღონდ არა ისეთი, როგორსაც ელოდნენ.
„ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ამიტომაც, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და მედიის გასაჩუმებლად, ჯვრისწერა გადავწყვიტეთ. როგორ და როდის გაიმართება ცერემონია, საიდუმლოდ ვინახავთ“, – განაცხადა ებიმ.