კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ესენი ვინ არიან


წარმოიდგინეთ, საფეხბურთო მატჩი, თამაშობს ეროვნული ნაკრები და მოედანზე გასული ფეხბურთელებიდან... გულშემატკივარი ვერავის ცნობს. გულშემატკივარი კი არა, ფედერაციის პრეზიდენტიც პირდაღებული იყურება და ფიქრობს, ნეტავ, ესენი ვინ არიანო?

მოკლედ, შვიდ სექტემბერს ტოგოს ეროვნული ნაკრები ბაჰრეინის ნაკრებს ამხანაგურად შეხვდა და 0:3 წააგო. ჰოდა, ტოგოს ნაკრების ვერც ერთი ფეხბურთელი ფედერაციის პრეზიდენტმა რომ ვერ იცნო, მთავარ მწვრთნელს დაურეკა, ეს რა მატჩია და ვინ არიან ისინი მოედანზე რომ დარბიანო. ტოგოელთა თავკაცი ამ დროს შინ ნებივრობდა და როცა ტელევიზორი ჩართო და დაინახა, ტოგოს ნაკრები მართლა თამაშობდა, კინაღამ გაგიჟდა. მან მაშინვე თანაშემწეს, ვინმე ჩანილე ბანას დაურეკა და სთხოვა, ეგებ გაარკვიო, რა ხდებაო. ბანამ კიდევ, რა ხდება კი არა, მატჩი მაქვს და ბაჰრეინს ვეთამაშები, ბიჭები მე შევკრიბეო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბანას გადაუწყვეტია, რომ მთავარ მწვრთნელზე მეტი შეეძლო და ამის დასამტკიცებლად, ნაკრები თავად გაიყვანა სათამაშოდ. ბაჰრეინის ფედერაციას ოფიციალურად შეუთანხმდა, ხელმოწერა გააყალბა და ფეხბურთელები ქვედა ლიგაში შეკრიბა. აქაოდა, ამ შემადგენლობითაც შევძლებ მოგებასო. ტოგომ მატჩი მატჩად წააგო, ხელმოწერის გაყალბებისა და თაღლითობისთვის კი, ბანა ციხეში სამი წლით გამოკეტეს.


скачать dle 11.3