მათეუსზე ნადირობის სეზონი დაიწყო
გერმანელმა სპეციალისტმა ლოთარ მათეუსმა ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა და საცხოვრებლად სოფიაში გადავიდა. მანამდე ლოთარმა თავისი მეგობარი გოგონა, უკრაინელი ლიანა ჩუდინოვა გაუშვა, რადგან ლიანა მილანში ყოფნის დროს დათვრა, მათეუსს სასტუმროდან გაეპარა და ვიღაცასთან იმრუშა.
ეს ძალიან აწყობთ ბულგარელ ქალებს და გასულ კვირას ხმამაღალმა განცხადებამაც არ დააყოვნა. ბულგარეთში ცნობილმა დიჯეიმ, ვინმე იველინა პოპოვამ განაცხადა, მათეუსი ზედმეტად მსუყე ლუკმაა იმისთვის, რომ მასზე ნადირობა დაიწყოს.
„მათეუსი სიმპათიურია, ცნობილია და ბევრი ფული აქვს. ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, მასზე ნადირობის სეზონი გამოვაცხადოთ და ამ ნადირობაში მონაწილეობას მეც ვიღებ. თუ ლოთარი მეტყვის, რომ ჩემთან შეხვედრა სურს, უარს ნამდვილად არ ვეტყვიო“, – განაცხადა იველინამ.
ჟურნალისტები კი ამბობენ, გერმანელ სპეციალისტს ეს ამბავი ძალიან სიამოვნებს და მზად არის ამ ნადირობის მსხვერპლი არაერთხელ გახდესო.