კურნიკოვას ახალი სტატუსი აქვს
რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ ახალი იმიჯი მოირგო. უფრო ზუსტად კი, მას ამერიკის მოქალაქეობა მისცეს და ამის აღსანიშნავად მორიგი ფოტოსესია მოაწყო – ხელში შტატების დროშა დაიჭირა. ეს ფოტოები მალე ამერიკულ ფორუმებზე გამოჩნდა და...
„კომენტარებით გაოგნებული ვართ. მშვენიერი ფოტოებია, მაგრამ ვერ ვხვდებით, რატომ იწვევს ეს ფოტოები აგრესიას მომხმარებლებში. ფორუმებზე შემოსულ ადამიანთა უმრავლესობამ მას სულ ელიტარული მეძავი უძახა. მართალია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ანა ლამაზი და სასურველია, მაგრამ ძირითადად აგრესია მოდიოდა“, – განაცხადა ფორუმების ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა.
თურმე, ამერიკელები იმას გაუბრაზებია, რომ ამ ფინანსური კრიზისის დროს, ჟურნალს ანასთვის ორასი ათასი გადაუხდია და ადგილობრივები მიიჩნევენ, ეს თანხა სხვა სფეროში უნდა დახარჯულიყო და იგი რიგით ადამიანებს მიეღოთ.