თოვლის დედოფალს შვილები არ უნდა
გარდარ გუნლოინსონი ბულგარული „ცსკას“ ფეხბურთელია, მაგრამ საფეხბურთო მონაცემებზე მეტად ცნობილი იმით გახლავთ, რომ „ფლეიბოის“ მოდელს, ასდის რანს ყვარობს. სამშობლოში თოვლის დედოფლად მონათლული რანი ფართო ასპარეზზე გასვლას აპირებს და მან სარეკლამო კონტრაქტები უკვე რამდენიმე ცნობილ სტუდიასთან გააფორმა. ჰოდა, მაშინ, როცა თავად ფეხბურთელი ხმამაღლა ყვებოდა, რომ მალე მამა გახდებოდა, ასდისმა – არაო, ანუ ამ საქმეს ცუდი სუნი ასდისო.
„არ ვიცი, რას ფიქრობს გარდარი, მაგრამ მე კონტრაქტში მიწერია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შვილები არ უნდა გავაჩინო და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. რაც შეეხება იმ შვილს, რომელზეც გუნლოინსონი ოცნებობს, უკვე აბორტი გავიკეთე და შეუძლია, მშვიდად იყოს“, – განაცხადა რანმა.