კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზინედინ ზიდანის 14 წლის ვაჟში ესპანელები ორ მილიონ ევროს იხდიან


არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ რომელიმე სპორტსმენს ამა თუ იმ ტურნირის მოგების შემდეგ დროშაზე უკოცნია, ცრემლიც დაუღვრია, მერე კი, როცა მისთვის დიდი ფული შეუძლევიათ, სამშობლო დავიწყებია, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიუღია და მერე იმ ქვეყნის დროშაზე უღვრია ცრემლები.

ქართული ამბით დავიწყოთ. როგორც იცით, ჯარჯი ზვიადაური პერსპექტიული ძიუდოისტი იყო, მაგრამ მისით არავინ დაინტერესდა. 14 წლის ბავშვი დიდი ლილოდან მარჯანიშვილზე მდებარე დარბაზში ხშირად ფეხითაც კი დადიოდა, რადგან გზის ფული არ ჰქონდა, მაგრამ მისი თავდადება არ დააფასეს და როცა ერთ-ერთ ტურნირზე ჯარჯი ბერძნებმა შენიშნეს, ქართულმა მხარემ ის უპრობლემოდ გაცვალა... ორ ცალ საჭიდაო ტატამზე. ასე გახდა ხევსური ჯარჯი ზვიადაური ბერძენი ილიას ილიადისი, მაგრამ მასზე არავინ იტყვის, სამშობლო გაყიდაო, რამეთუ ჯარჯის, უბრალოდ, ყურადღება არავინ მიაქცია და მერე მამლუქივით გაყიდეს. შედეგად, ისტორიაში პირველად, ჯარჯიმ ბერძნებს ძიუდოში ჯერ ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა, ორიოდე კვირის წინ კი ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, საბერძნეთის ჰიმნი დააკვრევინა. სხვათა შორის, ოლიმპიადაზე ჩვენი ზვიადაური ბერძენთა მედროშე იყო...

ახლა მთელი საფეხბურთო ევროპა იმის მოლოდინშია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზინედინ ზიდანი. მისი შვილი ენცო 14 წლისაა და მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო სკოლაში თამაშობს. ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჰოდა, პატარა ენცოს გამოძახება მიუვიდა როგორც ესპანეთის, ისე საფრანგეთის იუნიორთა ნაკრებებიდან. მას ორივე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და ახლა საქმე ისაა, რომელ ქვეყანას აირჩევს. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ნაკრებში ერთი შეხვედრის ჩატარებაც კი იმას ნიშნავს, რომ ის სხვა ქვეყნის ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. წარმოშობით არაბი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ამბობენ, ახლა გული ესპანეთისკენ მიუწევს და შვილს სწორედ ესპანელთა მაისურს მოარგებსო. ზიდანებს ფული კი არ უჭირთ, მაგრამ კულუარებში ამბობენ, ამის სანაცვლოდ მათ ორ მილიონ ევროს ჰპირდებიანო. საინტერესოა, თავად ფრანგთა დამოკიდებულება. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ოჯახმა უნდა მიიღოსო და არანაირი კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ.

ყველაზე ხშირად სხვა ქვეყნის მოქალაქეობას რუსები იღებენ და ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ სამშობლო არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი არიან და ნაკრებში ინდივიდუალურ სახეობებში ადგილი მხოლოდ ერთია. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ღირსებას, არაერთი რუსი იცავს. თუნდაც ის რად ღირს, რომ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრებები მთლიანად რუსი გოგონებისგანაა დაკომპლექტებული. ამის სანაცვლოდ კი, ისინი სოლიდურ ჯამაგირს იღებენ. ყველაზე ბოლოს მომხდარი ხმაურიანი გადასვლა ახლახან შედგა – ორგზის ოლიმპიადის პრიზიორმა, მოციგურავე ივან სკობრევმა ამერიკელებს მილიონი დოლარი გამოართვა და ახლა, 2014 წელს, სოჭში გასამართ ზამთრის ოლიმპიადაზე, სწორედ ამერიკული დროშის ქვეშ დადგება.

„მე არაფერზე ვნერვიულობ. ეს გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიმიღია, უბრალოდ, შინაგანად ვიგრძენი, რომ 2014 წელს რუსეთის ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ იქნებოდა და ამიტომ წავედი,“ – ამბობს სკობრევი, თუმცა რუსი გულშემატკივრები უკვე აცხადებენ, რომ მისთვის ეს ოლიმპიადა ჯოჯოხეთური იქნება.

მეორე მხრივ, კალათბურთში გადასვლა-გადმოსვლა ჩვეულებრივ ამბად იქცა და ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც, ჰყავს ამერიკელი ლეგიონერი. ჩვენი ნაკრების ღირსებას ამჟამად ორი ამერიკელი – ტაურინ გრინი და ქუინთონ ჰოსლი იცავენ და სავარაუდოდ, გრინი იმ განაცხადშიც მოხვდება, რომელსაც ჩვენი გუნდის თავკაცი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე წაიყვანს.

ორ მილიონს უხდიდნენ რუსები ჯანო ანანიძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ. მართალია, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა, მაგრამ ის, რომ ქართველ ვუნდერკინდთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი – ვალერი კარპინი თავად გამოტყდა, თუმცა ანანიძემ საბოლოოდ სამშობლოში თამაში არჩია და ახლა ყველაზე იმედისმომცემ ქართველ ფეხბურთელად ითვლება.

რუსთა სიამაყე ელენა ისინბაევა სამი წლის წინ ყველაზე ხმაურიან სკანდალთან ახლოს იყო. მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გახლდათ, ელენა კიევში რაღაც ღონისძიებაზე დაპატიჟეს. სწორედ იქ შეაპარა იუშჩენკომ ყველაზე ცნობილ ჭოკით მხტომელს, თუ უკრაინის მოქალაქეობას მიიღებდა, ხუთ მილიონ დოლართან ერთად, უკრაინის სპორტის მინისტრობას სთავაზობდა. ელენამ წინასწარი თანხმობა თქვა, მაგრამ მერე სამშობლოში დაბრუნდა, ვლადიმირ პუტინს პირისპირ ესაუბრა და იქიდან გამოსულმა განაცხადა, იუშჩენკოს გავეხუმრე, რა უკრაინა, რუსეთიდან წამსვლელი არსად ვარო.

სანამ კანონებს გაამკაცრებდნენ, ნაკრებში თამაში ფეხბურთელთა სურვილზე იყო დამოკიდებული. ასე ითამაშა ლეგენდარულმა ალფრედო დი სტეფანომ ჯერ – არგენტინის, მერე – კოლუმბიის, ბოლოს კი – ესპანეთის ნაკრებში. საუკეთესო შედეგები მას მადრიდის „რეალში“ ჰქონდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტად არის არჩეული. იგივე ითქმის მოზამბიკელ ეუსებიოზეც, რომელიც პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდად ითვლება.

სამაგიეროდ, როცა საფრანგეთში გაზრდილ დიდიე დროგბას უთხრეს, ჩვენს ეროვნულ გუნდში ითამაშეო, მან კატეგორიული უარი განაცხადა და ისტორიულ სამშობლოს, კოტ დივუარს მიაკითხა. ის დღემდე ამ ქვეყნის ღირსებას იცავს. ასეა თუ ისე, სპორტში ყველაფერს ფული წყვეტს და ფული მეორე პლანზე ძირითადად ისეთ ქვეყნებში იწევს, რომლებმაც დამოუკიდებლობა ცოტა ხნის წინ მოიპოვეს და მათ შორის – ხორვატია, მაკედონია, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩერნოგორია და საბედნიეროდ, საქართველოცაა.


скачать dle 11.3