კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დალიეთ კოქტეილი და... გახდით


გსურთ, ჩამოიცილოთ რამდენიმე კილოგრამი? მოსინჯეთ დიეტა დაბალკალორიული კოქტეილების თანხლებით, რომლებიც უნდა დალიოთ საუზმემდე, სადილამდე და სამხრამდე ნახევარი საათით ადრე და ბოლოს, ვახშმის ნაცვლად – 18 საათზე.

დღეში 4 კოქტეილის გარდა, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 50-100 გრამი მწვანილი, 150 გრამი მჭლე საქონლის ხორცი ან მოხარშული ქათმის ფილე, 100 გრამი მოხარშული უმარილო ბრინჯი ან წიწიბურა, ვაშლი და სტაფილო. ასევე, უნდა დალიოთ დღეში 5 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

დიეტა 7-დღიანია. მისი განმეორება მხოლოდ სამი კვირის შემდეგ შეიძლება.

პირველი კოქტეილი (დილის საუზმემდე):

2 ცალი მოზრდილი კივი, 1 ცალი ატამი, 100 მილილიტრი ცივი მწვანე ჩაი ლიმონით (უშაქროდ).

კივი და ატამი გაფცქვენით და ათქვიფეთ ბლენდერში. ჩაამატეთ მწვანე ჩაი და ისევ ათქვიფეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ყინული. ეს კოქტეილი მატონიზებელია და აქვეითებს მადას.

მეორე კოქტეილი (სადილამდე):

200 მილილიტრი უცხიმო კეფირი, 3 ჩაის კოვზი გაღივებული ხორბლის მარცვალი, 4 ღერი პიტნა, ცოტაოდენი დაფხვნილი ქოქოსი – ჭიქის მოსართავად.

გაღივებულ ხორბალს დაასხით კეფირი და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით, ჩაამატეთ პიტნის ფოთლები და ისევ ათქვიფეთ, დაფხვნილი ქოქოსი დაყარეთ ლამბაქზე, მაღალი ჭიქის ნაპირი დაასველეთ წყლით და „ჩააწეთ” ქოქოსში. შემდეგ ჩაასხით მასში კოქტეილი და მორთეთ პიტნის ფოთლებით.

ეს კოქტეილი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

მესამე კოქტეილი (სამხრის წინ):

150 გრამი მარწყვი ან სხვა კენკროვანი ხილი, 100 გრამი საზამთროს რბილობი, გახეხილი იმბირის ფესვი – ნახევარი ჩაის კოვზი, 50 მილილიტრი გაზიანი მინერალური წყალი.

ყველა ინგრედიენტი (მინერალურის გარდა) ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ მინერალური წყალი და მიირთვით.

ეს კოქტეილი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

მეოთხე კოქტეილი (ვახშმის ნაცვლად):

1 სადილის კოვზი გახეხილი ქოქოსი, 50 გრამი პაპაიას რბილობი, 50 გრამი ანანასი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 50 მილილიტრი მინერალური წყალი, პიტნის ფოთლები.

ლიმონის წვენი, გახეხილი ქოქოსი, ანანასი და პაპაია ათქვიფეთ ბლენდერში. დაამატეთ მინერალური წყალი და კიდევ ათქვიფეთ. კოქტეილი ჩამოასხით ჭიქაში და მორთეთ პიტნის ფოთლებით.

ეს კოქტეილი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ცხიმების დაწვას.


скачать dle 11.3