კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუდამ ფორმაში რომ ვიყოთ


ყველა ქალის ოცნებაა ყოველთვის მომხიბვლელი იყოს, კარგად გამოიყურებოდეს და ფორმას არასდროს კარგავდეს. თუმცა, მხოლოდ სურვილი როდი კმარა, ამისთვის ათასი რამ არის საჭირო, – წუწუნებენ ისინი და მუდმივად დროის უქონლობას იმიზეზებენ... მანანასი (ცნობილი ფილმიდან „მანანა“) არ იყოს, – ეს სარეცხიო, ეს სადილიო... და ვიღას სცალია თავის მოსავლელადო... ის კი არ იციან, რომ საშინაო თუ საგარეო საქმესთან ერთადაც შესანიშნავად შეიძლება, ყოველდღიური, ერთი შეხედვით – მოსაბეზრებელი, მაგრამ აუცილებელი პროცედურები, სასარგებლო, სხეულის გამამხნევებელ ვარჯიშებს შეუხამონ, თანაც ისე, რომ ამისთვის არც ფიტნესკლუბში წასვლა დასჭირდეთ და არც ზედმეტად დაიტვირთონ. ასე რომ, როგორც იტყვიან, საჭირო სასარგებლოს შეუთავსეთ და ამით თქვენც იხეირეთ!

დაიწყო დილა... უკვე ადექით და პირს იბანთ. კბილების გამოხეხვისას კი ნუ მოიკუზებით, მთელი ტანით რაც შეიძლება, წინ გადაიხარეთ, ისე რომ წელიც სწორად გეჭიროთ და ფეხებიც დაჭიმული გქონდეთ. ეს შესანიშნავი ვარჯიშია ხერხემლის გამრუდებისას და დუნდულა კუნთებსაც ამკვრივებს. დარჩით ასეთ პოზაში, სანამ ათამდე დაითვლით. შემდეგ გასწორდით და იგივე კიდევ 4-ჯერ გაიმეორეთ. წელში გასწორებისას დაჭიმეთ დუნდულა კუნთები – ასე მასზე დატვირთვა უფრო იზრდება. შედარებით რთული ვარიანტია, თუ ყოველივეს ცალ ფეხზემდგომელა შეასრულებთ.

ტრანსპორტით მგზავრობისას... სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიხართ? დრო არც მგზავრობისას დაკარგოთ უქმად. ისე რომ, სხვა მგზავრებმა არაფერი შეგამჩნიონ, ჯერ ერთი ფეხი ასწიეთ, როგორც მოახერხებთ იმ სიმაღლეზე და რამდენიმე წრიული მოძრაობა შეასრულეთ ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ – პირიქით. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხითაც. ასეთი მოძრაობა ამაგრებს კოჭებს. შეასრულეთ კიდევ ერთი ვარჯიში: აიწიეთ ფეხის წვერებზე ისე, რომ ფეხსაცმლის ქუსლები 1-2 სანტიმეტრით ასცილდეს იატაკს და მხოლოდ ტრანსპორტიდან ჩასვლისას დაადგით ტერფები იატაკს.

საქმეებს შორის... თუ მთელი დღის განმავლობაში საწერ მაგიდასთან გიწევთ მუშაობა, შეგიძლიათ, საქმისგან მოუწყვეტლივ, შეასრულოთ რამდენიმე „უჩინარი“ ვარჯიში. სკამზე ჯდომისას გასწორდით წელში და დაჭიმეთ ხერხემალი; ღრმად ამოისუნთქეთ, ისე, რომ მაქსიმალურად შეზნიქოთ მუცელი. დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა 2 წამით და შემდეგ მთლიანად მოეშვით, მოდუნდით. გაიმეორეთ ვარჯიში 6-8-ჯერ. შემდეგი ვარჯიში საჯდომის გასამკვრივებელია: სკამზე ჯდომისას, დაჭიმეთ დუნდულა კუნთები და ასე გაჩერდით 4-6 წამი. შემდეგ მოდუნდით და იგივე გაიმეორეთ არანაკლებ 6-8-ჯერ.

სამსახურის შემდეგ... ფეხის კუნთების გასამკვრივებლად კიბეებზე უკეთეს საშუალებას ვერ გამონახავთ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, ეს „ტრენაჟორი“ თანდათან უნდა აითვისოთ, რომ ორგანიზმს არ ავნოთ. თავიდან 2-3 კიბის მონაკვეთი აიარეთ საშუალო ტემპით. ერთი კვირის შემდეგ კიბის მონაკვეთთა რაოდენობაც გაზარდეთ და ტემპიც. გახსოვდეთ, ყოველი საფეხური ფეხისწვერებით აიარეთ და არავითარ შემთხვევაში არ მოეჭიდოთ მოაჯირს. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას, რიტმული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ტემპიც.

დასვენების დროს... საღამოს, აბაზანის მიღებისასაც კი შეიძლება პატარა წავარჯიშება. ფეხებს შორის მოიქციეთ ღრუბელი და ასწიეთ ნელა, და რაც შეიძლება, მაღლა. ასე გააჩერეთ ფეხები ყველაზე მაღალ პოზიციაში რამდენიმე წამით, შემდეგ კი მოდუნდით და გასწორდით. შემდეგი ვარჯიში სასარგებლოა წელისა და მოცლის პრესისთვის. აბაზანაში მჯდომარემ ასწიეთ ხელები თავის ზევით და წინ გადაიხარეთ. შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, მიიღეთ თბილი შხაპი და გამოდით აბაზანიდან.


скачать dle 11.3