კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რისთვისაა საჭირო კორექტორი?

პასუხი: კორექტორი შესანიშნავი შესანიღბავი საშუალებაა. ამ ფანქრით იოლად შეძლებთ, დაფაროთ ჩამუქებული წრე თვალის ირგვლივ და შესიებული ქუთუთოები, ასევე, ნებისმიერი დეფექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენი სახის კანის სიგლუვეს.

კითხვა: როგორ ვებრძოლო ხელებსა და ფეხებზე წამოზრდილ თმას?

პასუხი: საუკეთესო საშუალებაა რეგულარული პილინგი. როგორც წესი, იგი მინიმუმ, ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ კვირაში. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა იხმაროთ ეპილაციის შემდეგ წასასმელი ბალზამი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. მისი შეძენა შეგიძლიათ, ნებისმიერ აფთიაქში.

კითხვა: რა ეფექტი აქვს კრემებსა და ლოსიონებს კოფეინის შემადგენლობით?

პასუხი: კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც კოფეინის ექსტრაქტს შეიცავს, არა მარტო სიგლუვეს ჰმატებს კანს და მატონიზებელი ეფექტი აქვს, არამედ გარუჯვის ელფერს სძენს მას. განსაკუთრებით ეფექტურია კოფეინიანი სკრაბი. ასეთის მომზადება სახლის პირობებშიც ძალიან იოლია. შეურიეთ ყავის ნალექი შხაპის გელს და დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. სკრაბი მზადაა და შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

კითხვა: ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ, ვიცი რომ, გარუჯული კანისთვის უნდა ვიხმარო დამატენიანებელი კრემები, მაგრამ როდის და რამდენჯერ წავისვა ის დღეში?

პასუხი: გარუჯული კანის მოსავლელად, დღეში არანაკლებ ორჯერ მაინც უნდა წაისვათ მთელ ტანზე დამატენიანებელი კრემი შხაპის მიღებისთანავე. კრემი კანზე უნდა შეიზილოთ ნაზი, მასაჟისებური მოძრაობით. ისე, უკეთესი იქნება, თუ მოდუნებისა და განტვირთვისთვის, მსუბუქ მასაჟებს გაიკეთებთ შესაბამის კაბინეტებში და ამას თქვენი დღის რეჟიმში შეიტანთ.

კითხვა: ვიცი, რომ ულტრაიისფერი სხივები და გარუჯვა მავნებელია კანისთვის, მაგრამ რა ვქნა, თუ მინდა, რომ ეფექტურად გამოვიყურებოდე? თანაც ძალიან მიხდება.

პასუხი: არის გამოსავალი! დაგეხმარებათ „ავტობრონზატები“. ავტორუჯი წაისვით შემდეგნაირად: დაიწყეთ სახით და შეიზილეთ იგი თმის ძირებამდე. შემდეგ გადადით ხელებსა და ფეხებზე. უნდა შეარჩიოთ შესაბამისი ტექსტურა – თუ პირველად იყენებთ ავტორუჯს, წაისვით მსუბუქი რძე ან სპრეი – ასე ადვილად აიცილებთ თავიდან ლაქებსა და არათანაბარ ტონს. ასევე, აუცილებელია, გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი. ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის გამოდგება ლოსიონი ან მუსი, ხოლო მშრალისთვის – რძე ან კრემი. პროცედურის ბოლოს გამოიყენეთ სკრაბი, ხოლო წინასწარ წაისვით მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი. როგორც წესი, ავტორუჯი სამიდან შვიდ დღემდე ჩერდება კანზე. მისი გამოყენება კი შეგიძლიათ ნებისმიერი ინტერვალით, თუნდაც ყოველ 3-4 დღეში ერთხელ.

კითხვა: იქნებ მირჩიოთ, რა მოვუხერხო მშრალ ქერტლს?

პასუხი: თავდაპირველად, უნდა შეიცვალოთ შამპუნი და სასურველია, თუ მას შეიძენთ სააფთიაქო მარკით. თუ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ, მოგიწევთ მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს.

კითხვა: როცა მგრძნობიარეა სახის კანი, ეს მთელ თავზე ვრცელდება?

პასუხი: თუ მგრძნობიარე სახის კანი გაქვთ, ეს, რა თქმა უნდა, თავის კანსაც ეხება. ისიც შეიძლება, იყოს მეტად მგრძნობიარე და რეაგირებდეს გარეგან ფაქტორებზე. ეს კი გამოიხატებოდეს ქავილით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება – გამოიყენეთ სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი შამპუნები.


скачать dle 11.3