კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადების დროს იწყება მუცლის ტკივილი


არსებობს დაავადებები, რომლებსაც მუცლის ტკივილი ახასიათებს.

მუცლის ჭიით დასნებოვნების დროს, ადამიანი მალე იღლება. ხშირად უჩივის მოთენთილობას. ჭამის შემდეგ, მუცლის არეში მოვლითი ტკივილები აღენიშნება. კვების რეჟიმის დარღვევისას კი, თავს ცუდად გრძნობს. ასევე, დიდი რაოდენობით ცხიმიანი კერძების, ტკბილეულის ან გაზიანი სასმელის მიღების შემდეგ, ეწყება მუცლის ტკივილი.

პნევმონიის აშკარა სიმპტომებია: მაღალი სიცხე, ხველება, მოთენთილობა, მაგრამ ანთება შესაძლოა, ფილტვების ქვედა არეში იყოს ლოკალიზებული, რაც ნერვულ არხებზე გადადის და მუცლის ტკივილით ხასიათდება.

სალმონელოზისა და დიზენტერიის დროს, ადამიანს ეწყება ღებინება, კუჭის აშლა, მუცელში მოვლითი ტკივილები. ეს ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მწვავდება.

აპენდიციტის ანთების დროს ტკივილი ქვემოთ, მუცლის მარჯვენა ნაწილში გადადის. ამ დროს ადამიანს აწუხებს ნევროზული შეტევაც.

შარდსადინარი არხების ინფექციით დაავადების საწყის ეტაპზე ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მოშვებულია, შრომის უნარი დაქვეითებული, მადა კი დაკარგული აქვს, მას ახასიათებს ხშირი შარდვა. ცისტიტის დროს კი შარდვა მტკივნეულია.

სწრაფად და ბევრი საკვების მიღების შემდეგ, შესაძლოა, ადამიანს დაეწყოს მუცლის ტკივილი, რადგან კუჭს ამ დროს უჭირს ზომაზე მეტად მიღებული საკვების გადამუშავება.

ცივ წყალში ბანაობის ან ფეხებზე შემცივნების დროსაც, ადამიანს აღენიშნება მუცლის ყრუ ტკივილი. ამ დროს კარგია ფეხების დათბუნვა.


скачать dle 11.3