კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 28 წლის მამაკაცი, სამი წელია, დავქორწინდი. ახლახან დამისვეს ქლამიდიოზის დიაგნოზი. ექიმმა მითხრა, რომ ეს დაავადება სქესობრივი გზით გადადის. მეუღლეში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, სხვა პარტნიორი არ მყოლია. საიდან მაქვს ეს დაავადება?

პასუხი: ქლამიდიოზი, ძირითადად, მართლაც სქესობრივი გზით ვრცელდება. უნდა გითხრათ, რომ შესაძლოა, თქვენი დაინფიცირებიდან წლებიც კი გავიდა, დიაგნოზი კი მხოლოდ ახლა დაისვა.

კითხვა: ძალიან მიყვარს სუნამოების არომატები, მაგრამ ალერგიული ვარ. სუნამო კანზე გამონაყარს მიჩენს და ქავილი მეწყება. არის თუ არა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან?

პასუხი: იმისთვის, რომ სუნამომ უსიამოვნება არ მოგაყენოთ, შეგიძლიათ, იგი არა კანზე, არამედ თმაზე მიისხუროთ, აგრეთვე საიუველირო ნაკეთობებსა და ცხვირსახოცზე.

კითხვა: ძალიან მაინტერესებს, ხედავს თუ არა ადამიანი ნარკოზის დროს სიზმრებს?

პასუხი: საერთოდ, რაც უფრო ახლოსაა ადამიანის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ ძილთან ქირურგიული ოპერაციის დროს, მით უფრო ხარისხიანია ანესთეზია. ბევრი ნაოპერაციები პაციენტი, გამოღვიძების შემდეგ ყვება რომანტიკული ხილვების შესახებ.

კითხვა: რა იწვევს ახალგაზრდა მამაკაცებში თმის ცვენას. ხომ არ უკავშირდება ეს რაიმე ჰორმონის ან ვიტამინის ნაკლებობას და რას გვირჩევთ?

პასუხი: თუ ახალგაზრდებს თმის ცვენა ეწყებათ, ამაში უმეტესად გენეტიკური ფაქტორია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ჰორმონული ფონი და ავიტამინოზი ხელს უწყობს პროცესის დაჩქარებას, მაგრამ ვიტამინოთერაპიით და სხვა დამხმარე საშუალებებით, თმის ცვენის სრული შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ერთ-ერთ რადიკალურ გზად რჩება საკუთარი თმის გადანერგვა.

კითხვა: რას უკავშირდება ფეხის ქუსლების გაუხეშება, გარქოვანება და ნახეთქების გაჩენა და რით ვიმკურნალო?

პასუხი: ფეხის ქუსლებზე კანის გაუხეშება და ნახეთქების გაჩენა განპირობებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევით, რასაც, თავის მხრივ, ორგანიზმში A და B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა იწვევს. გირჩევთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღოთ პოლივიტამინის პროფილაქტიკური დოზა. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, გამოიკვლიეთ სისხლი შაქარზე, იოდის ცვლაზე და პათოლოგიის დადგენის შემდეგ, ჩაიტარეთ მკურნალობა.

კითხვა: ვარ 20 წლის. ქეიფისა და დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მეორე დღეს მთელი დღე ცუდად ვარ. ნორმალურია თუ არა ეს ფაქტი და იქნებ მირჩიოთ რაიმე საშუალება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის?

პასუხი: ნაბახუსევის სინდრომის მიზეზი არის ალკოჰოლისა და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების ზემოქმედება ორგანიზმზე.

ორგანიზმი ცდილობს, თავი დაიცვას ეთილის სპირტის მომშხამველი მოქმედებისგან და ფერმენტ ალკოჰოლ-დეჰიდროგენეზის დახმარებით გარდაქმნის მას აცეტალდეჰიდად. ეს პროცესი ძირითადად ღვიძლში ხდება. აცეტალდეჰიდიც ტოქსიკური ნივთიერებაა და სწორედ ამიტომ ვითარდება ნაბახუსევის სინდრომი. ორგანიზმი ცდილობს, თავი დაიცვას ამ მავნე ნივთიერებისგან სხვა ფერმენტის დახმარებით, ღვიძლის მეშვეობით და აცეტალდეჰიდიდან წარმოქმნის ძმარმჟავას, რომელიც უვნებელია – ადვილად გარდაიქმნება აირად და წყლად.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, ეს ორივე პროცესი ბალანსირებული აქვს, აცეტალდეჰიდები თანდათანობით და მცირე რაოდენობით წარმოიქმნება და მაშინვე გარდაიქმნება ძმარმჟავად. ასეთებს ნაბახუსევის სინდრომი არ აქვთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმში უგროვდებათ აცეტალდეჰიდები და მისი კონცენტრაცია დიდხანს რჩება მაღალი, რაც იწვევს ნაბახუსევის გამოვლინებას.

ნაბახუსევის სინდრომის შესამსუბუქებლად, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, დასაძინებლად დაწოლამდე, დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი. სითხის მიღება შეგიმცირებთ მოსალოდნელ ტანჯვას. გაღვიძებისთანავე, თუ გული და მაღალი წნევა არ გაწუხებთ, მიიღეთ თბილი (და არა ცხელი) შხაპი. მიირთვით კიტრის ან პომიდვრის მწნილი და მათი მჟავე წვენიც დალიეთ. მიიღეთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი. რაც მთავარია, ქეიფის დროს ბევრი ჭამეთ. მშიერ კუჭზე ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება სისხლში და აღიზიანებს ლორწოვან გარსს. კარგი იქნება ალკოჰოლის მიღების წინ დალიოთ ერთი ჭიქა რძე ან რამე ცხიმიანი პროდუქტი. ასე მოხდება კუჭის დაცვა, მონელების პროცესის შენელება და შესაბამისად, ალკოჰოლის ორგანიზმში მოხვედრაც შენელდება.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3