კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკურნალი მატიტელა


სამკურნალო მცენარე მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, შარდთან ერთად გამოაქვს ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, აფერხებს შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობასთან.

მატიტელას ბალახსა და ნარევებს იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტებისა და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით – მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს. როგორც დამატებით საშუალებას, ავადმყოფს უნიშნავენ შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადების, მაგალითად, დერმატიტის, ძირმაგარას ან ფერისმჭამელების დროს.

ამ სამკურნალო მცენარეს, ასევე, იყენებენ ღვიძლის ფუნქციური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ნივთიერებების გამოსაყოფად. ასევე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიზურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებად.

მატიტელას ხმარობენ გაციებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს სვამენ ბუასილის შემთხვევაშიც.

მატიტელას გამოყენება აკრძალულია თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის შემთხვევაში 1 სადილის კოვზი მატიტელა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი რაოდენობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს ორი დღისა. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


скачать dle 11.3