კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


კარგ გოგოდ გადაქცევის სურვილი

აქშატა ძალიან ცოცხალი და მოუსვენარი გოგონა იყო. ერთხელ დედამისს მოთმინების ფიალა აევსო და უსაყვედურა თავის ჭკვიან პირმშოს:

– აქშატა, ხომ ხედავ, როგორ ვიღლები შენი მოუსვენრობისა და სიცელქისგან, საღამოობით არაქათი აღარ მაქვს ხოლმე. მოდი, რაიმე ვიღონოთ, რომ ასე არ მქანცავდე.

აქშატას ძალიან უყვარდა დედა და თანახმა იყო, მისი ყველა სურვილი აესრულებინა. ამიტომ სთხოვა, აეხსნა, როგორ უნდა გამხდარიყო კარგი გოგო. დედამ უპასუხა:

– ახლა გაბანავებ, შემდეგ კი შენს ოთახში წადი და ეცადე, ხუთი წუთი მაინც წყნარად იყო. ამ ხნის განმავლობაში კი ილოცე, ღმერთს სთხოვე, კარგ გოგონად გაქციოს.

– კარგი, დედიკო, ზუსტად ასე მოვიქცევი!

აქშატა თავის ოთახში გაიქცა, ხუთი წუთის შემდეგ კი დაბრუნდა და დედას მიმართა:

– დედიკო! მე ვილოცე. სულაც არ მინდა, შენ იღლებოდე ჩემ გამო! მთელი გულით შევევედრე ღმერთს, კარგ გოგოდ მაქციოს.

მაგრამ მეორე დღეს არაფერი შეცვლილა: აქშატა ისევ ცელქობდა, დედას მოსვენებას არ აძლევდა და ქალმა საყვედურით უთხრა:

– აქშატა, მეგონა, რომ ნამდვილად შეევედრე ღმერთს, კარგ გოგოდ გადაექციე.

– დედიკო, მე ისე გულმხურვალედ ვილოცე! მაგრამ თუ ღმერთმა არ ინება ჩემ კარგ გოგოდ გადაქცევა ეს ნიშნავს, რომ ან ღმერთს არ შეუძლია შემცვალოს, ან მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ.

სამიზნე

ერთი კაცი ბავშვობიდან ვარჯიშობდა მშვილდით ისრის სროლაში. თავიდან მარტო აკეთებდა ამას. შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლის საპოვნელად გაეშურა, რათა თავის საქმეში სრულყოფილებისთვის მიეღწია. ბევრ განსხვავებულ მასწავლებელს შეხვდა. ზოგმა მშვილდის მოზიდვა ასწავლა ისე, როგორც ვერავინ აკეთებდა ამას მსოფლიოში: ზოგმა ის, თუ როგორი ტრაექტორიით უნდა წასულიყო ჰაერში ისარი, მაგრამ ვერც ერთმა მასწავლებელმა ვერ მოახერხა, მისთვის ყოველთვის მიზანში გარტყმა ესწავლებინა.

დიდი ხნის სიარულის შემდეგ, დაღლილი, ერთ სოფელს მიადგა, რომლის ბოლოშიც, ხეზე სამიზნე დაინახა – ისარი პირდაპირ ცენტრში იყო მოხვედრილი. ცოტა მანძილი კიდევ გაიარა და კვლავ გადააწყდა რამდენიმე სამიზნის ცენტრში მოხვედრილ ისარს. კაცი მღელვარებამ და თრთოლვამ მოიცვა... ნუთუ, როგორც იქნა, იმ მასწავლებელს იპოვიდა, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა?! მან ირგვლივ მიმოიხედა და პატარა, თხუპნია გოგონა დაინახა, რომელიც გზაზე, მტვერში თამაშობდა.

– გოგონა, სად ცხოვრობს მშვილდით სროლის ოსტატი? აქ იმდენი სამიზნეა, რომ უთუოდ სადმე ახლოს უნდა იყოს.

– ა! ეს სამიზნეები? ამას მე ვთამაშობდი!

– წარმოუდგენელია! შენ ვერ იქნები ის ოსტატი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი! – წამოიყვირა იმედგაცრუებულმა კაცმა.

– და რა არის ამაში რთული? – გაუკვირდა პატარას, – ჩაარჭობ ხეში ისარს, შემდეგ კი მის ირგვლივ სამიზნეს შემოხაზავ!


скачать dle 11.3