კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩავიცვათ შემოდგომაზე – რჩევები ბრუნო პიტერსისგან



ეს ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური ბელგიელი მამაკაცი იმ დიზაინერების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მოდის სფეროში ძალიან განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული, დახვეწილი და ინტელექტუალური სტილით, კონკრეტულად კი ანტვერპენული სტილით მოვიდნენ. ბრუნო პიტერსი ბელგიაში დაიბადა. ანტვერპენის გამოყენებითი ხელოვნების სკოლა 1999 წელს დაამთავრა. მისი ნიჭი, მინიმალიზმის იდეალური შეგრძნება და საოცრად დახვეწილი გემოვნება მალე შეფასდა და დაფასდა მაღალი მოდის მეტრების მიერ. ალბათ, ამიტომ არის, რომ ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ მოდის სახლებში მუშაობდა. მეისონ მარტინ მარგლიელა, ჯოზეპუს ტიმისტერი, ანტონიო პერნა და კრისტიან ლაკრუა – ეს ბრუნო პიტერსის მოკლე „სივია”. 2001 წელს ბრუნო იყო ანტვერპენის პირველი კურსდამთავრებული, რომელმაც პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა თავისი ნამუშევრები. პირველ ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმის თორმეტი სილუეტი. პოდიუმზე იყო მხოლოდ კოსტიუმი და კოსტიუმი. სუზი მენკესმა, ადამიანმა, რომლის აზრიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოდის სფეროში, ბრუნოს ჩვენების შემდეგ თქვა: „ის არის ახალი ინტრიგანი ტალანტი!“ ფრანგულმა „ოფიციელმა” კი ასეთი რამ დაწერა: „ბრუნო პიტერსს არაჩვეულებრივი დებიუტი ჰქონდა... – ალბათ საუკეთესო კუტიურ-პრეზენტაცია პარიზის მოდის კვირეულზე”. ბრუნო დღესდღეობით მოდის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო ტექნიკოსად და კონსტრუქციონისტად მიიჩნევა, რომელსაც ძალიან უყვარს ექსპერიმენტები ფორმასთან და პროპორციასთან.

2007 წლიდან ბრუნო პიტერსი „ჰუგო ბოსმა” თავისი ავანგარდული ხაზის სამხატვრო დირექტორად დანიშნა.

რაც შეეხება პიტერსის ახალ კოლექციას, 2009 წლის საშემოდგომო კოლექციის თემად დიზაინერმა ეკარტ ტოლის ახალი წიგნი „ახალი დედამიწა” აირჩია. როგორც თავად თქვა, ამ წიგნმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ჩანს, წიგნმა ბრუნო პიტერსი ევოლუციასა და გარემოს განვითარებაზე დააფიქრა. ალბათ ამიტომაც, მის კოლექციაში უამრავი ფერი მოხვდა, დაწყებული შავით და დამთავრებული ტყის მწვანითა და ლითონისფერ-ბრინჯაოსფრით. თუმცა, როგორც ჩანს, ბელგიელ დიზაინერს მხოლოდ დედამიწაზე არ უფიქრია, რადგან, არაბუნებრივი, არამიწიერი ფერებით მან კერვის ხელოვნების შედევრები გვაჩვენა. სამოსი გეომეტრიული ფიგურებით იყო „შესრულებული”: იქ ნახავდით სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს, წრეებს და სხვა.

მოდელები შავად შეღებილი ტუჩებით, მოდის კვირეულის პოდიუმზე მდგომ ულამაზეს გოგონებს, კი არა, უნიფორმაში ჩაცმულ უცხოპლანეტელებს ჰგავდნენ. თუმცა, ბრუნო პიტერსისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. მართალია, პიტერსს თითქმის არ ჰქონდა გათვალისწინებული ზოგადად სეზონის ტენდენციები, თუმცა, შემოდგომის ჰიტი – ლიპებიანი და განიერი პიჯაკი, შეპარვით, მაგრამ მაინც გამოჩნდა.

რაც შეეხება ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს, ბელგიელი დიზაინერი ამ შემთხვევაშიც თავშეკავებული იყო. უცნაურ ფერებში ჩაცმული ქალბატონები, შავად შეღებილი ტუჩებითა და ძალიან საინტერესო ვარცხნილობით, ასევე ძალიან უცნაურ და ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე „იდგნენ”. მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანობაში აგრესიას არ იწვევდა და თვალს არ ღლიდა – ბრუნომ ხომ ამისთვის ბევრი ისწავლა!

ანა სარალიძე


скачать dle 11.3