კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეატრალური ფესტივალის პომპეზური გახსნა პრესის გარეშე


თეატრის მოღვაწეების მხრიდან ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ბეჭდური მედია განსაკუთრებული ინტერესით არ აშუქებს თეატრალურ მოვლენებს. არ ვიცი, რომელ პრემიერაზე დაგვპატიჟეს, რომელ რეჟისორს ან მსახიობს გაუკეთებია რაიმე მნიშვნელოვანი და ამის შესახებ, – ამ შემთხვევაში ჩემი ჟურნალის სახელით ვილაპარაკებ – არ დაწერილა. თეატრალური ფესტივალის გახსნა, ვიფიქრეთ, ის დღე იქნებოდა, სადაც ამ სფეროს მოღვაწეებისთვის ნამდვილი ზეიმი მოეწყობოდა „ივენთ ჰოლში“. კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით, ისიც ვიფიქრეთ, რომ ბევრს დავწერდით პროგრამაზე, სტუმრებზე, რომლებიც დაპატიჟებულები იყვნენ, მათ ჩაცმულობაზე, განწყობასა და ბევრ სხვა ისეთ თემაზე ასეთი „ივენთების“ დროს რომ ვწერთ ხოლმე. მაგრამ, იმედი უსიამოვნოდ გაგვიცრუვდა. ჯერ ერთი, სტუმრების დიდი ნაწილი წითელ ხალიჩაზე არ გამოდიოდა და ისე შევიდა დარბაზში, რომ სტენდთან ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. როდესაც სტუმრები მოვიდნენ, დარბაზში არ შეგვიშვეს, სანამ არ დასხდნენ. არადა, ორგანიზატორებმა, ვფიქრობ, კარგად იციან, რომ ჩვენთვის მთავარი სტუმრების კარგი ფოტოებია და არა სუფრასთან მსხდომი სტუმრების მხოლოდ თავების გადაღება. ვერ უარვყოფ, რომ სტუმრებისთვის სრული კომფორტი შეექმნათ და ეს დღე მათთვის მართლა განსაკუთრებული იყო. იქვე მოეწყო გიორგი სუხიტაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია, რომლის მოსმენაც ძალიან გვინდოდა, თუმცა არ დაგვცალდა. მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე თბილისის მერი მეუღლესთან ერთად და გია როინიშვილი მოვიდნენ, რამდენიმე ფოტო გადაგვაღებინეს და აბსოლუტურად უბოდიშოდ, დაგვითხოვეს დარბაზიდან. როდესაც თქვეს, რომ ფოტოგრაფები გადითო, ჟურნალისტებიც მათ გამოვყევით, ელემენტარული კოლეგიალურობის გამო. დარბაზში მხოლოდ მერიის და ღონისძიების ფოტოგრაფები დატოვეს. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხშირია ისეთ „მაღალ“ ღონისძიებებზე, სადაც მხოლოდ წამყვანი ტელეარხების კამერები რჩება.

იმავე საღამოს და იმავე სივრცეში „ჯეოსელის“ ორგანიზებით მოეწყო გიორგი სუხიტაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია. „მისმინე მე“ ძველი ქალაქური სიმღერების ახლებური ინტერპრეტაციებია. მისი ჩაწერა „სანო სტუდიაში“ მოხდა. ალბომში, რომლის პროდიუსერიც მარინა ბერიძე იყო და აღსანიშნავია, მასვე ეკუთვნის იდეა, შესულია ისეთი სიმღერები როგორიცაა: „პატარა ბიჭი“, „ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს“ და სხვა. ბექვოკალი სალომე ბაკურაძემ და თიკა მახალდიანმა ჩაწერეს, კონცერტებზე კი მათ გიორგი ცხვარიაშვილი ემატებათ. ალბომში ბექვოკალში მომღერალ ორ უმშვენიერეს ქალბატონთან დუეტიც არის შესული. სიმღერების ახლებური ვერსიები დავით მალაზონიას ეკუთვნის. გიორგის ხმამ, როგორც მერე გადმოცემით გავიგეთ, იქაურობა საოცრად დაატკბო და გაათბო.


скачать dle 11.3