კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერჯიმ თავისი სახელობის სუნამო გამოუშვა


გასულ კვირას კლუბ „ბამბა რუმში“ ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და ნიჭიერი მომღერლის, სუპერვარსკვლავ ფერჯის სუნამოს პრეზენტაცია შედგა, რომელიც მან კომპანია „ეივონთან“ ერთად შექმნა. პრეზენტაცია თიკა ფაცაციას და ზურა მანჯავიძეს მიჰყავდათ, რომლებიც ფერჯის „აუთსფოქენის“ ანუ იასამნისფერებში იყვნენ გადაწყვეტილი. ეს ტონი მთელი „ივენთის“ წამყვანი ფერი იყო. დარიგდა სპეციალური სამაჯურები ქალებისთვის და ულამაზესი ჰალსტუხები მამაკაცებისთვის, რომლითაც გათამაშებაც შედგა და „ეივონის“ უძვირფასესი პრიზები მოიგეს. ერთ-ერთი გამარჯვებული თეონა თავართქილაძე იყო. როგორც წამყვანებმა აგვიხსნეს, ფერჯიმ სუნამო იმ ქალბატონებისთვის შექმნა, რომელთაც სურთ, თავდაჯერებულობა და სითამამე მათი არომატიდანაც ჩანდეს. ეს ჩვენც ვიგრძენით, რადგან სხვა პრიზებთან ერთად, ყველა სტუმარს ფერჯის „აუთსფოქენიც“ გადაეცა. საღამომ ძალიან ლამაზად ჩაიარა, მთელი თავისი „კონფიტებით“ და სხვა საზეიმო ელემენტებით.


скачать dle 11.3