კრისტი და “რემბო-ფართი„ კრისტის დაბადების დღეზე
30 სექტემბერს თავისი ოცდამეცამეტე დაბადების დღე ულამაზესმა კრისტიმ ისე აღნიშნა, როგორც მას და მის მეგობრებს უყვართ. კლუბი „მისონი“ ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, თავისი საინტერესო მუსიკითა და კარგი ატმოსფეროთი. დაბადების დღის აღნიშვნაც კრისტიმ იქ გადაწყვიტა, მაგრამ დიჯეი რემბოსთან ერთად, რომელიც კლუბური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შემსრულებელი და კრისტის მეგობარია. საღამოს ათი საათიდან სტუმრებმა დაიწყეს ერეკლეს ქუჩაზე შეკრება. იუბილარი საოცრად გამოიყურებოდა ირაკლი რუსაძის კაბაში, მაგრამ ეს არ იკმარა, საკუთარ დაბადების დღეზეც „პაკაზი“ მოაწყო – ავთო ცქვიტინიძის საჩუქარი, ქვედაკაბა და ბლუზა ჩაიცვა. კრისტის დაბადების დღეზე შეიკრიბა ყველა ის ადამიანი, ვინც მოდელს ძალიან უყვარს და ახლოს მეგობრობს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ცნობილი სახეებიც იყვნენ – ავთო ცქვიტინიძე მეუღლესთან ერთად, ირაკლი რუსაძე, ბიჭოლა, თიკო სადუნიშვილი და ალინა არველაძე, ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი, ჩანჩიკა და სხვები. კრისტიმ უამრავი საჩუქარი მიიღო, ყვავილები, სუნამოები, ტანსაცმელი... ყველაზე ემოციური კი იყო მომენტი, როდესაც კრისტიმ და მისმა შვილმა – ნატაშკამ დიდ ტორტზე სანთლები ჩააქრეს. რემბოს გარდა, მუსიკალურ სიტუაციაზე თიელმა იზრუნა, რომელმაც კრისტისთვის იმღერა. გიჟური გართობა გვიან ღამით დასრულდა.