კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის რომელი პრეზიდენტი ითვლება ყველაზე ღარიბად და რომელია ყველაზე მდიდარი მათ შორის


პრეზიდენტების საგადასახადო დეკლარაციების გაცნობა მუდამ საინტერესოა. რამდენი ფული აქვს გადანახული ტკბილი სიბერისთვის, ჰყოფნის თუ არა ფული პურზე, ანდა იქნებ, ისიც ისეთივე გაჭირვებაში ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი. თუმცა, ღარიბი პრეზიდენტის არსებობა, სავარაუდოდ, აბსურდია და მათი უმეტესობა პლანეტის შეძლებულ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამ რუბრიკაში გთავაზობთ ზესახელმწიფოდ წოდებული, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი პრეზიდენტების ჩამონათვალს.

ჯორჯ ვაშინგტონი

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი არჩეული პრეზიდენტი. დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში ამერიკის კონგრესმა პრეზიდენტად რეიტონ რენდოლფი აირჩია, ხოლო ვაშინგტონი ამერიკის არმიას ჩაუდგა სათავეში. 1781 წელს რენდოლფი ჯონ ჰენკოკმა შეცვალა და სწორედ ის იყო პრეზიდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. რვა წლის შემდეგ, ომის გმირი – ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის პირველი არჩეული პრეზიდენტი გახდა. სინამდვილეში კი, ის რიგით მე-15 იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვაშინგტონს მემკვიდრეობით შეხვდა მამული „მაუნტ ვერნონი“ მდინარე პოტომაკზე, რამაც ის ვირჯინიის შტატის უმსხვილეს პლანტატორად აქცია. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ვაშინგტონი ქვრივზე, მარტა დედნრიჯ კასტაზე დაქორწინდა. მარტას დიდძალი ქონება ჰქონდა (17 ათასი აკრი მიწა) და 300 მონა ჰყავდა. იმ პერიოდისთვის ვაშინგტონი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან პრეზიდენტობის პერიოდში ის წლიურად მაშინდელი დროისთვის არნახულად დიდ თანხას, 25 ათას დოლარს იღებდა, ხელფასის სახით. ახლანდელი გათვლებით კი მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

თომას ჯეფერსონი

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორმა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორმა, თომას ჯეფერსონმა ვირჯინიის უნივერსიტეტი დააარსა და პირველი სასწავლო პროგრამის ავტორი იყო. მისი სიმდიდრის უკან მამამისი იდგა – მსხვილი მიწათმფლობელი, რომელმაც ჭკვიანური სპეკულაციების ხარჯზე, მიაღწია სოციალურ აღმასვლას მსხვილი მიწათმფლობელების წრეში. მამის გარდაცვალების შემდეგ, თომასმა მემკვიდრეობით 2 750 აკრის მიწის ფართობი მიიღო. მისი კაპიტალი კი 212 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ენდრიუ ჯეკსონი

ენდრიუ ჯეკსონი თანამედროვე ამერიკულ ოცდოლარიან კუპიურაზეა გამოსახული, თუმცა წარსულში მისი პორტრეტი 5, 10, 50 და 10-ათასდოლარიან კუპიურებს ამშვენებდა. აგრეთვე, სამოქალაქო ომის დროს იგი გამოსახული იყო სამხრეთ კონფედერაციის 1 000-დოლარიან კუპიურაზე. ჯეკსონს კომერციული ნიჭი ჰქონდა და გაპრეზიდენტებამდე იპოდრომს ფლობდა. ინდიელების მიწების მისაკუთრების შემდეგ კი, მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი მეუღლეც საკმაოდ მდიდარი იყო. მათი საერთო ქონება 119 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ზაქარი ტეილორი

ის პრეზიდენტობის მეორე წელს გარდაიცვალა. არსებობდა მოსაზრება, რომ ტეილორი მოწამლეს, თუმცა, 1991 წელს ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ტიფისგან იყო გარდაცვლილი. ზაქარი ტეილორი ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი იყო, რომელიც პრეზიდენტად ყოფნის დროს ფლობდა მიწის ფართობებს და ამუშავებდა მონებს.

თეოდორ რუზველტი

ამერიკის შეერთებული შტატების 26-ე პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში თეოდორ რუზველტი შეძლებული ოჯახის წარმომადგენელი იყო. თეოდორ რუზველტი, თომას ჯეფერსონის მსგავსად, ერთ-ერთ ყველაზე ნაკითხ და განათლებულ პრეზიდენტად ითვლებოდა. საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ის ბევრს მოგზაურობდა, ხოლო თავისი ქონების დიდი ნაწილი მას საკუთარი წიგნების გაყიდვიდან ჰქონდა მოპოვებული. რუზველტის კაპიტალი 125 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ჰერბერტ ჰუვერი

ჰუვერის პრეზიდენტობის ხანა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა – დიდ დეპრესიად წოდებულ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს. თავისი ქონება ჰუვერს სამთო მრეწველობაში ჩადებული მომგებიანი კაპიტალდაბანდებით ჰქონდა ნაშოვნი, ხოლო საპრეზიდენტო ხელფასს იგი მთლიანად საქველმოქმედო ფონდებში რიცხავდა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი

ფრანკლინი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უძველესი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი გვარის წარმომადგენლები აზიაში აბანდებდნენ კაპიტალს და იქ მილიონობით დოლარს შოულობდნენ. მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული მრავალ ათას დოლარად ღირებული მამულები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლინდონ ჯონსონი

ამერიკის შეერთებული შტატების 36-ე პრეზიდენტს ლინდონ ჯონსონს 14-მილიონდოლარიანი კაპიტალის მოგროვებაში მისი მეუღლე, კლოდია ალტა დაეხმარა. მან მეუღლის გაპრეზიდენტებამდე ოცი წლით ადრე, ოჯახის ფული ქალაქ ოსტინის ტელე-რადიოკომპანიაში დააბანდა, საიდანაც საკმაოდ მაღალი დივიდენდები მიიღო.

ჯონ კენედი

1990 წლისთვის კენედების საგვარეულოს პირადი კაპიტალი 850 მილიონ დოლარს აჭარბებდა, თუმცა თვითონ ჯონ კენედი, არასდროს იყენებდა თავის ფინანსურ შესაძლებლობებს. სამაგიეროდ მეგობრები ხშირად აკითხავდნენ თეთრ სახლში და ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ.

ჯორჯ ბუში-უმცროსი

ბუშების ოჯახის საფინანსო დეკლარაციიდან ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ-უმცროსის ქონება არ აჭარბებდა 21 მილიონ 900 ათას ამერიკულ დოლარს. 1980 წელს ჯორჯ-უფროსს, იმ პერიოდში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, მხოლოდ 4 მილიონი გააჩნდა. 1989 წელს ჯორჯ-უმცროსმა 600 ათას დოლარად „ტეხასის რეინჯერების“ აქციათა პაკეტი შეიძინა, რომელიც 1998 წელს 14,9 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა.

P.S. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პირადი კაპიტალი 5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს და გავლენიანი ეკონომიკური ჟურნალის „ფორბსის“ ვერსიით, ის ამერიკის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად მიიჩნევა.


скачать dle 11.3